close
სტორიააქართველო

მუშტაიდის ბაღის დაარსების ისტორია

მუშტაიდი

ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რატომ ჰქვია თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკს მუშტაიდი და რა ისტორია უკავშირდება მას.

როგორც ირკვევა, პარკი ადრე ძალიან მოვლილი იყო და ქალაქის კულტურტრეგერულ ფუნქციასაც ასრულებდა – აქ იყო სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი, კაფე, სანაყინე და ა.შ.
ისტორია კი ასე იწყება –  მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ამ ტერიტორიაზე ბაღის აშენება გადაწყვიტა. იგი ირანის აზერბაიჯანში  (თავრიზი) შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან ჩამოყალიბდა ბაღის სახელიც – მუშტაიდი.
ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ.

ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა.

საფლავის ირგვლივ რგავდა უამრავ ვარდს, ყვავილს, ბუჩქსა და ხე-მცენარეს. სწორედ ასე დაიწყო ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გამოიყვანა.

1845 წელს იგი შაჰმა შეიწყალა და თავრიზში დაბრუნდა. ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. პირველი საჰაერო ბურთი ამიერკავკასიაში სწორედ აქედან აუშვეს.

მუშტაიდის ბაღში ათეულ ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარეა გაშენებული (გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი ბუჩქი და ყვავილი).

1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ამჟამად ბაღი განახლების სტადიაშია, მალე აქ ახალი ატრაქციონები გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი, სამუდამოდ შერჩა დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid