close
საქართველოფოტო

,,მწყემსების გზა” – რუსი ფოტოგრაფის თვალით დანახული თუშეთი

   უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ თუშები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მეცხვარეობის კულტურით და ყოველთვის წარმატებლი იყო თუშური ყველისა და მაღალი ხარისხის მატყლის ექსპორტი ევროპასა და რუსეთში.     დღევდანდელ დღესაც  სწორედ მეცხვარეობა წარმოადგენს მაღალმთიანი თუშეთის ეკონომიკის წამყვან დარგს და ადგილობრივი მეცხვარეები ყოველი წლის ზაფხულის თვეებს თუშეთის მაღალმთიან რაიონებში ატარებენ, თუმცა მათ ძირითად საცხოვრებელს შედარებით ბარის სოფლები – ზემო და ქვემო ალვანი წარმოადგენს. ადგილობრივი სილამაზე კი მრავალი უცხოელის შთაგონების წყარო გამხდარა, ერთ-ერთი ასეთია წარმოშობით რუსი ფოტოგრაფი, დიმიტრი გომბერგი.

დიმიტრის თქმით, ის საბჭოთა კავშირში დაიბადა და არცაა გასაკვირი, რომ კავკასია მისთვის ნამდვილი სამოთხეა. მისი დაინტერესება კონკრეტულად ჩვენი ქვეყნით მოხდა მას შემდეგ, რაც  ნიუ-იორკში შეხვდა რამდენიმე ქართველს. გომბერგს არც ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის სიტყვები დავიწყნია საქართველოზე ,,თუკი ვინმე გადაწყვეტს საქართველო აღწეროს ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი პასუხი,  რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა იქნება”  და საქართველოს ესტუმრა.

გომბერგმა ქართველ გიდთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და განსაკუთრებით თუშური კულტურით მოხიბლულა,  ,,ნამდვილი ბედნიერება იყო იქაური ბუნება, ქარი, ვარსკვლავები და ცხენები. ეს ყველაფერი უკვე ოცნებად მექცა,”-ასე შეაფასა მან თავისი მოგზაურობა.

თუში მეცხვარეების ცხოვრების წესი გაზიარებამ და ამ ყველაფრის ფოტოკამერით აღბეჭდვამ, გომბერგის თქმით, მას ორი რამ ასწავლა, პირველი –  ის, რომ ფოტოგრაფია ძალიან მარტივია, მთავარია ცნობისმოყვარეობა, ტექნიკური უნარები და იღბალი. მეორე კი, ის რომ ადამიანებს სურათების უფრო სჯერათ ვიდრე სიტყვების, ,,მე ჩემს სურათებში ვცდილობ, ვაჩვენო რეალობა და ჩემი ოცნებები. ვფიქრობ, ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ფოტოგრაფია მეტია, ვიდრე უბრალოდ რეალობის ამსახველი ობიექტური საბუთი. ვიმედოვნებ, ეს ფოტოები  დაგეხმარებათ ჩაწვდეთ  ჩემს ჩანაფიქრს”.

,,დოქტრინა” გთავაზობთ გომბერგის ფოტოარქივს – ,,მწყემსების გზა“:

 

 

 

 

 

წყარო: lensculture.com

 მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response