close
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

მარსზე მოგზაურობა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ფიქრობდნენ

 ,,ნასა“ მარსზე ასტრონავტების გაგზავნას 15-20 წელიწადში აპირებს. ჩინეთი აცხადებს, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანების გაგზავნას 2020-2030 წლებისთვის გეგმავს. „მარსზე“ ფეხის დადგმაზე თვალი რუსეთსაც უჭირავს.

SpaceX-ის დამაარსებელმა – ელონ მასკმა შარშან ილონ მარსის კოლონიზაციის პროგრამა წარადგინა. 2018 წლისთვის, როდესაც მარსი დედამიწას 57,6 მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდება, მასკის კომპანია იქ უპილოტო ზონდის გაგზავნას აპირებს. მგზავრების გაგზავნას კი მარსზე კომპანია 2022 წლისთვის გეგმავს.

 მაგრამ თუ თაგვებში რადიაციული ზემოქმედების კვლევას ადამიანებთანაც აქვს საერთო, მარსი შესაძლოა ბევრად უფრო საშიში იყოს, ვიდრე მოსალოდნელია.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ძირეული პრობლემაა კოსმოსური სხივები.

 

კოსმოსური სხივების საფრთხე

კოსმოსური სხივები მაღალ ენერგეტიკული ატომური და სუბატომიური ნაწილაკებია, რომლებიც წარმოიქმნებიან ფეთქებადი არსკვლავებისგან, შავი ხვრელებისგან და სივრცის სხვა ძლიერი წყაროებისგან.

ამ სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ის დაზიანება, გაზარდოს კიბოს რისკი, გამოიწვიოს  კატარაქტები,  ნერვული სისტემის დაზიანება და სისხლის მიმოქცევის და სხვა ჯანრთელობის პრობლემები ასტრონავებში.

მკვლევარებმა იციან, რომ ასტრონავტები ბევრად უფრო მაღალი რადიაციულ დასხივებას განიცდიან, ვიდრე ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე იმყოფებიან, ვინაიდან პლანეტის ატმოსფერო დიდი რაოდენობით მავნე ენერგიას შეიწოვს.

დედამიწის მაგნიტური ველი კოსმოსის რადიაციას მიმართულებას უცვლის, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს იცავს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ გზა მარსისკენ არის „გახსნილი სეზონი კოსმოსური სხივებისთვის“.

ჯანდაცვის მეცნიერი ამ პრობლემის შესწავლა თაგვებზე სცადეს.

რატომაა ღრმა კოსმოსში მოგზაურობა უფრო საშიში, ვიდრე მოსალოდნელი იყო?

როდესაც უჯრედი კოსმოსურ დასხივებას განიცდის, ის არა მხოლოდ თავად განიცდის ცვლილებას, არამედ ახლო მდებარე უჯრედების კიბოდ მუტირებაც ხდება.

წინა კვლევებში ეს დომინოს ეფექტი აღმოჩენილი არ იყო.

მიუხედავად ამ შემაშფოთებელი დასკვნისა, მეცნიერები  მიიჩნევენ, რომ მარსზე მისია დაწყებამდე არ უნდა შეჩერდეს. ამიტომ ისინი არსებული პრობლემისგან გამოსავალ გზებს ეძებენ.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response