close
ეოგრაფია

ავსტრალიაში თითქმის ყველაფერი ,,შებრუნებულია”

1200px-Flag_of_Australia_(converted).svg

მოგეხსენებათ, ავსტრალია  მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, შესაბამისად იქ თითქმის ყველაფერი ,,შებრუნებულია”. ავსტრალიაში შუადღისას მზე ჩრდილოეთით არის და არა სამხრეთით, როგორც ეს ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებისთვის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ჩვენ სამხრეთისკენ გადავადგილდებით მზე ზურგს გაგვინათებს.

ავსტრალიელებს ცაზე არ შეუძლიათ იმ თანავარსკვლავედების დანახვა, რასაც ჩვენ ვხედავთ. მაგალითად, ავსტრალიელები ვერ ხედავენ დიდი დათვის, პატარა დათვის, ანდრომედას თანავარსკვლავედებს,  მაგრამ მათ ძალიან უყვართ სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი-სამხრეთის ჯვარი, რომელსაც ასევე ორიენტირებისთვის იყენებენ.  თანავარსკვლავედში შემავალი ვარსკვლავები ცაზე რომბის  ფორმას ქმნიან და სწორედ ამ თანავარსკვლავედის 5 ვარსკვლავი არის გამოსახული ავსტრალიის დროშაზე. ასევე სამხრეთის ჯვარი გამოსახულია ახალი ზელანდიის, პაპუა-ახალი გვინეის, ქოქოსის კუნძულების, სამოას, შობის კუნძულების დროშაზეც.

ავსტრალიაში სეზონებიც განსხვავებულია. აქ იანვარი ყველაზე ცხელი თვეა, რადგან ავსტრალიაში ზაფხული დეკემბერი, იანვარი, თებერვალი გრძელდება, ივლისი კი ყველაზე ცივი თვე, რადგან ზამთარი გრძელდება ივნისი, ივლისი, აგვისტო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი