close
ეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკა

რობოტები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ

სამხრეთ კორეაში მდებარე სათხილამურო კურორტ ველი ჰილში რობოტების შეჯიბრი – Ski Robot Challenge-ი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა ზომისა და ფორმის რობოტების რვა გუნდი მონაწილეობდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის, ინსტიტუტისა და კერძო კომპანიის რობოტები გამარჯვებისა და ფულადი პრემიისთვის 10,000 აშშ დოლარისთვის ,,იბრძოდნენ”.

კონკურსის მონაწილეებს გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ: სიმაღლეში – 50 სმ-ზე მეტი უნდა ყოფილიყვნენ, ,,ორივე ფეხი” უნდა ჰქონოდათ მუხლებისა და კოჭების მსგავსი სახსრებით, უნდა ჰქონოდათ დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა და, რასაკვირველია, თხილამურების გამოყენება უნდა შესძლებოდათ.

რობოტები აღჭურვილი იყვნენ კამერის სენსორებით, რათა ბილიკზე ლურჯი და წითელი დროშების აღმოჩენა შესძლებოდათ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ ოლიმპიური თამაშების დროს სამხრეთ კორეის რობოტული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მოახდინეს.

,,მე ვფიქრობ, რომ მომავალში რობოტები ექნებათ საკუთარი ზამთრის ოლიმპიური  თამაშები”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid