close
კვლევებიმედიცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო დააპაუზეს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაღმდეგო კანდიდატ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა – ENSEMBLE – ერთ-ერთი მოხალისის აუხსნელი ავადმყოფობის გამო დააპაუზა.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ აუხსნელ დაავადებაზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, რომ კლინიკური ცდების ერთ-ერთი ეტაპი იმის გარკვევაა, იწვევს თუ არა ვაქცინა საშიშ გვერდით ეფექტებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში კი ცდები ჩერდება და ექიმები არკვევენ, ავადმყოფობა ვაქცინასთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ დამთხვევაა.

„დაპაუზება კლინიკური ცდების პროტოკოლის სტანდარტული კომპონენტია. ჩვენ ამ პაციენტის ავადმყოფობის შესახებ მეტს ვსწავლობთ,“- აცხადებენ კომპანია Johnson & Johnson-ში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. სექტემბერში, მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო, ცდები ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-ც შეაჩერა.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0