close
56385c24868444efb8441706a99ebffa

 მსოფლიოში ყავახანების ერთერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ბრუნვის მქონე ბრენდი – ,,Starbucks-ი” – საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში შემოდის.

კომპანიის მიერ თბილისით დაინტერესებას თბილისის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიასთან უკვე შეთანხმებულია. მათი განცხადებით, ,,Starbucks-ს” ქარხნის აშენება კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან არსებულ ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი.

არქიტექტურის სამსახურის თქმით, საპროექტო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც მალე გაიცემა.

არსებული ინფორმაციით, ,,Starbucks-ის” პირველი ყავახანა თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან მდებარე ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე მშენებარე ,,გალერეა თბილისში” გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ თავად ,,გალერეა თბილისის” გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid