close
აქართველოოციოლოგია

კვლევის შედეგებით, საქართველოში ახალგაზრდების 85%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია

joint

ფრიდრიხ ებერტის ფონდმა  საქართველოში  კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდების 85%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად მოიხმარს მას.

აღნიშნულ 8%-ში მამაკაცები დომინირებენ (14%).

მარიხუანას მოწევის წილი იზრდება ასაკთან ერთად 5%-დან 9%-მდე. ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით,  ახალგაზრდები, რომლებიც იშვიათად ეწევიან მარიხუანას, მიეკუთვნებიან მაღალ სოციალურ ფენას (16%) და ცხოვრობენ თბილისში (15%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა  – ,,თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016- საქართველო”   მოიცავს საქართველოს ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს და  გამოკითხულები არიან 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ.

კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.

 

 მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა