close
leibusi

 

 ამერიკაში არ მოიძებნება ბევრი ისეთი მეწარმე, რომელსაც გამბედაობა ეყოფა, თავი სტივ ჯობსსა და ,,Apple-ის” შეადაროს. ასეთი შეშლილის ნახვა მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი. სწორედ აქ იპოვით ლი ჯუნს, ჩინეთის ყველაზე ცნობილი სმარტფონების კომპანიის -,,Xiaomi-ის” დამფუძნებელს, ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილ მილიარდერს. თუ ლის დავუჯერებთ, სწორედ ის არის შემდეგი სტივ ჯობსი.

პეკინში დაფუძნებული ,,Xiaomi-ი” ყიდის Androidსმარტფონებს, სახელწოდებით ,,MI-One-ს”. ეს არის მაღალი სიმძლავრის ტელეფონი, რომელიც Qualcomm-ის ორმაგ პროცესორზე მუშაობს. ამასთან, მისი ფასი ბევრად დაბალია იმავე პარამეტრების მქონე სხვა ჩინურ ტელეფონებთან შედარებით. სიმძლავრისა და მისაღები ფასის ამგვარმა კომბინაციამ ჩინელი მომხმარებლის დიდი ყურადღება დაიმსახურა: ტელეფონი გასული წლის შემოდგომიდან იყიდება და პირველი 34 საათის განმავლობაში ,,Xiaomi-მ” 300 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში კომპანიამ უკვე 3 მილიონზე მეტი ,,MI-One-ი” გაყიდა და ეს მაჩვენებელი იზრდება. ტელეფონი ძალიან პოპულარულია. გამაოგნებლად პოპულარული.  ,,Apple-ვით” პოპულარული.

43 წლის ინვესტორი და სერიული მეწარმე, ლი, ,,Xiaomi-ის” სახეა. ჯობსის მსგავსად, მასაც ძალიან ერთგული გულშემატკივრები ჰყავს – ძირითადად გაჯეტებზე შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცები. კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა გულშემატკივრების წლიურ თავყრილობას და რეგულარულად ატარებს მომხარებლების შეკრებებს, რომლებსაც რელიგიური რიტუალის ელფერი დაჰკრავს- აქ მიმდევრები მღერიან, ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ და თამაშებს აწყობენ. ჩინეთში ლის 4 მილიონზე მეტი მიკრობლოგის მიმდევარი ჰყავს და ამიტომ, იგი დიდ დროს უთმობს MiTalk-ს, ,,Xiaomi-ის” საკომუნიკაციო საიტს, რათა მომხმარებლის გამოხმაურებებს გაეცნოს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid