close
კვლევებიმედიცინა

ექიმებს მოუწოდებენ, ყურის ინფექციების დროს ანტიბიოტიკები ,,პარაცეტამოლით” ჩაანაცვლონ

ექიმებს მოუწოდებენ, ყურის ინფექციების დროს ანტიბიოტიკების დანიშვნისგან თავი შეიკავონ და ისინი ,,კალპოლით” ან ,,ნუროფენით” ჩაანაცვლონ.

აღნიშნული ინიციატივით ორგანიზაცია Nice-ი გამოვიდა იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ანტიბიოტიკები თანდათან კარგავენ ძალას და იძენენ რეზისტენსობას სხვადასხვა დაავედების მიმართ.

ახლახან გამოქვეყნებულ გაიდლაინში Nice-ი მოუწოდებს ექიმებს, რომ ყურის ინფექციების დროს ბავშვებს ,,პარაცეტამოლი” ან ,,იბუპროფენი” მისცენ. ეს მოიცავს კალპოლსა და მსგავს მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს ან თხევადი ფორმის იბუპროფენს. Nice-ი ამტკიცებს, რომ ყურის ინფექციების უმრავლესობა ერთ ან ორ დღეში თავისთავად ლაგდება.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 60 პროცენტს 24 საათში ტკივილი ანტიბიოტიკების მიღების გარეშე უმცირდებოდა. თუმცა ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ იმ ბავშვებმა, რომლებსაც უფრო სერიოზული ინფექციის სიმპტომები აქვთ, მედიკამენტები უნდა მიიღონ.

სტატისტიკის თანახმად, ოთხიდან ერთ ბავშვს ათი წლის ასაკამდე ერთხელ მაინც ემართება შუა ყურის ინფექცია. ყველაზე ხშირი კი ეს 15-18 თვის ასაკშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ანტიბიოტიკების რეზისტენტობა ,,გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაა”.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response