close
სამართალი

რა ზიანი მოაქვთ „აგენტ“ თოჯინებს და რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა მათ წინააღმდეგ?

  გერმანული „ვოჩდოგი“(მეთვალყურე) მშობლებს მოუწოდებს გაანადგურონ მოლაპარაკე თოჯინა ,,Cayla”, ვინაიდან მან შესაძლოა ოჯაში შეგზავნილი „აგენტის“ როლი შეასრულოს.  

ფედერალური ქსელის სააგენტო (Federal Network Agency) აცხადებს, რომ ჰაკერებს შეუძლიათ ამ სმარტ თოჯინაში ჩამონტაჟებული ბლუთუზის სისტემის საშუალებით მოუსმინონ და ესაუბრონ თოჯინასთან მოთამაშე ბავშვს და ამ გზით პერსონალური მონაცემები მოიპოვონ.

თუმცა, ბრიტანეთის საცალო სათამაშოების ასოციაცია აცხადებს, რომ ,,Cayla”  განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს და შეშფოთებოს საფუძველიც არ არსებობს.

,,Vivid Toy ჯგუფი”, რომელიც My Friend Cayla-ს დისტრიბუტორია, აცხადებს, რომ კომპანია ინფორმაციას მხედველობაში მიიღებს და თოჯინაში გამოყენებულ ამ აპლიკაციას გააუმჯობესებს.

თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ პრობლემა გამოვლენილი არაა.

თოჯინა Cayla მომხმარებლის კითხვაზე ინტერნეტის საშუალებით პასუხობს. მაგალითად, როცა თოჯინას ეკითხებიან : „რა ჰქვია პატარა ცხენს?“ ,  ის პასუხობს –  „მას ჰქვია კვიცი.“

Cayla-ს პროგრამაში დაუცველობის პრობლემა 2015 წელს აღმოაჩინეს. აშშ-ისა და ევროკავშირის მომხმარებელთა ჯგუფებმა შესაბამის ორგანოებში საჩივრები უკვე შეიტანეს.

ევროკომისარი სამართლიანობის, მომხმარებელთა და  გენდერული თანასწორობის საკითხებში ვერა ჟუროვა პრესასთან საუბარში  აცხადებს, რომ ის შეშოთებულია თოჯინებისა და ბავშვების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობასთან კავშირის გამო.

ევროკომისია აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, არღვევენ თუ არა სმარტ თოჯინები ევროკავშირის მონაცემთა დაცვის გარანტიებს.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, სათვალთვალო მოწყობილობის გაყიდვა, ან მოხმარება უკანონოა. კანონის დარღვევის შემთხვევაში პირს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid