close
საქართველო

“ამერიკის ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოვებული და საქართველო არც კი მიცნობს… არაფერს არ ვნანობ, ახლაც ვაჟკაცურად გამაქვს თავი მარტოს” – 101 წლის ქართველი მეცნიერი, რომელიც 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში მოხვდა

ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 540 მეცნიერული ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი და მონაწილეა.

ჩვენი დროის გამოჩენილი მეცნიერი 1922 წლის 18 მარტს დაიბადა. 14 წლის იყო, როცა მამა გადაასახლეს. ოჯახი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა. შვილებზე პასუხისმგებლობა დედამ საკუთარ თავზე აიღო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მათ საუკეთესო განათლება მიეღოთ.18 წლის იყო, როცა ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა.

,,დედა კარდაკარ დადიოდა და სარეცხს რეცხავდა. მე ვიყავი სონია მრეცხავის ქალიშვილი. 19 წლიდან პენსიაზე ვარ. იყო პერიოდი, როცა ძალიან მშიოდა, მაგრამ არასდროს დამიყრია ფარხმალი, მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი ასეთ გაჭირვებაში ვიყავი, მაინც აქტიურ მუშაობას განვაგრძობდი“- ამბობდა ელენე აბაშიძე.

ქალბატონი ელენე მსოფლიოს 100 ყველაზე, საინტერესო ადამიანის სიაში მოხვდა და გადაცემაში „სხვა რაკურსი“ საკუთარ ისტორიას ჰყვება.

„ადამიანი რომ დაიბადება იმას აქვს ნიშა, რაც უნდა გააკეთოს, რაც სტიმულს აძლევს ცხოვრებისას.. სიკვდილის აღარ მეშინია მე ჩემი ვალი მოვიხადე,

„წიგნი დავწერე „ამაგდარი“ – მე ამაგი დავუფასე ღმერთს და მშვიდად მივდივარ ამ ქვეყნიდან..

ძალიან მხრიარული ვიყავი.. 18 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი ჭიათურიდან, ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, ამერიკის ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოვებული და საქართველო არც კი მიცნობს..

ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე.. გაჭირვება, შიმშილი, ბევრი უბედურება, მაგრამ გავიმარჯვე. სულ მიხაროდა დილით რომ ავდგებოდი, სულ ვმღეროდი, ვიცინოდი… ახლაც ვმუშაობ გადაცემა მიმყავს..

არაფერს არ ვნანობ, ახლაც ვაჟკაცურად გამაქვს თავი მარტოს,“- ამბობს ელენე აბაშიძე.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response