close
მედიცინა

ვირთხის ვირუსის შემთხვევებმა სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია

შეერთებულ შტატებში იშვიათი ვირთხის ვირუსით რვა ადამიანი დაინფიცირდა.

„სეულის ვირუსის“ სახელწოდებით ცნობილი დაავადება ჰემორაგიულ ცხელებასა და თირკმლის დაავადებას იწვევს.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი დიდი არაა, ვირთხის დაავადების აშშ-ში გამოვლინება შემაშფოთებელი ფაქტია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რვავე დაავადებულს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ ვირთხებთან. სეულის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

დაავადების სიმპტომებია : ცხელება, შემცივნება, გულისრევა, სხვადასხვა სახის ტკივილი და  კანის გაღიზიანება. თუმცა, სიმპტომები ყველა ინფიცირებულს არ აღენიშნება.

ვირუსის გადაცემა ველური ნორვეგიელი ვირთხებით ხდება. ის სხვა სახის ცხოველზე არ გადადის.

როგორც წესი, პაციენტები ინფიცირდებიან, როდესაც მათ კონტაქტი აქვთ დაინფიცირებული ორგანიზმის სითხეებთან, როგორიცაა სისხლი, ნერწყვი, შარდი. ვირუსი გადადის მღრნელების ნაკბენისგანაც.

ვირუსი ყველაზე ხშირად აზიაში იჩენს თავს.

ექსპერტები სეულის ვირუსის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ, რადგან ის მომაკვდინებელი ჰანტავირუსის მონათესავე დაავადება გახლავთ. ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

ჰანტავირუსების მრავალ ტიპს შეუძლია გამოიწვიოს ჰანტავირისული ფილტვისმიერი სინდრომი. ვირუსები გადააქვთ მღრნელებს, განსაკუთრებით ირმის თაგვს. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid