close
კოლოგია

ავსტრალიაში აქლემების დახოცვის ოპერაცია დაიწყო

shutterstock_165912152

ავსტრალიის მთავრობამ აქლემების დახოცვის ხუთდღიანი ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობამ აქლემების დახოცვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ცხოველებზე სნაიპერები ნადირობენ. ასეთი რადიკალური ზომების მიზეზი კონტინენტზე უპრეცედენტო გვალვა გახდა, რის გამოც ცხოველები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან და წყლის და საკვების მარაგს საფრთხეს უქმნიან. ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრების გათვალისწინებით კი სიტყაცია უფრო სახიფათო ხდება. ოპერაციის პირველ დღეს 1 500 ცხოველი დახოცეს, ჯამში კი მთავრობა 10 000-მდე აქლემის მოკვლას გეგმავს.

აქლემები ავსტრალიაში ინვაზიური სახეობაა. პირველად ისინი კონტინენტზე მე-19 საუკუნეში ჩაიყვანეს და დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ველური აქლემების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტყის ხანძრებს ავსტრალიაში უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2