close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც აღჭურვილია ულტრაიისფერი ნათებით და COVID-19-თან კონტაქტის შემთხვევაში ანათებს. გამოგონება ეკუთვნის კიოტოს უნივერსიტეტის გუნდს და მათი მიზანია ოპერატიულად შევიტყოთ ინფორმაცია ვირუსის წყაროსთან ახლოს ყოფნისა და დაინფიცირების შესახებ.
ცხოველები კოვიდთან საბრძოლველად განსხვავებულ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. გუნდმა სირაქლემას კვერცხებიდან ამოღებული ანტისხეულების შემცველი, მანათობელი საღებავი განათავსეს ნიღაბზე. თუკი იგი ვირუსთან კონტაქტში შევა, ფილტრის დაბინძურებული ადგილები ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გაანათებს. პირველადი შედეგის მისაღებად მათ ექსპერიმენტი ვირუსით დაინფიცირებულ 32 ადამიანზე ჩაატარეს. მონაწილეებს სპეციალური ნიღბები მისცეს და აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ყველა მათგანმა გაანათა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გამოგონება მთავრობისგან ნებართვას მიიღებს და 2022 წლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდვა. თუმცა, ნებართვის მოთხოვნამდე დამატებითი ცდების ჩატარება იგეგმება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოტექნოლოგიები

საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად, დაინერგება ჩიპის ტექნოლოგია

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.

რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მაყურებლებისთვის მფრინავი ტაქსების ამუშავებას გეგმავენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზთან მფრინავი ტაქსების ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება. პროექტის მიზანი სულ მცირე ორი საჰაერო მარშრუტის შედგენაა, რომლითაც გულშემატკივრები ისარგებლებენ. შედეგად, პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს.

ტესტირებაში 30-მდე მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის Volocopter-ი, Airbus-ი, Vertical Aerospace and Ascendance-ი, Lilium-ი და Joby Aviation-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა გამოიგონა

12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა, Epistop გამოიგონა. იდეის განხორციელებაში მას ბაბუა, აკაკი გურჯიშვილი დაეხმარა, სწორედ ის მოგვიყვება პროდუქტის შესახებ.

საიდან გაჩნდა იდეა და არის თუ არა უკვე ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი?

ჩვენ ვისვენებდით ბაკურიანში. მოგეხსენებათ, ჰაერში ტენიანობის მომატებისას ცხვირიდან სისხლდენის რისკი იზრდება და ნიკოლოზსაც ანალოგიური რამ შეემთხვა, ხელთ კი არ გვქონდა ცივი საგანი, რომლის ძვალზე დადებითაც სისხლდენა შეწყდებოდა. ასეთი მოწყობილობა არსებობს, თუმცა მისი მაცივარში შენახვაა საჭირო.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ისეთი უსაფრთხო ნივთიერება, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებდა. ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებს მივმართეთ, რომლებმაც უფლება მოგვცეს,  ნივთიერება გამოგვეყენებინა. ტომრის გაჭყლეტის შემთხვევაში ის გარდაიქმნება ყინულად, -0,7 გრადუსამდე ცივდება და შემდგომ  მზადაა ცხვირის ძვალზე მოსათავსებლად. მისი გამოყენება ჭრილობების შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, ჩვენ უკვე დავიწყეთ ტრავმებისთვის უფრო მოცულობითი მოწყობილობის დამზადება. ასეთი ტომრები არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ შექმნილი ბევრად იაფი იქნება „ამაზონიდან“ და „იბეიდან“ გამოწერილ ტომრებთან შედარებით.

რაც შეხება უშუალოდ ცხვირის ტომარას, მისი ანალოგი არ არსებობდა, ჩვენ უკვე დაპატენტებაზეც შეგვაქვს განაცხადი. ტომარა უკვე ხელმისაწვდომია, მას თან ანოტაციაც ახლავს, მისი შეძენა „პსპ“-სა და „ავერსის“ აფთიაქებშია შესაძლებელი.

,,ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომრის“ გამოყენება უზრუნველყოფს:

  1. დროის კარგვას პირველადი სამედიცინო დახმარების ეტაპზე, ცხვირიდან სისხლდენების დროს.
  2. დაზარალებულების და თანმხლები პირებისთვის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი სანიტარულ – ჰიგიენური გარემოს შექმნას.
  3. პირველადი სამედიცინო დახმარების მაშველს მოქმედების გაიოლებას ამ ეტაპზე.
  4. კანის ქსოვილის მოსალოდნელი ტრავმის თავიდან აცილებას.
  5. დაზარალებულისთვის დამაკმაყოფილებელი ფსიქო – ემოციური გარემოს შექმნას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატექნოლოგიები

ისტორიაში პირველად, პილოტმა Airbus A340 ანტარქტიდის კონტინენტზე დასვა

საავიაციო კომპანია Hi Fly-იმ განახორციელა ისტორიაში პირველი წარმატებული დაშვება
ანტარქტიდის კონტინენტზე. Wolf’s Fang-ის საკუთრებაში არსებული ლურჯი ყინულის ასაფრენი
ბილიკი აღიარებულია C დონის აეროპორტად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ არის
აეროპორტი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სპეციალიზებულ ეკიპაჟს შეუძლია იქ ფრენა რთული
პირობების გამო. ბილიკი 3000 მეტრის სიგრძისაა.
კეიპტაუნიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან აფრენილი თვითმფრინავი 5 საათიანი ფრენისა და
2,800 მილის გავლის შემდეგ ყინულოვან ზედაპირს შეეხო. ადამიანების უმრავლესობა კონტინენტზე
გემით ხვდება, ამიტომ ისტორიაში პირველად, A340-ის დაშვება ანტარქტიდის კონტინენტზე
მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

რა არის მეტავერსი, რომლის განვითარებისთვის “ფეისბუქი“ ევროკავშირში 10 000 ადამიანის დაქირავებას გეგმავს?

კომპანია „ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს
დაასაქმებს.
„მეტავერსი“ არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და
კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული
რეალობის (AR) ტექნოლოგიების საშუალებით.
„ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ
შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.
კორონავირუსის პანდემიამ საოფისე შეხვედრების უმეტესობა ვირტუალურით
ჩაანაცვლა, რამაც გამოიწვია საკონფერენციო პროგრამების ზრდა, როგორიცაა Zoom, და
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ ამ ცვლილების კაპიტალიზაციას.
ევროკავშირში ახალი სამუშაო ადგილები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება
და მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები დასაქმდებიან.
„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტავერსის“ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი
დასჭირდება.

წყარო : Reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

კანადელმა ბავშვმა ექთნებისთვის ნიღბის დამჭერები გამოიგონა

პანდემიის დაწყებიდან ინტერნეტ სივრცეში ექიმებისა და ექთნების ბევრი ფოტო გამოჩნდა სახეზე
სისხლჩაქცევებით, რაც გამოწვეული იყო სამედიცინო ნიღბის დიდი ხნის განმავლობაში
გამოყენებით. 13 წლის კანადელმა ბიჭმა ფოტოების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა ნიღბის დამჭერები
შეექმნა 3-D პრინტერის გამოყენებით.
ნიღბის დამჭერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრინტერი
24/7-ზე მუშაობს ამჟამად, რომ შეერთებულ შტატებში, კანადასა და მთელ მსოფლიოში შეძლოს
შეკვეთების დაკმაყოფილება. ნიღბის დამჭერი ეხმარება მფლობელს დაარეგულიროს სამედიცინო
ნიღბის თასმა. როგორც ბიჭი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს დახმარება გაუწიოს
ადამიანებს, რომლებიც თავიანთ დროს ხარჯავენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში და პანდემიის
დაძლევაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Subaru-მ Toyota-თან ერთად შექმნილი პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი წარადგინა

იაპონურმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Subaru-მ თავისი პირველი
სრულად ელექტრო ავტომობილი (EV), Solterra, წარადგინა.
Subaru ავტომობილის შექმნის პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა
მის უმსხვილეს აქციონერთან, Toyota Motor Corp-თან ერთად.
Solterra-ს წინა წამყვან თვლებიანი მოდელის სვლის მარაგი 530 კმ-ია, ხოლო
სრულამძრავიან ვერსიას ერთი დამუხტვით 460 კილომეტრის გავლა შეუძლია.
Toyota, ჯერჯერობით, Solterra-ს იაპონიაში წარმოებას დაიწყებს. იმ შემთხვევაში
კი, თუკი გაყიდვების საკმარისი მოცულობა იქნება მიღწეული, Subaru-მ,
შესაძლოა, წარმოება თავის მთავარ ბაზარზე, შეერთებულ შტატებში
გადაიტანოს.
Toyota, ჰიბრიდული ელექტრო მანქანების პიონერია, თუმცა სრულად ელექტრო
ავტომობილების ბაზარზე მოგვიანებით შევიდა.
კომპანია ასევე გეგმავს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ავტომატური
ბატარეების წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად 13.5 მილიარდი აშშ
დოლარი დახარჯოს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაისტორიასაქართველოტექნოლოგიები

Georgian Liberty – მოზარდების შექმნილი საიტი ოკუპაციაზე

სამმა 15 წლის მოზარდმა შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შესახებ ორენოვანი
საიტი, სახელად Georgian Liberty. საიტზე შეგვიძლია კითხვებზე პასუხების პოვნა, თუ როდის და
როგორ დაიწყო ომი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში? რა ვითარებაა დღეს ამ ტერიტორიებზე?
როგორ მოვედით აქამდე?

საიტის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კითხვებზე შესაბამისი პასუხები დასჭირდათ.
პლათფორმაზე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სისტემურად თავმოყრილი, რეალურ ფაქტებზე

დაფუძნებული ინფორმაცია მარტივად აღსაქმელი ვიზუალური მხარით. მოზარდების თქმით: “ერთ-
ერთი მიზეზი, რატომაც დავიწყეთ ეს პროექტი, სწორედ ის იყო, რომ თაობათა ცვლის პროცესში არ

დაიკარგოს ეს ინფორმაცია და არ დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილია”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიტექნოლოგიები

Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს 🏛

კომპანია Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს.

პროექტი ხელმისაწვდომია როგორც მობილურ ტელეფონიდან (Google Play და App Store), ასევე პერსონალური კომპიუტერიდან.

მომხმარებლებს შეუძლიათ, შეისწავლონ ქალაქის ძეგლები და არქიტექტურა, ასევე გაეცნონ ანტიკური ოლიმპიური თამაშების ჩატარების ისტორიას. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია აუდიოგიდი, რომელიც პირველ ეტაპზე ინგლისურად და ბერძნულადაა ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 91
Page 21 of 91