close
კოლოგია

ამაზონის ჯუნგლები ახლა იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს

AFFDCBA7-2691-4F6F-8DA9-5EC62C2013FD

ამაზონის ჯუნგლები იმაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტროპიკული ტყეები კლიმატის ცვლილებაში დაიწყებს წვლილის შეტანას.
ახალი კვლევის თანახმად, ცვალებადი ამინდები აქვეითებს ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს. ეს ყველაფერი კი უკავშირდება გლობალურ დათბობას, რაც მომავალში უფრო ხშირი გახდება და ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას გარემოში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის მაჩვენებელი უფრო მაღალია ამაზონის ჯუნგლების აღმოსავლეთ ნაწილში, ვიდრე დასავლეთში. გამოყოფის მთავარ წყაროს კი სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი წარმოადგენს.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტენდენციის შეცვლა ჯერ არ არის დაგვიანებული. მაგალითად, თომას ლავჯოი ჯორჯ მასონის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ძველი მდგომარეობის დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ გაუმჯობესება შესაძლებელია რეფორესტაციის გზით, რაც ითვალისწინებს ტყით განაშენიანებას.
ამაზონის ჯუნგლებში დეფორესტაციის(გაუტყეურება) წყალობით მეტი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოყოფის ფენომენი უფრო მწვავეა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ “ძვირფასი ამაზონი ფუნქციური განადგურების პირასაა და მასთან ერთად ვართ ჩვენც”.

წყარო:theguardian.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი