close
განათლება

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავენ

,,თალიბანის“ მთავრობა ავღანეთში უნივერსიტეტებში ქალებისთვის უმაღლესი განათლებას მიღებას კრძალავს.
უმაღლესი განათლების მინისტრმა, ნედა მოჰამად ნადიმმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
გადაწყვეტილებას ავღანელი სტუდენტები ქალების მომავლის განადგურებად აფასებენ.
„მათ დაანგრიეს ერთადერთი ხიდი, რომელიც ჩემს მომავალთან დამაკავშირებდა“, – განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.
“მჯეროდა, რომ შემეძლო სწავლა და ჩემი მომავლის შეცვლა ან ჩემს ცხოვრებაში სინათლის შეტანა, მაგრამ მათ ეს გაანადგურეს,” – აღნიშნეს სტუდენტები დასავლურ მედიასთან საუბარში.
აკრძალვა კიდევ უფრო ზღუდავს ქალთა განათლებას ავღანეთში. შარშან, ,,თალიბანის“ ხელისულებაში დაბრუნების შემდეგ გოგონებისთვის საშუალო სკოლებში განათლების მიღება შეიზღუდა.
გაერო-მ და რამდენიმე ქვეყანამ „თალიბების“ გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს და გააპროტესტეს.
“ეს კიდევ უფრო არღვევს თანაბარი განათლების უფლებას და აღრმავებს ქალების ადგილის წაშლას ავღანურ საზოგადოებაში,” – განაცხადა ავღანეთის საკითხზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა.
შეერთებულ შტატებში კი იმუქრებიან, რომ ასეთი ნაბიჯი “თალიბანისთვის შედეგებს მოიტანს”.
„თალიბანი ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი, სანამ ისინი პატივს არ სცემენ ყველას უფლებებს ავღანეთში“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადებაში.
მისი თქმით, ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, როცა მისი მოსახლეობის ნახევარს პროგრესის საშუალებას არ აძლევენ.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0