close
მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

„The Guardian-ის“ ცნობით, ბორის აკუნინი და ქეთი მელუა ყველაზე ცნობილი ქართველები არიან

გამოცემა „The Guardian-ი“ ამჯერად პოსტსაბჭოური ქვეყნების ძირითადი მახასიათებლების შესახებ უამბობს მკითხველს.  სტატიაში, დანარჩენ 14 ქვეყანასთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოსა და მასში მიმდინარე პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებზეც არის ყურადღება გამახვილებული.

წყარო 2012 წლის მონაცემებზე დაყრდობით იუწყება, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 1965$-ია, ხოლო ყველაზე ცნობილ ქართველებს შორის დასახელებულია – ბორის აკუნინი და  ქეთი მელუა. შეგახსენებთ, რომ ბორის აკუნინი, იგივე გრიგორ ჩხარტიშვილი – რუსეთში მოღვაწე ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და იაპონისტი, ხოლო ქეთი მელუა ბრიტანეთში მოღვაწე ქართელი მომღერალი გახლავთ.

წყარო საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშნელოვან მოვლენას შეეხო,  აღნიშნულია, რომ საქართველოს საკმაოდ მღელვარე პოსტსაბჭოური გამოცდილება აქვს და, რბილად რომ ვთქვათ, ეს განპირობებულია აფხაზეთსა თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტული დაპირისპირებებითა და სამოქალაქო ომით, რომელმაც თბილისი, ფაქტობრივად, ნანგრევებად აქცია – „კორუფციამ და არასწორმა მართვამ ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობამდე მიიყვანა, სანამ 2003 წელს, ყოფილი იუსტიციის მინისტრის  – მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოხდა ვარდების რევოლუცია, 2004 წელს კი სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს და მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უპირველეს მიზნად  ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება დაისახა”.

ბოლოდროინდელ მოვლენებს შორის  სტატია რუსეთთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობას უსვამს ხაზს, აღნიშნულია, რომ ,,2006 წელს რუსეთმა აკრძალა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, ორმხრივმა დაძაბულობამ კი 2008 წლის ზაფხულში პიკს მიაღწია და ხუთღიანი ომი გამოიწვია, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა კუთვნილი ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთში”.  ხოლო შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ნათქვამია, რომ 2013 წლის საკონსტიტუცია ცვლილებებმა შეამცირა საპრეზიდენტო უფლებამოსილება და მეტი ავტორიტეტი პარლამენტს მიანიჭა. ამასთანავე, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველომ გააგრძელა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რამაც გაამყარა ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები სრულუფლებიანი წევრობისაკენ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid