close
ედამიწას საინტერესოავლევებისოფლიო

ვინ იყვნენ საიდულოებით მოცული აღდგომის კუნძულის მცხოვრებლები?

აღდგომის კუნძულები მცხოვრელები

 აღდგომის კუნძულის მთებზე მდებარე მასიური ქვის ფიგურები იმ ამოუცნობი ადამიანების სიმბოლოა, რომლებიც ოდესღაც წყნარი ოკეანის შუაგულში ცხოვრობდნენ.
მეცნიერებმა მათ შესახებ ახალი გენეტიკური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ადამიანების გარშემო არსებული საიდუმლო.
როგორც მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, ძველი ჩონჩხის ნაშთებიდან აღებულმა დნმ-ის ანალიზმა გამორიცხა ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღდგომის კუნძულზე მცხოვრები ადამიანები სამხრეთ ამაერიკელებს კუნძულზე ევროპელების ჩამოსვლამდე, ანუ 1722 წლამდე, შეერწყნენ.
2014 წლის გენეტიკურმა შესწავლამ აჩვენა, რომ აღდგომის კუნძულის ხალხსა და სამხრეთი ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს შორის შეჯვარება დაახლოებით 1300-დან 1500 წლამდე მოხდა. ახალი კვლევა კი ასეთი შერწმის მტკიცებულებას არ შეიცავს.
ახალი კვლევა კი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის დასავლეთით 3,700 კილომეტრის და უახლოეს კუნძულამდე 1,750 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ, იზილირებულად ცხოვრობდნენ.
მეცნიერთა განცხადებით, ჟურნალ Current Biology- ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ აღდგომის კუნძული დასახლებული იყო პოლინეზიელებით, რომლებმაც ღია ოკეანე გადმოკვეთეს.
,,გავოცდით, როცა ამერიკელსა და უძველეს Rapa Nui-ებს შორის ვერავითარი შერევის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ,“ – აცხადებს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი.
Rapa Nui-ის ხალხმა ჩამოაყალიბა უნიკალური კულტურა, რომელიც კარგადაა ცნობილი 900 მონუმენტური თავ-ტორსის ქვის ქანდაკებით, რომლებიც აღდგომის კუნძულის ირგვლივაა აღმართული. ეს კულტურა 1200 წლიდან აყვავდა.
კვლევა არ გამორიცხავს, რომ აღდგომის კუნძულსა და სამხრეთ ამერიკას შორის გარკვეული კულტურული კონტაქტი არსებობდა. ,,თუმცა, თუ ეს სიმართლეა, ახალი მტკიცებულებების თანახმად, ეს იშვიათად ხდებოდა, ან გენეტიკური კვალი არ დაუტოვებია”, – აცხადებენ მეცნიერები.
სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგისტ ლარს ფრენენ-შმიტის თქმით, მტკიცებულებები, როგორიცაა – სამხრეთ ამერიკული საკვები ტკბილი კარტოფილი პოლინეზიაში, მიგვანიშნებს, რომ ევროპული კოლონიზაციის გავლენამდე ამერიკასა და პოლინეზიას შორის გარკვეული კულტურული გაცვლა მოხდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid