close

ტექნოლოგიები

ბიზნესიგამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიასაქართველო

საქართველოში საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება

პირველად საქართველოში, მეორეული საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელმაც, საბოლოო მონაცემებით, უკვე 250 ტონაზე მეტი საბურავი გადაამუშავა და წარმატებით უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელსაც. სასარგებლო წამოწყების შესახებ, იდეის ავტორი და კომპანიის დირექტორი, 28 წლის ზურა ბაზღაძე გვიამბობს.

ზურა, რა პრინციპით ფუნქციონირებს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია (TRC)?

-ამ ეტაპზე, უკვე 250 ტონა საბურავი გვაქვს გადამუშავებული,  რომლის 80% ბუნებაში გადაყრილი საბურავებისგან შედგება. ასევე, გვყავს რამდენიმე კეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანია, მათ შორის – 2 უცხოური და 1 ქართული, რომლებიც საკუთარი სურვილით გვაწვდიან საბურავებს გადასამუშავებლად.

რა პროდუქტის შესაქმნელად იყენებთ უკვე გადამუშავებული საბურავის მასალას?

-მეორეული საბურავების გადამუშავების შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის SBRკლასიფიკაციის კაუჩუკის გრანულებს, ტექსტილისა და ფოლადის ბოჭკოს. აღსანიშნავია, რომ მიღებულ მასალას აქტიურად ვიყენებთ და უკვე ჩავანაცვლეთ იმპორტული კაუჩუკი. ასევე, გადამუშავებით მიღებული რეზინის გრანულების გამოიყენება მულტიფუნქციური სპორტული მოედნების, სკვერებისა თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისთვისაც, რადგან რეზინის გრანულები და მისი მონოლითური წესით დაგება, საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში განვათავსოთ: ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის მოედნები.

 გრანულის მონოლითური ტექნოლოგიით დაგებას უპირატესობა აქვს გრანულის ფილებად დაგებასთან. ფილებად დაგებული გრანული ზამთარ-ზაფხულის  ტემპერატურის ცვალებადობის დროს დეფორმაციას განიცდის, მონოლითური მეთოდით დაგებული კი ნებისმიერ ტემპერატურაზე უცვლელია და მისი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივია.

გვიამბეთ კომპანიის დაარსების შესახებ, როდის დაინტერესდით აღნიშნული სფეროთი?

-აღნიშნული სფეროთი  8 წლის წინ, იტალიაში ცხოვრების დროს დავინტერესდი, რადგან სწორედ იქ გავეცანი და შევისწავლე მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისა და საბურავების გადამუშავების ტექნოლოგია. საქართველოს კანონმდებლობით, საბურავები განეკუთვნება სპეციფიკურ ნარჩენს, რომლის გადაყრა, დაწვა და დამარხვა ისჯება კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად მივიჩნიე,  ჩვენს ქვეყანაშიც შეგვექმნა საბურავების გადამამუშავებელი კომპანია. კომპანია 5 თვის წინ დავაარსეთ, თუმცა  8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ,,სტარტაპ საქართველოს“ გუნდთან ერთად, პარალელურად – შევისწავლეთ ნედლეულის მარაგი და დღევანდელ ბაზარზე არსებული სიტუაციაც.

დღეს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს უკვე მიენიჭა ,,Labosport-ის” სერთიფიკატი, SBR-ის კლასიფიკაცია და აკმაყოფილებს უსაფრთხოების (NF EN 71-3) ევროპულ სტანდარტსაც.

გვიამბეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

სულ მალე ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში არსებული ნედლეულის სრულად ათვისებას და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ასევე, გვსურს მასალის აქტიურად გამოყენება მულტიფუნქციური მოედნების გასაკეთებლადაც, თუმცა ამისთვის ჯერჯერობით არ არის საკმარისი ხელშეწყობა და ვიმედოვნებთ, რომ ამასაც შევძლებთ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებაში გადაყრილი საბურავები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში, ერთად გავაჯანსაღოთ ეკოლოგიური გარემო საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

რომელია საქართველოში ყველაზე რეიტინგული Youtubeარხები?

 ანალიტიკური საიტის, Socialblade-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული ქართული არხების ათეულში გასართობი გვერდებია წარმოდგენილი. 

პირველ ადგილზე კი – ვიდეოების ნახვით (226 მილიონზე მეტი ნახვა), ბავშვთა გასართობი არხია – Emili TV.

გთავაზობთ სრულ სიას:

1. Emili TV – 226,399,081 ნახვა
2. GANGSTER MUSIC – 119,871,949
3. GugaTV – 141,086,119
4. BLACK TBILISI –  217,991,153
5. Take It Easy – 112,712,518
6. Ляльки Развивалки – 202,343,949
7. QeTi jiniuzashvili –  56,978,008
8. DailySounds –  85,514,919
9. ZA17 –  45,735,432
10. mohikan  – 40,543,898

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს, წლის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადოს. კამპანია რამდენიმე ქალაქში განხორციელდება, მათ შორის  -ბონში, ესენში, როიტლინგენი, მანჰაემსა და ჰერენბერგში.

 DW Akademie-ის ინფორმაციით,  ინიციატივა სამ მინისტრს ეკუთვნის, რომლებმაც აღნიშნული წინადადებით ევროპის გარემოს დაცვის კომისარს კარმენუ ვერას მიმართეს. გარდა უფასო ტრანსპორტისა, მინისტრების ინიციატივა ითვალისწინებს დაბალი ემისიების ზონების განხორციელებას, ელექტროტაქსებისა და ავტობუსების რაოდენობის გაზრდას და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის წახალისების დამატებითი საშუალებების გამოყენებას.

გერმანია ჰაერის დაბინძურებასა და ნახშირბადის გამონაბოლქვის აღმოფხვრას გამუდმებით ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინაა განთავსებული.  ასევე ცნობილია, რომ 2021 წლისთვის გერმანიას წყალბადზე მომუშავე  მატარებლები ეყოლება.

რაც შეეხება ბოლო პერიოდის ინიციატივას ხუთ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, ქვეყანას მისი განხორციელება დაახლოებით 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

წყარო: futurism.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავი შექმნა

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავ შექმნა, რომელიც კონკორდზე ნაკლებად ხმაურიანია, თუმცა მასზე გაცილებით ეკონომიურია.  

Quiet Supersonic Technology-ი (QueSST) ნასას ექსპერიმენტული თვითმფრინავია, რომელსაც საათში 1,100 მილი სიჩქარით მოძრაობა შეუძლია. ის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თანამედროვე კომერციული თვითმფრინავები და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორიც კონკორდი.

უმნიშვნელოვანესია, რომ კონკორდზე ბევრად უფრო მშვიდი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეეძლო გადაეტანათ მიწის ზონაში და არა მხოლოდ ოკეანეში.

კონკორდი აფრენისას ძალიან ხმაურიანია. QueSST-ი კი ისეა აწყობილი, რომ აფრენისას შოკ ტალღებს წარმოქმნის, რომლისგან გამოწვეული რყევაც შესაბამისად უფრო რბილია.

ნასა განმარტავს, რომ QueSST თვითმფრინავს ,,გამორჩეული ფორმა აქვს”, მათ შორის – გრძელი ცხვირი და ,,მაღლა აწეული ფრთები”, რაც მის ნაკლებ ხმაურიანობას უწყობს ხელს.

სააგენტო აცხადებს, რომ ეს იქნება უფრო საწვავის გამოყენების თვალსაზრისით უფრო ეკონომიური, ვიდრე კონკორდი.

აშშ-ის ბიუჯეტში გათვალისწინებული ,,ნასას“ ნაკლებხმაურიანი და სწრაფი X-თვითმფრინავის პროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.  დოკუმენტის თანახმად, X-თვითმფრინავმა, რომელიც ბაზარზე არსებულ თვითმფრინავებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი და გაცილებით სწრაფი იქნება, პირველი გაფრენა 2021 წელს უნდა განახორციელოს.“

წყარო http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

Google Chrome-ი ,,გამაღიზიანებელ” და ,,მომაბეზრებელ” რეკლამებს დაბლოკავს

,,Google-მა თავისი Chromeბრაუზერისთვის სარეკლამო ბლოკერი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ,,გამაღიზიანებელიდა ,,მომაბეზრებელირეკლამების პრევენციას.

არჩევანს, თუ რომელი რეკლამები უნდა დაბლოკოს, ,,Google-ი“ – ,,კოალიცია უკეთესი რეკლამისთვის“ (CBA) საშუალებით აკეთებს, რომლის შემადგენლობაში არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ,,Google-ი“ და ,,Facebook-ი“.

საიტებს რეკლამების ამოშლისთვის 30 დღე მიეცემათ, ამ დროის გასვლის შემდეგ კი – ,,Google-ი“ რეკლამის დაბლოკვას იწყებს.

,,Google-მა“ კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებში 40,000 ამერიკელი და ევროპელი ვებმომხმარებელი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მათ ის რეკლამები აღიზიანებთ, რომლებიც მთელ გვერდს მოიცავენ და ვებგვერდის კონტენტს ფარავენ.

Chrome-ი ავტომატურად დაბლოკავს რეკლამებს საიტებზე, რომელიც Better Ads Standards-ს ეწინააღმდეგება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

Google Chrome-ი ,,გამაღიზიანებელ” და ,,მომაბეზრებელ” რეკლამებს დაბლოკავს

,,Google-მა თავისი Chromeბრაუზერისთვის სარეკლამო ბლოკერი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ,,გამაღიზიანებელიდა ,,მომაბეზრებელირეკლამების პრევენციას.

არჩევანს, თუ რომელი რეკლამები უნდა დაბლოკოს, ,,Google-ი“ – ,,კოალიცია უკეთესი რეკლამისთვის“ (CBA) საშუალებით აკეთებს, რომლის შემადგენლობაში არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ,,Google-ი“ და ,,Facebook-ი“.

საიტებს რეკლამების ამოშლისთვის 30 დღე მიეცემათ, ამ დროის გასვლის შემდეგ კი – ,,Google-ი“ რეკლამის დაბლოკვას იწყებს.

,,Google-მა“ კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებში 40,000 ამერიკელი და ევროპელი ვებმომხმარებელი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მათ ის რეკლამები აღიზიანებთ, რომლებიც მთელ გვერდს მოიცავენ და ვებგვერდის კონტენტს ფარავენ.

Chrome-ი ავტომატურად დაბლოკავს რეკლამებს საიტებზე, რომელიც Better Ads Standards-ს ეწინააღმდეგება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალშია

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის GIST-Net-ის ნახევარფინალისტია და ამჟამად გამარჯვებისთვის იბრძვის, რადგან კონკურსში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, 10 ფინალისტი კი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ნიკი თავად გვიამბობს კონკურსისა და საკუთარი სტარტაპისა შესახებ, რომელშიც მისი წარმატება თითოეული ჩვენგანის აქტიურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
-ნიკი,  კონკრეტულად რაში მდგომარეობს შენი სტარტაპიდეა, რომელმაც ეს წარმატება მოგიტანა?

-ჩემი სტარტაპი ქმნის ინოვაციურ ვებპლატფორმას, რომელიც მაისის თვიდან ამუშავდება და დაბალკლასელ სკოლის მოსწავლეებს ელექტრონული განათლების ძალიან კარგ და სასარგებლო სერვისებს შესთავაზებს. აღნიშნული პროექტის შესახებ „მისო კრისტალისგან“ შევიტყვე,  ცოტა სასაცილოა, მაგრამ GIST-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას   ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი და რადგანაც რეგისტრაციისთვის სრულწლოვანება იყო საჭირო, საიტის სარეგისტრაციო ფორმაში მომიწია დაბადების წლის HTML list-ის კოდის ხელით შესწორება,  ვიდეოში კი, მოკლედ აღვწერე ჩემი სტარტაპი, რომელმაც ეს ეტაპი წარმატებით გადალახა.

-რამდენადაც ვიცი, აქამდეც აქტურად მუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, გვიამბე საკუთარი გამოცდილების შესახებ.

-მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასში ვარ, ჩემი საქმიანობა მოიცავს ტექნოლოგიურ და საფინანსო საკითხებს, რომელშიც უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მაქვს დაგროვებული.  თვითნასწავლი ვარ პროგრამირებაში, ბიზნესსა (ბუღალტერიაში, რისკების მართვაში და ა.შ) თუ ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა, მაგალითად – ფსიქოლოგია და  კომპიუტერული მეცნიერება.

2016 წლის გაზაფხულიდან 4-6 თვე ვმუშაობდი პროექტზე, რომლითაც „FinTech-სტარტაპის“ შექმნის მცდელობა მქონდა, თუმცა ეს პროექტი მზად არ აღმოჩნდა დაფინანსების ეტაპების წარმატებით გასავლელად, მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა წამოწყებები 2015 და 2014 წლებშიც მქონდა, თუმცა ბოლო პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

-კონკურსი ჯერჯერობით აქტიურ რეჟიმშია,  გვიამბე სამომავლო პერსპექტივებისა და შენი პირადი გეგმების შესახებ.

-პირადად ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ვაპირებ, აპლიკაციები ნიუ-იორკისა და პენსილვანიის 10 უნივერსიტეტში მაქვს გაგზავნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სტარტაპი იდეის ეტაპში აღარ იმყოფება და უკვე სერიოზულ განვითარების ნაბიჯებს დგამს. კონკურსის გამარჯვებით საშუალება მომეცემა დამატებითი ფინანსური სახსრები მოვიპოვო სტამბულში, ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემი სტარტაპის წარსადგენად, ამისათვის კი საჭიროა რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, რომელიც კონკურსის ოფიციალურ საიტზე 24-საათში ერთხელ მომცემს ხმას,  ხმის მიცემა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

მეცნიერებმა რეგენერაციის უნარის მქონე შუშის მასალა აღმოაჩინეს

აშკარაა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გატეხილი ეკრანით უწევს სხვადასხვა ოპერაციის შესრულება, „საიენს ალერტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისინი საუბრობენ, თუ როგორ აღმოაჩინეს რეგენერაციის უნარის მქონე ახალი მასალა.

როგორც ცნობილი გახდა, ერთ–ერთი  გამოკვლევის დროს, ტოკიოს უნივერსიტეტში წებოვანი ნივთიერების შესწავლისას სრულიად შემთხვევით მათ დაადგინეს, რომ შესაძლებელი გახდებოდა ამ ნივთიერების დახმარებით ახალი ეკრანების დამზადება, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით 21 გრადუს ცელსიუსზე 30 წამის განმავლობაში აღიდგენს პირვანდელ სახეს.

ერთ–ერთმა სტუდენტმა ამ ყველაფრის დასამტკიცებლად მრავალი ცდა და კვლევა ჩაატარა, როგორც ჩანს, მას შრომა დაუფასდა.

წყარო: Sciencealert.com

მასალაა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის

მოგეხსენებათ, 21-ე  საუკუნე, გამოგონებებისა და ინოვაციების მხრივ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია, ტექნოლოგიები, რომლებსაც ნელ-ნელა საზოგადოება ეუფლება, ეჩვევა, მომავალში ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება და ბევრ რამეს შეცვლის.

მეცნიერების აზრით, ინოვაციები აუცილებელია განვითარებისთვის, მაგრამ შესაძლოა ადამიანებს გაუჭირდეთ მათთან შეგუება, რადგან ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა რობოტი, რომელიც თავისით მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

,,საიენს ალერტმა“ შემოგვთავაზა მცირე ჩამონათვალი, სადაც ნახსენებია უკვე არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებას:

  1. მზრუნველი რობოტები
  2. ხელოვნური ინტელექტის მქონე ექიმები
  3. ჭკვიანი სახლები

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამსოფლიოსამართალი

როგორია დუბაის პოლიციის ახალი მანქანა

დუბაის პოლიციას სულ ახლახან შეემატა ინოვაციებით გამორჩეული მანქანა, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. იგი აღჭურვილია დრონით, რომელიც დახმარებას გაუწევს თვითმართვად მანქანას, რომელიც დუბაის ქუჩებში ივლის და წესრიგის კონტროლს შეეცდება.

მანქანის მართვა პოლიციის ოფიცერს შეეძლება პულტით, კომპიუტერის სახით, მაგრამ იგი არ არის გათვლილი დიდ სიჩქარეზე ანუ ჯერჯერობით მცირე იქნება მისი დატვირთვა, წვრილმან დარღვევებს გააკონტროლებს, ისეთ ადგილებში, სადაც რობოტს მისვლა არ შეეძლება-  დრონის საშუალებით დაინახავს, თუ რა ხდება.

დუბაის მმართველი ორგანოები ფიქრობენ, რომ ინოვაციური მოწყობილობა დიდ დახმარებას გაუწევს მათ წესრიგის დამყარებაში.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 53 54 55 56 57 90
Page 55 of 90