close
სოფლიოაქართველოურიზმი

„Concrete and kitsch-ის“ მიხედვით, საქართველო – როგორც 2018 წლის ყველაზე იაფი ტურისტული დანიშნულება

საქართველო ტურიზმი

,,ალბათ, ყველას გსმენიათ საქართველოში არსებული უძველესი ღვინის კულტურისა და თბილისთან ახლოსვე მდებარე უზარმაზარი მომხიბვლელი ვენახების შესახებ, ტურისტული კომპანიები უძველეს მონასტრებსა და მღვიმეებს გაგაცნობენ, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამდენად მცირე თანხებთან არის ამ მომხიბვლელ ქვეყანაში მოგზაურობა” – ასე აცნობს „Concrete and Kitsch-ის“პოპულარული გამოცემა საქართველოს საკუთარ მკითხველს და 2018 წელს აქ მოგზაურობის ოთხ უმთავრეს მიზეზს უზიარებს.
1. მოლაშქრეთა სამოთხე, რომელიც ალპებს არაფრით ჩამორჩება.
სვანეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა საქართველოში მოგზაურობის დროს. აქაურობა დღითი დღე უფრო მეტად იზიდავს უცხოელ მოგზაურებს. ხალხი, რომელიც არასდროს დაჩოქებია საბჭოთა კავშირის რეჟიმს, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება ერთი სოფლიდან მეორეში მოხეტიალე უცხოელ ტურისტებს.

2. ტრადიციული კერძები და ჯანსაღი პროდუქტი.
როგორც წესი, ვეგეტარიანელების განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან არც ისე ბევრ კულტურას აქვს მათ რაციონზე მორგებული სამზარეულო, მაგრამ მათ საქართველოში შიმშილი ნამდვილად არ ემუქრებათ, მიუხედავად იმისა რომ აქაური კერძები ტრადიცულად ხორცისგან მზადდება, ქვეყანას ძალიან მდიდარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა აქვს, შესაბამისად, სუფთა და ჯანსაღი საკვები ყოველთვის ამშვენებს ქართულ სუფრას.

3. საბჭოთა კავშირის დროინდელი არქიტექტურული ძეგლები
საქართველო, რომელსაც ყველა გელათისა და სვეტიცხოვლის სამონასტრო კომპლექსებით იცნობს, ასევე საბჭოთა კავშირის მოდერნისტული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებსაც ფლობს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია ,,Broutal Tours-ი” აცნობს დამთვალიერებელს.
4.შავი ზღვის სანაპირო საუკეთესოა მზის მოყვარულებისთვის.
შავი ზღვის სანაპირო ოდესღაც ქართული ელიტის პრივილეგიას წარმოადგენდა, მაგრამ დღეს D-ვიტამინის მაძიებელთათვის ყოველწლიურად საყვარელ ადგილს წარმოადგენს, ადგილობრივი ფასები ხორვატიისა და იტალიასთან შედარებით გაცილებით დაბალია და, მიუხედავად იმისა, რომ აქაურობას გაცილებით ნაკლები ტურისტი სტუმრობს, გულისხმიერი სტუმართმოყვარეობით, ხელმისაწვდომი სამზარეულოთი და ალკოჰოლური სასმელებით უახლოეს მომავალში ბათუმი კიდევ უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს.

წყარო: concreteandkitsch.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid