close
ანათლებააქართველო

აბიტურიენტები, რომლებიც 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ

be4d982e49aa25773b899bcc4519f148
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დღეს ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
ჩვენ 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს გავესაუბრეთ:
ნანუკა მუშკუდიანი:
– ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64,  ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55  ქულა ავიღე.
სიმართლე გითხრათ,  100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი.  ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.
mshoblebi
– როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისად კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.
მარი ღვინიაშვილი:

 დავამთავრე თბილისის 129-ე  საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზექართულში – 68, ზოგად უნარებში – 68, უცხო ენაში –

80, ისტორიაში კი – 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.

mshoblebi
 
– როგორ შეაფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?
– ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.

100-იანი გრანტით ჩაირიცხა “თავისუფალ უნივისრსიტეტში” ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე

ზუკა შაყულაშვილი, რომელიც კერძო სკოლა “ბრიტანიკის” კურსადამთავრებულია. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. ჩვენთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო შედეგებით. “მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი”.

mshoblebi
ნინო ქიტესაშვილი:
– თბილისის 166-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩავირიცხე ISET-ში. დაფინანსებას ველოდი, ვიცოდი, რომ ან 70-იანი გრანტი იქნებოდა ან 100-იანი. ბოლო დღეებში მივხვდი, რომ სრული დაფინანსება საკმაოდ რეალური და მოსალოდნელი იყო: ქართულში – 57, მათემატიკაში –  53,  ინგლისურში – 79 ქულა ავიღე გამოცდებზე.
წყარო :  mshoblebi.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი