close
ედამიწა

,,ჯოჯოხეთის კარიბჭე” – ბუნებრივი აირის კრატერი უდაბნოში 40 წელზე მეტია იწვის

krater

,,ჯოჯოხეთის კარიბჭე” არის ბუნებრივი აირით გაჯერებული ტერიტორია თურქმენეთში, რომელიც 1971 წელს მიწისქვეშ ჩაინგრა და ბუნებრივი აირის კრატერად იქცა. კრატერის დიამეტრი 69 მ-ია, სიღრმე კი 30 მეტრს აღწევს.

თავდაპირველად, როდესაც საბჭოთა კავშირის ინჟინრებმა ეს ადგილი აღმოაჩინეს, ის ნავთობის საბადოდ მიიჩნიეს,  ადგილზე დაიწყო საბურღი ოპერაციები, რათა შეეფასებინათ აქ არსებული ნავთობის მარაგი. ადგილზე ნავთობის ნაცვლად, მათ აირი დახვდათ, ტერიტორიის მონაკვეთი კი ჩაინგრა და ბანაკიც მასში ჩაიშალა.

ინჟინრებმა, მომწამლავი აირების მეზობელ ქალაქებში გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს, რომ აირისთვის ცეცხლი მოეკიდებინათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ აირი რამდენიმე კვირაში ამოიწურებოდა, თუმცა აქ ცეცხლი უკვე ოთხი ათწლეულია არ განელებულა.

2010 წლის აპრილში თურქმენეთის პრეზიდენტი ესტუმრა ,,ჯოჯოხეთის კარიბჭეს” და გადაწყვიტა, რომ ღრმული უნდა დაიხუროს, ან შესაბამისი ზომები იქნას მიღებული ბუნებრივი აირისგან თავის დასაცავად.  თურქმენეთი გეგმავს ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას უცხო ქვეყნებში, როგორებიცაა – პაკისტანი, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და სხვა.

 

წყარო: www.thevintagenews.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid