close

  ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფინანსური პლატფორმა “Optio Al-ი” “სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება მსოფლიოს რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზეც, მათ შორისაა  -ბერლინში გამართული “Fincluders Startup Challenge-ი“, სადაც გუნდმა სპეციალური პრიზი, ,,Most promising startup from EFSE region-ი” დაიმსახურა. პლატფორმის შესახებ მის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – შოთა გიორგობიანს გავესაუბრეთ.

„Optio Al-ის“ პლატფორმა ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების საკმაოდ მარტივ, ეფექტურ და სახალისო გადაწყვეტას გთავაზობს.  უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ „Optio AI-ი“ ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის ე.წ. ჩეთბოტი, რომელსაც ესაუბრებით, როგორც, მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს და ვებაპლიკაცია, სადაც თქვენი ფინანსების უფრო დეტალური და სიღრმისეული ანალიზის საშუალება გეძლევათ.

მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, „Optio Al-ი“ უკავშირდება საბანკო ანგარიშებს და იღებს ისტორიულ ინფორმაციას  ტრანზაქციების შესახებ, რის საფუძველზეც იქმნება მომხმარებლის „ფინანსური პროფილი“, რაც გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თანხას ხარჯავთ ყოველთვიურად თუნდაც სურსათში, რომელ მაღაზიებსა და კაფეებში, რაში  ხარჯავთ ყველაზე მეტს და ა.შ., ამ ყველაფრის საფუძველზე კი, როგორც შოთა აღნიშნავს, პლატფორმა სამომავლო ტრანზაქციების შესახებაც გაწვდით ინფორმაციას „ეტაპობრივად, რაც უფრო მეტს ვიგებთ თქვენს შესახებ, ვიწყებთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა – თქვენი სავარაუდო ხარჯები მომავალ კვირას, მომავალ თვეს და ა.შ. პარალელურად, გეხმარებით ფინანსური მიზნების დადეგმვასა და მიღწევაში“.

აღნიშნული პლატფორმის შექმნის იდეა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა, როდესაც მეგობრებმა, რომლებიც ამჟამად ,,Optio Al-ის“ გუნდს ქმნიან, ფინანსების მართვის მეთოდოლოგიებზე დაკვირვებით,  გადაწყვიტეს, შეექმნათ ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს გამოადგებოდა პირადი ფინანსების სამართავად, „თავდაპირველად, გადავწყვიტეთ, დასავლური ანალოგების შესაბამისი ქართული პროდუქტი შეგვექმნა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ბაზრის ზომიდან გამომდინარე უბრალოდ ქართულენოვანი ასლის შექმნას დიდი აზრი არ ჰქონდა, შესაბამისად, ამჟამინდელი პროდუქტი გლობალურ ბაზარზეა გათვლილი და არა მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან პირადი ფინანსების მართვის პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც“.

დღეისათვის „Optio AI-ი“ შიდადახურულ ტესტირებას გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ტესტირებაში ჩაერთვება, მათგან მიღებული ინფორმაცია და შენიშვნები  კი იქნება ზუსტად ის ინდიკატორი, რომელიც გუნდს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევასა და პროდუქტის სრულყოფაში. გუნდი ასევე აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა მათი მხრიდან მიიღოს ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა და სწორად შეარჩიოს ის ქვეყნები,, სადაც პროდუქტის განვითარება ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response