close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა ფრინველების ფერმებისთვის სპეციალური ნათურა გამოიგონეს

მეცნიერებმა ფრინველების ფერმებისთვისახალი ენერგო ეფექტური განათების სისტემა შექმნეს, რომელიც სპეციალურად ქათმის თვალის ბადურაზეა მორგებული.

შემქმნელების მტკიცებით, მათი გამოგონება ქათმებს ამშვიდებს და გაცილებით „ბედნიერს“ ხდის.

ბევრი ფერმერი ფერმებში ვარვარა ნათურებს იყენებს, რომელიც ადამიანის თვალზეა გათვლილი. ფერმებში ოპტიმალური განათების მიღწევა რთულია – ზედმეტი სინათლე ფრინველებში სტრესს იწვევს, ხოლო სიბნელეში ისინი კვერცხებს სპეციალური ბუდის ნაცვლად ხშირად იატაკზე დებენ, რაც მათ შეგროვებას ართულებს.

კომპანია Greengage Lighting-ის წარმომადგენელი ჯონ მაჩემის განცხადებით, ტრადიციული განათება ადამიანის მხედველობაზეა გათვლილი და არა ფრინველისაზე, რომელიც ადამიანზე ორჯერ უკეთ ხედავს.

კომპანიამ AgriLamp Induction System-ის შექმნას რამდენიმე წელი მოანდომა. ALIS-ის სისტემა იყენებს 60 პროცენტით ნაკლებ ენერგიას,   სოფლის მეურნეობის განათების გავრცელებულ ფორმებთან შედარებით. დაპატენტებული სისტემა წყლის მიმართ მდგრადია. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ LED ნათურა სულ ცოტა 60,000 საათს ძლებს და ყველა სხვა ტრადიციულ ნათურასთან შედარებით გაცილებით ენერგოეფექტურია. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  LED ნათურა შედარებით ძვირია, გარკვეული დროის შემდეგ გაკეთებული დანაზოგი გაცილებით აჭარბებს თავიდან გადახდილ ზედმეტ თანხას.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

იაპონელი მეცნიერების მიერ შექმნილი მინა, რომლის გატეხვაც თითქმის შეუძლებალია

ახალი მასალა ისეთი თხელია, რამდენადაც მაგარი და დამზადებულია ალუმინისგან, ალუმინიუმის ოქსიდისგან.

თუ წარმატებულად მოხდება მისი კომერციალიზაცია, ის გაზრდის შენობების და მანქანის ფანჯრების, ასევე სმარტფონების დისპლეის გამძლეობას. ტოკიოს უნივერსიტეტისა და იაპონიის სინქროტრონული რადიაციის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა გამოქვეყნა დასკვნები ჟურნალ Scientific Reports-ში.

მასალა  მიეკუთვნება კატეგორიას, ცნობილს, როგორც oxide glasses, რომელიც ძირითადად შეიცავს სილიკონის დიოქსიდს, მაგრამ მისი სიძლიერე იზრდება ალუმინის დახმარებით.

თუმცა, ალუმინის მეშვეობით გამძლეობის გაზრდის მცდელობა წარსულში ჩაიშალა.

აცუბო მასუნომ ტოკიოს უნივერსიტეტის სამრეწველო მეცნიერებების ინსტიტუტიდან და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს აირადი ჟანგბადი, რათა ინგრედიენტები შეეტანათ ჰაერში და შემდეგ ლაზერით მოეხდინათ მათი დადნობა.

მიღებული მინა უფერო,  გამჭვირვალე და ძალიან მაგარია.

„ჩვენ მოკლედ გამოვაქვეყნებთ ახალი მასალის მასობრივი წარმოების გზას,“ განაცხადა მასუნომ გაზეთ Asahi Shinbun-თან საუბრისას. „ჩვენ ველოდებით ახალი ტექნიკის კომერციალიზაციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.“

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილება: ბეკონი, ბურგერი და ძეხვეული კიბოს იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს : ბეკონი, ბურგერი და ძეხვეული კიბოს იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბეკონი, ბურგერი და ძეხვეული ისეთივე სართხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, როგორც სიგარეტი და მნშვნელოვნად ზრდის ნაწლავის კიბოს რისკს.

ორგნიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დამუშავებული ხორცი კლასიფიცირებულია,  როგორც კარცინოგენული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ დღეში 50 გრამი დამუშავებული ხორცის მიღება, რაც ერთ ნაჭერ ძევეულზე ნაკლებია, ნაწლავის კიბოს რისკს თითქმის ხუთჯერ ზრდის.

ანგარიშში წითელი ხორცი კლასიფიცირებულია როგორც „სავარაუდოდ კარცინოგენული, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ მას კვებითი სარგებელიც აქვს.

ექსპერტები მოუწოდებს საზოგადოებას, თავიდან ავიცილოთ დამუშავებული ხორცის მიღება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამომადგენელი დოქტორ კურტ სტრაიფის თქმით, რაც მეტი რაოდენობით გადამუშავებულ ხორცს მივირთმევთ, მით მეტია ნაწლავის კიბოს რისკი.

წითელ ხორცი აქვს კვებითი ღირებულება და არის ცილის, რკინის, თუთიის და ვიტამინი B12-ის ძირითადი წყარო .

„ჩვენთვის ცნობილია წითელ გადამუშავებულ ხორცსა და ნაწლავის კიბოს შორის შესაძლო კავშირი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უნდა ამოვიღოთ მენიუდან. თუმცა თუ დიდი რაოდენობით იღებთ, უმჯობესია, რომ მისი მიღება რამდენადმე შეამციროთ. ჯობს ვახშამზე ძეხვეულის ნაცვლად თევზი მიიღოთ, ან ლობიოს სალათი ლანჩზე,“ – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ეპიდემიოლოგისტმა პროფესორმა თიმ ქეიმ.

მთავრობის 2011 წლის გაიდლაინები მოზარდებისთვის დღე-ღამეში 70 გრამი წითელი გადამუშავებული ხორცის ჭამის რეკომენდაციას იძლევა.

ესგახლავთ ერთიპატარაძეხვის ან შაშხის ორი პატარა თხელი ნაჭერის, ან ცხვრის ხორცის ერთი ჩოპის ეკვივალენტი.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ეს რაოდენობა დასაშვებზე მეტია, ამიტომ მთავრობამ შესაძლოა საკუთარ რეკომენდაციას გადახედოს.

დოქტორ რეიჩელტომპსონი, მსოფლიოკიბოსკვლევისფონდის კვლევის  ინტერპრეტაციის ხელმძღვანელიაცხადებს, რომ  “თუადამიანსშეუძლიათავიდანაიცილოს დამუშავებული ხორცის ჭამა, ასეც უნდა მოიქცეს და მიირთვას ახალი წითელი ხორცი. დამუშავებულიხორციშეიცავსმეტმარილსა დაცხიმსდაარარისგამორიცხული, რომიგი ზრდიდეს კიბოსრისკს.“

 

 წყარო: Roeters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები ამიერიდან ცდებს ,,მინიტვინზე” ჩაატარებენ და არა ცხოველებზე

მკვლევარები ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლიდან აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს პატარა „მინი-ტვინები“, რომელიც შედგება ადამიანის ტვინის ნეირონებისა და უჯრედებისაგან

მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი „მინი-ტვინების“ შექმნა, რომელიც განხილული იქნა 13 თებერვალს ვაშინგტონში, ამერიკის ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციაზე, მნიშვნელოვნად შეცვლის წამლების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გატესტვის ტექნიკებს, რომელიც ხორციელდება ასი ათასობით ცხოველზე ამერიკის შეერთებული შტატების ნევროლოგიური სამეცნიერო კვლევის ფარგლებში. მკვლევრები იყენებენ სამ განზომილებიან „მინი-ტვინებს“, ტვინის უჯრედების ბურთებს, რომელიც იზრდება და ფორმირდება ტვინის მსგავსი სტრუქტურების სახით 8 კვირიანი კურსის განმავლობაში.

“წამლების 95%, რომელიც საიმედოდ გამოიყურება, თუმცა ცხოველებთან ტესტირებისას მათი გამოყენება წარუმატებლად დამთავრდა, ადამიანებთან მისი გამოცდა დიდი დროისა და ფულის დანახარჯთან არის დაკავშირებული,“ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი და ბლუმბერგის ტოქსიკოლოგიის კათედრის ხელმღვანელი, ტომას ჰართანგი. „მიუხედავად იმისა, რომ მღრღნელები ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან ამ მხრივ, ჩვენ არ ვართ თაგვების ზომის. თუმცა ჩვენ არც უჯრედების ბურთის ზომის ვართ,მაგრამ ხშირად ასეთი უჯრედების ბურთებისგან მეტის გაგება შეგვიძლია, ვიდრე მღრღნელებისგან.“

„ჩვენ გვჯერა, რომ ტვინის კვლევის მომავალი დამოკიდებული იქნება უფრო მეტად ადამიანზე დაფუძნებულ მოდელებზე, ვიდრე ცხოველებზე.“

ჰართანგმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ტვინი, რომელიც ცნობილია როგორც ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედი ( iPSCO). ეს არის ზრდასრული უჯრედები, რომელსაც გენეტიკურად აქვს ჩაპროგრამებული ემბრიონის ღეროვან უჯრედული მდგომარეობა და სიმულაციურად იზრდება, როგორც ტვინი. რამდენადმე ჯანმრთელი მოზარდის კანის უჯრედები გამოიყენება მინი-ტვინების შესაქმენლად. ჰართანგი ამბობს, რომ უჯრედები, რომელიც ატარებს ინფორმაციას გარკვეული დაავადებების ან გენეტიკური თვისებების შესახებ, შესაძლოა გამოყენებული იქნას ტვინის შექმნისთვის, რომელიც სხვადასხვა წამლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება: ის ამბობს, რომ ამ ტვინის გამოყენება შესაძლებელი იქნება ალცჰაიმერის დაავადების, პარკინსონის დაავადების, გაფანტული სკლეროზის და აუტიზმის განკურნებისთვის. პროექტის მიხედვით ვირუსული ინფექციების, ტრავმის და ინსულტის შესწავლა უკვე დაიწყო.

ჰართინგის მინი ტვინი ძალიან პატარაა – მისი დიამეტი 350 მიკრომეტრია, ანუ დაახლოებით ბუზის თვალის ზომის, ადამიანის თვალს მხოლოდ  მისი დანახვა შეუძლია, და თითოეულ უჯრედს ასი ათასოით ზუსტი ასლებს წარმოება შეუძლია. მათი ფორმირება ლაბორატორიაშია შესაძლებელი.  ორი თვის შემდეგ, რაც მინი-ტვინი მუშაობას დაიწყებს, ტვინი იწყებს ნეირონების ოთხი ტიპის და ორი სახის დამხმარე უჯრედების, ასტროციტების და ოლიგოდენდროციტების წარმოშობას, რომელთაგან უკანასკნელი განვითარებისას ქმნის მიელინის, რაც განაცალკევებს ნეირონის აქსონებს და შესაძლებელს ხდის მათ უფრო სწრაფ კომუნიკაციას.  მკვლევრებს შეუძლიათ მეილინის განვითარების კონტროლი და დანახვა იმისა, თუ როგორ ხდება აქსონზე გარსის ფორმირება. ტვინი კი აჩვენებს სპონტანურ ელექტროფიზიოლოგიურ აქტივობას, რომელიც შესაძლოა ჩაწერილი იქნას ელექტროდებით, მსგავსად ელექტროენცეფალოგრამისა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც EEG. ამის შესამოწმებლად, მკვლევრებმა მინი-ტვინი მოათავსეს ელექტროდების მასაში და მოუსმინეს ნეირონების სპონტანურ ელექტრო კომუნიკაციას.

„ჩვენ პირველი ტვინის მოდელიც კი არ გვაქვს, რომლის გაუმჯობესებასაც შევძლებდით,“ აცხადებს ჰართანგი, რომელიც ასევე მართავს ცენტრს, რომლის მიზანი ცდებისას ცხოველების ალტერნატივის გამოყენებაა.

„თუმცა ეს ძალიან სტანდარტიზებულია. და როდესაც საქმე წამლების გატესტვას ეხება, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მათი შესწავლით ვიღებთ ძალიან საჭირო ინფორმაციას.“

ჰართანგი გვთავაზობს მინი-ტვინის პატენტსაც და ანვითარებს კომერციულ ორგანიზაციას სახელწოდებით ORGANOME. ის იმედოვნებს, რომ მისი პროდუცირება 2016 წელს დაიწყება. მისი თქმით, ისისი ძალიან რეპროდუცირებადია და იმედოვნებს, რომ მეცნიერებისთვის მისი გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება. „ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ტვინის მოდელი, როგორიც ესაა, ლაბორატორიაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია ცხოველების ნაცვლად კვლევების მასზე ჩატარება,“ ამბობს ის.

ამ ნამუშევარს მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეროვნულმა ინსტიტუტმა (U18TR000547), ალტერნატიული კვლევებისა და განვითარების ფონდმა და ბარტ მაკლეინის ნეირომეცნიერების კვლევის ფონდმა.

სხვა მკვლევარები, რომელიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტში: David Pamies, Paula Barreras, Katharina Block, Georgia Makri, Anupama Kumar, Daphne Wiersma, Lena Smirnova, Che Zang, Joseph Bressler, Kimberly M. Christian, Georgina Harris, Guo-li Ming, Cindy J. Berlincke, Kelly Kyro, Hongjun Song, Carlos Pardo, Thomas Hartung და Helena T. Hogberg.

წყარო: sciencedaily
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქართველი ქირურგის საერთაშორისო წარმატება – ის მსოფლიოს აოცებს!

ახლახან მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში, რომელსაც ქართველი აკადემიკოსი ლეო ბოკერია ხელმძღვანელობს, შექმნეს უნიკალური დეფიბრილატორი  „TachosDR“ არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.მის შექმნაზე მუშაობნდნენ ამავე ცენტრის აკადემიკოსი ამირან რევიშვილი და ასევე ამერიკელი და გერმანელი მეცნიერები.

     მინიატურილი კომპიუტერი იწონის  90 გრამს. იგი თვითონ პოულობს  იმ წერტილს, რომელიც გულის არასწორ რითმს იწვევს, მერე კი არკვევს არითმიის ტიპს და როგორც კი გულის რიტმი დაირღვევა,გულის კუნთის საჭირო წერტილს  მაშინვე აწვდის ელექტრონულ მუხტს. თუ გული მაინც გაჩერდა, მოწყობილობა თითონვე რთავს ელექტროშოკს  და ადამიანს სიცოცხლეს უბრუნებს. კომპიუტერი მუშაობს ელემენტზე, რომელიც 5-6 წელი წელი ყოფნის.

    კომპიუტერს აქვს მეხსიერება, რომელშიც ინახავს ყველა ელექტროკარდიოგრამას. საკმარსია, ექიმმა მხოლოდ სკანერი მიადოს პაციენტის გულს  და მაშინვე ცხადი ხდება, როგორ „იქცეოდა“ თქვენი გული.

ასევე აღსაღნიშნავია და საინტერესოა, რომ დასავლეთშიც სარგებლობენ სხვადასხვა დროს შექმნილი ანტიარითმიული ხელსაწყოებით, მაგრამ ‘TashosDR“ მათ შორის ყველაზე უნიკალურია.

მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება ამირან რევიშვილის ბიოგრაფია.იგი დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტი. ის არის აკადემიკოს ლეო ბოკერიას მოწაფე.  1986 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მეცნიერებასა და ტეკნიკაში. აღნიშნულ ცენტრში მუშაობს 1979 წლიდან. მას გმოქვეყნებული აქვს 500_ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს 6 პატენტი გამოგონებისთვის, აქედან 4  საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

ექსკლუზიურად Doctrina.Ge-ს  მკითხველისთვის მოამზადა: ლიკა ჩაგანავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

იაპონელმა მეცნიერებმა 33 წლის წინ გაყინული ცხოველი გააცოცხლეს!

იაპონელი მეცნიერები კვლავ ახერხებენ მათი აღმოჩენებით და სიახლეებით მსოფლიოს გაოცებას..  ისინი ძალიან მიზანდასახულად მიისწრაფვიან სიახლისაკენ. უკვე რამდენი  წელია მათ გამოგონებებს,  სიახლეებს თუ აღმოჩენებს  ხმამაღლა აღიარებს მსოფლიო.

ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა სულ რამოდენიმე დღის წინ იაპონიის კვლევების ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა  მოახდინეს , მათ ჩაატარეს ცდა,  რის  შედეგადაც  წლების წინ გაყინულ ცხოველს სიცოცლე დაუბრუნდა.მეცნიერების თქმით, აუცილებელია შესწავლა იმ პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობდნენ სარეაბილიტაციო პერიოდში, მათი თქმით  მათ უნდა დაიწყონ   უკეთესად დაკვირვება და შესწავლა  ამ პროცესისა.

      მიკროსკოპური ზომის ცხოველი, სახელად ნელამავალი  1983 წელს  -20ºC -ზე  გაყინეს. გაცოცხლებიდან მეექვსე დღეს  ცხოველმა ფეხები გაამოძრავა და გადაადგილებაც შეძლო.  რამოდენიმე კვირაში კი გამრავლება დაიწყო.

ნელამავალი ანუ იგივე წყლის დათვი ეს არის ცხოველი , რომელიც ერთ-ერთ ყინვა გამძლე ორგანიზმად  მიიჩნევა. ის ბინადრობს ყველგან სადაც წყალია.

  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ცოცხალი ორგანიზმის გაცოცხლება გაყინვის შედეგად მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში  პირველი შეთხვევაა და ძალინ დიდი წინსვლაა მეცნიერებისათვის.

მასალა მოამზადა: ლიკა ჩაგანავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ინფორმაციის შესანახად მეცნიერებმა დნმ_ს გამოყენება დაიწყეს!

შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც დნმ-ში დიდი რაოდენობით ინფორმაციის ჩაწერისა და ათასობით წლის განმავლობაში შენახვის საშუალებას იძლევა.
გასულ საუკუნეებში, ჩვენი წინაპრების ცოდნას წიგნები და პაპირუსები ინახავდნენ. ციფრულ ეპოქაში კაცობრიობის ცოდნის შენახვა სერვერებზე და მყარ დისკებზე ხდება. თუმცა მათი სიცოცხლისუნარიანობა შეზღუდულია და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტლივ ზრუნვას საჭიროებს.
ETH ციურიხის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდის საშუალებით ასობით ათასი წლის წინ შენახული გენეტიკური მასალის გაანალიზებაა შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ინფორმაციის შემცველი დნმ დაცული იყოს, იგი სინთეტიკურ გაქვავებულ ნიჟარაში მოათავსეს, რომელიც მიკროსკოპული სილიკომანგანუმის მინის ნაწილაკებისგან მზადდება, რომელთა დიამეტრი 150 ნმ-ია.
მეცნიერთა თქმით, კაჟმიწაში მოთავსება განმარხებულ ძვლებს შეიძლება შევადაროთ. დნმ-ის გრძელვადიანი სტაბილურობა შესძლოა შეფასდეს მისი შენახვის სხვა საშუალებების მიხედვით. მაგალითად, ნორვეგიის Svalbard Global Seed Vault-ში გენეტიკური მასალა ინახება მინუს 18 გრადუსზე და ნარჩუნდება მილიონზე მეტი წლის განმავლობაში.

მეცნიერებმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს: მათ ძველი ბერძნული მეცნიერი არქიმედეს დაახლოებით ორი ათასი წლის წინ დაწერილი „მექანიკური თეორემების მეთოდების“ დნმ-ში კოდირება განახორციელეს. კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა რობერტ გრასმა განმარტა, თუ როგორ ახდენდნენ მისი გუნდის წევრები დაწერილი სიტყვების დნმ-ად ტრანსლირებას. „განვიხილავთ, როგორ იქცევიან ასოები ნუკლეოტიდების მიმდევრობად, რომელიც დნმ-ის სამშენებლო ბლოკია და ასოებისა და რიცხვების უზარმაზარი ფაილის ნაცვლად მივიღეთ A, C , T და G-ის თანმიმდევრობა. ეს ფაილი გავუგზავნეთ კომპანიას, რომელიც ახდენს დნმ-ის სინთეზირებას იმ ფაილის მიხედვით, რომელიც ჩვენ მას გავუგზავნეთ.“
ამის შემდეგ მეცნიერებმა დნმ-ის დაშლის იმიტაცია მოახდინეს. დნმ ერთი თვის განმავლობაში 60 – 70 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეს, რისი საშუალებითაც დნმ-ის ასობით წლის განმავლობაში მოსალოდნელი ქიმიური დაშლის რეპლიკაცია რამდენიმე კვირაში ხდება.
მინის ნიჟარა განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა და ფტორის გამოყენების გზით დნმ-ის მინისგან გამოცალკავება იოლად ხდება ისე, რომ ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი გახდეს.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი აცხადებს, რომ დნმ-ის საშუალებით ინფორმაციის ეფექტურად შესანახად მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის გაშიფვრა იაფი ჯდება, დნმ-ში ინფორმაციის კოდირება საკმაოდ ძვირი პროცედურაა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარაბზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ასტრონომებმა მზის სისტემაში ახალი ობიექტი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ მზის სისტემაში სავარაუდოდ მინიატურული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე აღმოჩენილ სხეულებთან შედარებით მზისგან ყველაზე შორს მდებარეობს.

„ჩვენ ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა ობიექტია ეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინეთ. ჩვენ ჯერ მისი ორბიტა არ ვიცით“ – განაცხადა კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომმა სკოტ შეფარდმა.

მეცნიერები ახლად აღმოჩენილი ობიექტის არეკვლით უნარზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ეს ყინულოვანი სხეული, რომელიც ცნობილია როგორც V774101, 500-1000 კმ დიამეტრისაა და დედამიწიდან დაახლოებით 10 მილიარდი მილის დაშორებით მდებარეობს, ანუ პლანეტა პლუტონზე სამჯერ უფრო  შორს.

ამჟამად, მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტის მსგავსი სხეულებია სედნა, რომელიც 2003 წელს აღმოაჩინეს, და 2012 წელს აღმოჩენილი VP113. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სხეული დედამიწასთან შედარებით მზისგან 80-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ისინი ახლადაღმოჩენილ V774101-თან შედარებით მაინც ახლოს იმყოფებიან. ასტრონომების განცხადებით, V774101 მზისგან  დაახლოებით 103-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა.

როგორც შეფარდი აღნიშნავს, დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება იმის დადგენას, V774101 მოძრაობს თუ არა პლუტონის მახლობლად,  ე.წ. კოიპერის სარტყელში. კოსმოსის ეს ნაწილი, რომელიც  ათასობით პატარა პლანეტას მოიცავს, მზისგან 40-50-ჯერ შორსაა, ვიდრე დედამიწა.

“თუ ეს ობიექტი ნეპტუნთან ახლოს არ მოხვედრილა, მაშინ იგი ძალიან საინტერესო გახდება ჩვენთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი ორბიტა გიგანტური პლანეტების მიერ „აწიოკებული“ არაა, რაც საშუალებას მოგვცემს გარე მზის სისტემის დინამიკა შევისწავლოთ,“ – განაცხადა შეფარდმა.

სკოტ შეფარდი იმ გუნდის წევრია, რომელიც მზის სისტემის შორეული ობიექტების ყველაზე ფართო გამოკვლევას აწარმოებს.

აღნიშნული აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერებების შეხვედრაზე განაცხადეს, რომელიც მიმდინარე კვირაში მერილენდში ჩატარდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Scott Kelly-სა და Kjell Lindgren-ის ,,კოსმოსური სეირნობა” ანუ 7.48 საათიანი მუშაობა ხომალდზე

გუშინ 11 იანვარს ნასამ გამოაქვეყნა საიტზე ასტრონავტის ფოტო წარწერით ,,Scott Kelly და Kjell Lindgren-ი სეირნობენ კოსმოსსში”

ეს უბრალოდ სეირნობა არ გეგონოთ, ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად გავიდნენ. მათ ევალებოდათ აღედგინათ გაფუჭებული დანადგარი. სკოტმა და კიელმა შეძლეს და აღადგინეს 7.48 საათიანი მუშაობის შემდეგ! ეს იყო განსაცვიფრებელი გუნდური მუშაობის შედეგი, მათი დაუღალავი შრომის შედეგად კოსმოსური ხომალდი ამ დროისთვის სრულიად გამართულად მუშაობს!

ეს კეილისთვის და სკოტისთვის მეორე გასვლა იყო კოსმოსსში სასეირნოდ, ფოტო გადაიღო Kjell Lindgren_მა

 

წყარო: NASA

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Google და NASA: ჩვენი ახალი კომპიუტერი 100 მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თქვენი PC

2 წლის წინ Google და NASA მუშაობდნენ საზიარო პროექტზე D-Wave კვანტური კომპიტერის შესახებ, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი შესრულების გაუმჯობესება, როდესაც გამოიყენებდნენ კვანტურ ოპერაციებს, ნაცვლად ჩვეულებრივი კომპიუტერისა. ცოტა ხნის წინ, Google-მ და NASA-მ მიიღეს ბოლო D-Wave 2X კვანტური კომპიუტერი, რომელზეც კომპანია ამბობს, რომ აქვს 1000 კვანტურ ბიტზე მეტი.

NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში ღონისძიებაზე, სადაც D-Wave კომპიუტერი ინახება, Google-მ და NASA-მ გამოაქვეყნეს საკუთარი უახლესი მიგნებები – და უაღრესად სპეციალიზირებული სამუშაო დატვირთვის წყალობით კვანტურმა გამოწვევებმა შესაძლოა ეს ორი უდიდესი კომპანია სენსაციურ შესრულებამდე მიიყვანოს. ოპტიმიზაციის პრობლემისთვის, რომელიც მოიცავს 945 ბინალურ ცვლადს, D-Wave X2 არის 100 მილიონჯერ უფრო სწრაფი (108) ვიდრე იგივენაირად გაშვებული ერთ-ბირთვიანი ჩვეულებრივი კომპიუტერი.

Google და NASA ასევე ადარებენ D-Wave X2-ის კვანტურ მახასიათებლებს კვანტურ მონტე კარლოს (Quantum Monte Carlo), ალგორითმს, რომელიც კონკურენტულია ჩვეულებრივ კომპიუტერზე კვანტური ოპერაციებისა. ისევ და ისევ, სიჩქარე ამ შემთხვევაში 108-ით იყო გაზრდილი.

ჰარტმუტ ნევენმა, Google-ს კვანტური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი შედეგები არის „დამაინტრიგებელი და ძალიან იმედისმომცემი“, მაგრამ „კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა მოხდეს კვანტური ოპერაციების ოპტიმიზაცია პრაქტიკულ ტექნოლოგიაში.“

როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ D-Wave კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ კომპიუტერიზაციას სრულად: მათი გამოყენება მოხდება ძალიან კონკრეტული დავალებების მცირე რაოდენობასთან – და Google, NASA და სხვა წამყვანი ორგანიზაციები ამ ეტაპზე ცდილობენ შეიმუშავონ, თუ რა ამოცანები შევა ამ მცირერიცხოვან სიაში. D-Wave-ს განაცხადი „1000 კვანტური ბიტით სწრაფი“ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Google და NASA უახლესი კვლევის სიღრმისეულ ანგარიშებს მომდევნო რამოდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

 

წყარო: arstechnica

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 37 38 39 40
Page 39 of 40