close
დედამიწაეკოლოგიამსოფლიოპოლიტიკა

დამდნარი პოლარული ყინულისგან დამზადებული ლუდი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

 ბრიტანულმა კრაფტ-ლუდსახარშმა დამდნარი პოლარული ყინულის საფარისგან ლუდი დაამზადა.

შემქმნელები აცხადებენ, რომ ლუდი ,,Make Earth Great Again-ი“ (კვლავ გააძლიერე დედამიწა) გახლავთ თეთრი სახლის მიმართ გაკეთებული გზავნილი კლიმატის ცვლილებისადმი ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულების გამო.

ლუდის რეალიზაციიდან მიღებული მოგება საქველმოქმედო ფონდ 10:10-ში გადაირიცხება, რომელიც კლიმატის ცვლილებზე ორიენტირებულ პროექტებს უჭერს მხარს. 

,,BrewDog-ის“ ინფორმაციით, იდეა აშშ-ის მიერ პარიზის კონტრაქტიდან გამიჯვნის შემდეგ გაჩნდა, რომელსაც 200-მდე ქვეყანამ მოაწერა ხელი და რომლის მიზანი  წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგისა და სხვა ემისიების შემცირებაა.

კრაფტ-ლუდსახარშის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლუდი დამდნარი პოლარული ყინულის საფარისა და და არქტიკული მაყვლის მსგავსი კენკროვანი ხილისგანაა დამზადებული.

ბოთლზე ახატია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსი ანიმაციური რობოტი, რომელიც  პოლარულ დათვს ებრძვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid