close

 თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტენციკლოპედიავიკიპედიაზეწვდომა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

„თურქეთის ნომერ 5651 კანონის შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ wikipedia.org-თან მიმართებით ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება“, – ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის მიზეზი ჯერ უცნობია.

თურქეთში ნომერ 5651 კანონი წარმოადგენს „ინტერნეტ-მაუწყებლობისა და ინტერნეტ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონს. მას არაერთხელ აკრიტიკებდა თურქეთის ოპოზიცია, ვინაიდან, მათი აზრით, ის არა მარტო არღვევს სიტყვის თავისუფლებას, არამედ სერიოზულადაც ზღუდავს მოქალაქეების ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.

 

წყარო: Reuters.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid