close
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში მოგზაურობა ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად მოქმედებს

ადამიანის ორგანიზმზე ნულოვანი სიმძიმის ეფექტი გარდაუვალია, მიუხედავად სქესისა, თუმცა კოსმოსური ფრენის მიმართ ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაგირების თვალსაზრისით „ნასამ“ ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა აღმოაჩინა.

2013 წლის ივნისში ,,ნასამ“ ,,ეროვნულ კოსმოსურ ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტთან” (NSBRI) ერთად  ქალებსა და მამაკაცებზე კოსმოსის მიერ გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა, იმუნოლოგიური, სენსორმოტორული, კუნთოვანი, რეპროდუქციული და ქცევითი ეფექტების შესწავლის შემდეგ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 477 მამაკაცისა და 57 ქალის მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ კოსმოსში მოგზაურობის შედეგად მამაკაცებს მხედველობის საგრძნობლად გაუარესება აღენიშნებათ, ქალებს კი – არა. მამაკაცებს ნაკლები იმუნური რეაქცია აქვთ, ქალებს – შედარებით უფრო დიდი. იმავე კვლევის თანახმად, კოსმოსის ზემოქმედების შედეგად მამაკაცებს ასაკში ყურთასმენის დაქვეითება აღენიშნებათ, განსაკუთრებით – მარცხენა ყურში, ხოლო ქალებს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ყურში ყურთასმენის დაქვეითება ნაკლებად აღენიშნებათ.  ასევე, მამაკაცებს ჩვეულებრივ თირკმლებში ქვები უგროვდებათ, ქალები კი რადიაციისგან გამოწვეული კიბოს მიმართ მგრძობიარენი ხდებიან. მამაკაცებს დგომის დროს თავბრუსხვევის მიმართ ნაკლები მგრძნობელობა ახასიათებთ, ქალებს – მეტი, მამაკაცებისთვის საშარდე ტრაქტის ინფექციები ნაკლებად დამახასიათებელია, ქალებისთვის – უფრო მეტად.

 

წყარო: businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld