close
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში სრულად ფუნქციონირებადი თმის ფოლიკულები შექმნეს

მეცნიერება ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თმის ცვენის შეჩერების შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც თმის უჯრედების ლაბორატორიაში წარმოქმნა განახორციელეს.
მკვლევარებმა გაზარდეს სრულად მომწიფებული ფოლიკულები, გრძელი ღეროებით და შეძლეს ფერის გაუმჯობესებაც კი, მედიკამენტის დამატებით, რომელიც აძლიერებს მელანინს, ბუნებრივ პიგმენტს.
ტექნიკა გულისხმობს პეტრის თასში, ლაბორატორიულ ჭურჭელში, კანის ორგანოიდების – ორგანოს პაწაწინა, მარტივი ვერსიების შექმნას.
ორი ტიპის ემბრიონის უჯრედების გამოყენებით, იაპონელი მეცნიერების გუნდმა შეძლო თმის ღერების შექმნა თითქმის 100 პროცენტიანი ეფექტურობით.
ორგანოიდები, 23 დღეში, წარმოქმნიან დაახლოებით 3 მმ სიგრძის სრულად მომწიფებულ ფოლიკულებს.
როდესაც ზრდა მოხდა, მკვლევარები დააკვირდნენ ფორმაციას და პიგმენტაციას.
”ეს მოდელი შესაძლოა ღირებული იყოს თმის ფოლიკულების ინდუქციის უკეთ გასაგებად, თმის პიგმენტაციისა და თმის ზრდის მედიკამენტების შესაფასებლად და თმის ფოლიკულების რეგენერაციისთვის”, – განაცხადა იაპონიის იოკოჰამას ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა ტაცუტო კაგეიამამ.
შედეგები შეიძლება ასევე შესაბამისი იყოს სხვა ორგანოების სისტემებთან და ხელი შეუწყოს იმის გაგებას, თუ როგორ ვითარდება ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესები.
მომავალი კვლევების მოლოდინში, გუნდი გეგმავს მათი ორგანოიდური კულტურის სისტემის ადამიანის უჯრედებთან ოპტიმიზაციას.
კვლევის დასკვნები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება:
fb-share-icon0