close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

2017 წლის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სპორტსმენები

სპორტის მოყვარულ ადამიანებს აუცილებლად დააინტერესებთ თუ ვინ გახდა 2017 წლის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სპორტსმენი. მართლაც საინტერესო შედეგი გვაქვს სახეზე, ,,Forbes.com– მა” შემოგვთავაზა ეს ჩამონათვალი:

  1. კრიშტიანუ რონალდუ
  2. ლებრონ ჯეიმსი
  3. ლეონელ მესი
  4. როჯერ ფედერერი
  5. კევინ დურანტი
  6. ენდრიუ ლაქი
  7. რორი მაკელროი
  8. სტეფან კარი
  9. ჯეიმს ჰარდენი
  10. ლუის ჰამილტონი

 

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა და მშენებლობა

ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხებია სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა, მშენებლობა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა და მშენებლობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება; დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა; ასევე,  სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება; მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება.

განაშენიანებისა და განსახლების რეგულირების, მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, არსებული ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების გონივრულად გამოყენების მიზნით, ქვეყანის მასშტაბით უნდა განხორციელდეს რეგიონების, ქალაქებისა და დასახლებების სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარება. ამ მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება სარეკრეაციო ტერიტორიებს.
მიმდინარეობს საქართველოს მასშატაბით რეგიონებში ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის განვითარების ხელშეწყობა.
ტურისტული ინფრასტრუქტურის წარმატებული განვითარებისთვის სამინისტრო განიხილავს და ითანხმებს სარეკრეაციო ტერიტორიებზე ასაშენებელი ყველა ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციას  და მათ არქიტექტურულ იერსახეს.
გაეროს მეთოლოგიის მიხედვით დეპარტამენტმა ჩაატარა საქართველოს საბინაო სექტორის კვლევა.
მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთვის ურბანული ინდიკატორების შეგროვებაზე გაეროს HABITAT-ის მეთოდოლიგიის მიხედვით.
სამინისტროსთან თანამშრომლობით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა ურბანული მიმოხილვის I ტომი (ზოგადი მიმოხილვა), II ტომის პრიორიტეტულ თემებად  გამოიყო  ურბანული ეკონომიკა, კერძოდ: 1) ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორები; 2) საქართველო,  როგორც რეგიონალური  ლოჯისტიკის  ჰაბი. ურბანული მიმოხილვისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე  დაგეგმილია  საქართველოს ურბანული სტრატეგიის შემუშავება.
განაშენიანებისა და განსახლების რეგულირების, მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, არსებული ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების გონივრულად გამოყენების მიზნით, ქვეყანის მასშტაბით უნდა განხორციელდეს რეგიონების, ქალაქებისა და დასახლებების სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარება. ამ მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება სარეკრეაციო ტერიტორიებს.

მიმდინარეობს საქართველოს მასშატაბით რეგიონების, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის მომზადება.

სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავებისათვის, უცხოური საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის მიზნით გამოვლინდა 4 კომპანია. განხორციელდა პრედენდენტი კონსორციუმების მოწოდებული წინადადებების საექსპერტო შესწავლა, ანალიზი და შეფასება. მიმდინერეობს სამუშაოები სამთავრობო კომისიის მე-4 სხდომის ჩასატარებლად გამარჯვებული სამუშაო ჯგუფის გამოსავლენად.

 

დამტკიცდა განკარგულების პროექტები ,,ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, ,,მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, “ბახმაროს განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“. მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობით, შენარჩუნებული ბუნებრივი ეკოსისტემით, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტებით, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით და დაცული ტერიტორიების სისტემით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონებს გააჩნიათ მაღალი რეკრეაციული, საკურორტო და ტურისტული პოტენციალი და საერთაშორისო დონის კომპლექსების შექმნის კარგი წინაპირობები, მნიშვნელოვანია არსებობდეს, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოხდება სამომავლოდ ამ ტერიტორიების არა ქაოსური, არამედ გეგმაზომიერი განაშენიანება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ საინვესტიციო მიმზიდველობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის მხარეების კულტურულ-ისტორიული ღირებულების შესანარჩუნებლად.

 

 

მზადდება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად განკარგულების პროექტი ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“.

 

  • სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით  შემუშავდა ”სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ერთიანი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების საფუძველზე. ”კოდექსი” დაარეგულირებს  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასთან, სამშენებლო საქმიანობასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ”კოდექსი”-ს პროექტი უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება განსახილველად საქართველოს მთავრობაში;
  • სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური რეგულირების სრულყოფის მიზნით:   სამინისტროსა  და USAID-ის EPI-ის პროექტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა “საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC)” და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცდა  ტექნიკური რეგლამენტის სახით  – ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“;

განხორციელდა
  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის №41 დადგენილებით მიღებული ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა/გაცნობა.

ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები

  • სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ახორციელებს “ევროკოდები”-ს (ევროპის სამშენებლო სტანდარტების ერთიანი სისტემა) თარგმნას.

  ითარგმნა ევროკოდი ,,კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები”, ევროკოდი 1 ,,ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“, ევროკოდი 2 „ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“, ევროკოდი 7 ,,გეოტექნიკური დაპროექტება“, ევროკოდი 8 „სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“.

  მიმდინარეობს ევროკოდი 3 ,,ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება” თარგმნზე მუშაობა.

  • სამინისტრო მიზნად ისახავს  თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობას მშენებლობის უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ხორციელდება საცხოვრისი სექტორის შეფასება, ენერგო ეფექტურობის გაზრდისა და დანერგვის მიზნით. პროექტი ითვალისწინებს საცხოვრისის პოლიტიკის  საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, პროექტის ზოგადი მიზანია, სამშენებლო სექტორის დეტალური ანალიზი საკანონმდებლო-ინსტიტუციური გარემოს ჩათვლით და იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლებიც შენობების ენერგო ეფექტურობის  შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრება.  პროექტის ფარგლებში გაანალიზებული იქნა საცხოვრისი სექტორის მდგომარეობა. .პროექტი შედგება 2 ფაზისგან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ამჟამად რედაქტირებას უწევს პირველი ფაზით გათვალისწინებულ საცხოვრისი სექტორის ანალიზს, რომელზედაც მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემუშავებულია ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.

 

     წყარო: http://www.economy.ge/

       ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქცევის ნიმუშის სრულყოფილება (ინტერვიუს აღების დროს)

  ,,დოქტრინა” გთავაზობთ ინტერვიუს აღების დროს ქცევის ნიმუშის სრულყოფილების მიღწევის საშუალებებს:

სიტუაცია – ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია შეფასებისთვის. კონკრეტული შედეგის ადეკვატურად შეფასება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ცნობილია ის პირობები, რომელშიც ის იყო მიღწეული.

ქცევა – ინფორმაცია მნიშვნელოვანი ქცევის შესახებ მიღებული უნდა იყოს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. ინტერვიუერი მკაცრად უნდა მიჰყვეს ამ მოთხოვნას. რაც უფრო დაბეჯითებით მოითხოვთ კონკრეტული მაგალითების მოყვანას, მით ნაკლებად შეძლებს კანდიდატი, თავი მოგაჩვენოთ და „დაგემალოთ“.

შედეგი – მხოლოდ მიღწეული შედეგი ხდის ქცევას შეფასებადს. ინტერვიუს დროს საინტერესოა არა ის, თუ არა გაკეთდა, არამედ ის, თუ რა შედეგი გამოიღო იმან, რაც გაკეთდა.

 

წყარო: harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ნაკლები მუშა და სწრაფი შედეგი – სამშენებლო ინოვაცია [ვიდეო]

სამშენებლო ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და დღეს კიდევ უფრო ნაკლები დრო და ენერგიაც სჭირდება.

ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია კი  მანქანა-დანადგარია, რომელიც  ქვიშისა  და  ცემენტის ბათქაშს ავტომატურად  ანაწილებს კედელზე, თქვენ კი მხოლოდ  სამშენებლო მასალის დანადგარზე მოთავსება გიწევთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა არის მწვანე ბარათი?

საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს, კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად, იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები,  გაიცემა აშშ-ში  მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 50 000 ვიზა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.

„მწვანე” ბარათი (US Green Card – ,,გრინ-ქარდი”.) – წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში (Экономика США), ხოლო 5 წლის შემდეგ თავის ოჯახის წევრებთან ერთად ეძლევა ამერიკის მოქალაქეობა. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება (გარდა არჩევნებში მონაწილეობისა).

ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ “მწვანე” ბარათი არის მონაწილეობის მიღება ,,მწვანე” ბარათის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პირველად ქართული კინოს ისტორიაში – ბერლინალეზე წელს რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად რამდენიმე ქართული ფილმი მოხვდა. ამ ეტაპზე ცნობილია 3 ქართული ფილმი, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში აჩვენებენ.

სექციაში ,,Forum-ი”  შედგება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული პრემიერა. მანამდე კი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სანდენსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ბერლინალეს ამავე სექციაში წარდგენილია კიდევ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი – რატი ონელის „მზის ქალაქი“, ხოლო სექციაში ,,Generation-ი”  ნათია ნოკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლი.ლე“ აჩვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს მეთორმეტედ წარადგენს. საქართველო წელს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია, რომელსაც ყოველწლიურად 600-ამდე წამყვანი რეჟისორი და პროდიუსერი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, სადაც აქტიურად მოხდება ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე? – მეცნიერები ახალ მეთოდზე მუშაობენ

რატომ ვბერდებით ადამიანები? რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენში? სიბერის მექანიზმის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დაბერება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, ისევე, როგორც დაბადება და განვითარება.

უჯრედის დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორებიდან ტელომერული პროცესები უნდა გამოვყოთ, ტელომერი დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის) ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაა, მისი უბნები მოკლდება, როდესაც განსაზღვრულ ზომას მიაღწევს, უჯრედს აღარ აქვს გაყოფის უნარი, შესაბამისად, ფუნქციური აქტივობა იკლებს და საბოლოოდ კვდება. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, შესაძლებელია ტელომერების დაგრძელებით სიცოცხლის გახანგრძლივება, სწორედ ამიტომ მუშაობენ ფერმენტზე, რომელსაც ტელომერაზა ეწოდება, იგი შეძლებს ტელომერის აშენებას ანუ დაგრძელებას.

ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის გენეტიკის კათედრის გამგემ, თსუ-ის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ლეჟავამ. მან შექმნა დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამ აღმოჩენას, ერთ-ერთი სწორედ ტელომერებს ეხება. აღნიშნული აღმოჩენის მიხედვით, შემცირებული ტელომერის ნორმალიზაცია შესაძლებელია პეპტიდური ბიორეგულატორებისა და მძიმე მეტალების ერთობლივი მოქმედებით, ეს კი სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მისმა კვლევებმა დაბერების გენეტიკაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ,,დოქტრინასთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ მალე გაიმართება კონფერენცია, რომელიც შეეხება ადამიანის გენომის კვლევებს ნორმასა და პათოლოგიების შემთხვევაში. ჩვენი სამეცნიერო პორტალი, რასაკვირველია, მოგაწვდით ინფორმაციას ახალი აღმოჩენებისა და კვლევების შედეგების შესახებ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიბერის მექანიზმი ბოლომდე ვერავინ ამოხსნა, ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი თავისუფალი რადიკალებია, რომლებიც მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების გამო. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვები, გამონაბოლქვი, ჰაერში გაბნეული ნარჩენი აირები, ქიმიური ელემენტები, მტვერი და ა.შ. დროთა განმავლობაში თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია იზრდება, უჯრედებში გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, ნეირონებში ქვეითდება იმპულსის გატარების სიჩქარე, რაც პირველ რიგში იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ დაავადებებს, ეს კი სრულდება ორგანიზმის კვდომით. თუმცა თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა და ორგანიზმიდან დროებით მაინც გამოდევნა შესაძლებელია ბუნებრივი ფერმენტების დახმარებით.

ასაკის მატებასთან ერთად ზიანდება ჰიპოთალამუსი, შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოფიზთან და პასუხისმგებელია სხეულის შინაგანი ფუნქციების მუშაობაზე, მაგალითად, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აგრეთვე, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, საჭმლის მომნელებელი და გამომყოფი სისტემების მოქმედებას, აკონტროლებს ემოციურ ქცევებს (მაგალითად, შიშის რეაქცია). დროთა განმავლობაში ქვეითდება მისი ფუნქციები, ადამიანის ორგანოები ვეღარ ასრულებს სათანადო სამუშაოს და ბოლოს კვდება.

საუბარია იმაზეც, რომ უჯრედის დაბერებას სხვადასხვა გენეტიკური მუტაცია (ხარისხობრივი დარღვევა) იწვევს, გენური მუტაციის დროს მიმდინარეობს ცვლილება მოლეკულურ დონეზე, ერთი ნუკლეოტიდი იცვლება მეორით, შესაბამისად, იცვლება გენეტიკური ინსტრუქციებიც დნმ-ში, ამის შედეგად ხშირად წარმოიქმნება სიმსივნეები და სხვადასხვა სახის დაავადებები. მუტაციას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ხასიათი, მუტაციის შედეგად, შესაძლოა, ორგანიზმი ადაპტირდეს გარემოში ან დაიღუპოს.

აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან კალენდარული, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი:

  • კალენდარული ასაკი განისაზღვრება ადამიანის დაბადების თარიღით.
  • ბიოლოგიური ასაკი განისაზღვრება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობით.
  • ფსიქოლოგიური ასაკი განისაზღვრება ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმით.

ადამიანი სიბერეს თავს ვერ აღწევს, თუმცა არსებობს გზები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ნობელის პრემიის მფლობელი, ელიზაბეთ ბლექბარნი, გვირჩევს:

  • გავთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან, მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, რადგან ამით ვაჩქარებთ ასაკს და, შესაბამისად, ადრე ვბერდებით.
  • შეიგრძენით, დააფასეთ, იცხოვრეთ თითოეული წამით, გახსოვდეთ, რომ ვალდებულებებმა კი არ უნდა გაგტეხოთ, პირიქით, მოტივაცია უნდა მოგცეთ.

როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო იტყოდა, ,,ყველაზე დიდხანს იმან იცხოვრა, ვინც იგრძნო ცხოვრება და არა იმან, ვისაც დიდი ასაკი აქვს”. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გვქონდეს ცხოვრება ისეთი მომენტებით სავსე, რომელთათვისაც არსებობა ღირს, რადგანაც სწორედ ეს გვაბედნიერებს და გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილისში?

 

 

,,დოქტრინა” გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ  როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილისში.

 

პირველი ეტაპი:

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ( გაპი );
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება, სადაც მითითებულია, რა ფუნქციის შეცნობის მშენებლობას აპირებთ;
  2.  ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ – ფართობი, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე;
  3. სიტუაციური გეგმა ან აეროფოტოს გადაღება მასშტაბით 1:2000;
  4. ტოპოგრაფიული რუკა მასშტაბით 1:5000.

პირველი ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 15 სამუშაო დღეს.

მეორე ეტაპი:

  • პროექტის შეთანხმება:
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება პროექტის შეთანხმების მოთხოვნით;

2.მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;

3.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი;

მეორე ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 10 სამუშაო დღეს.

 

  მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მსოფლიოს გასაოცარი მშენებლობა – კობრას კოშკები

კობრას კოშკები – ეს არის ნაგებობა, რომელსაც მსოფლიო  2030 წლისთვის ელის. როგორც ცნობილია,  ეს ნაგებობა კუვეიტში  აშენდება და  1 კმ სიმაღლის იქნება.

ცათამბჯენი  რამდენიმე ფაქტორით არის განსაკუთრებული – დიზაინი კი – ერთმანეთს შემოხვეული ორი კობრა, საკმაოდ მისტიკური და კრეატიულია.  შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს  მშენებლობის სირთულეს.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ 2008 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო პროექტი ,,გაიყინა”.

საკმაოდ ხშირად განიხილებოდა საკითხი — თუ როგორ აშენდება ლიფტი.  გასაგები მიზეზის – სპირალური კონსტრუქციის გამო, კოშკებში ჩვეულებრივი ლიფტი ვერ დაყენდება. სპეციალისტებმა ამ პრობლემას შემდეგი გადაწყვეტა უპოვეს — აშენდება ლიფტი, რომელიც იმუშავებს შეკუმშულ ჰაერზე, პნევმატიკური მილის პრინციპით.

არ არის გამორიცხული, რომ, აშენების შემდეგ, ეს ნაგებობა მსოფლიოს ყველაზე მაღალ და ლამაზ ცათამბჯენად დასახელდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 41
Page 37 of 41