როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფმა ლითონის ჩაუძირავი კონსტრუქციების პროტოტიპი შექმნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოგონების იდეა ამერიკელმა მეცნიერებმა წყლის ობობების და შხამიანი ცეცხლოვანი ჭიანჭველებისგან ისესხეს, რომელთა სხეულებსაც წყლის უკუმბიძგება შეუძლიათ.
მეცნიერებმა ლითონის ზედაპირზე სპეციალური მიკროსკოპული უზორი მოათავსეს, რომელიც მას დასველების საშუალებას არ აძლევს და ერთგვარ ჰაერის ბალიშს ქმნის. ამის გამო კონსტრუქცია წყლის ზედაპირზე რჩება, მაშინაც კი, როცა მასში რამდენიმე ხვრელია.
პირველი ცდების შედეგები მეცნიერებმა ჟურნალ Applied Materials and Interfaces-ში გამოაქვეყნეს. გამოგონების ავტორებს იმედი აქვთ, რომ მომავალში მათი იდეა კაცობრიობას ჩაუძირავი ხომალდების შექმნაში დაეხმარება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”










აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, ამერიკული საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელსაც მსოფლიო ალექსანდრე ქართველის სახელით იცნობს, ცნობილი იურისტის – მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში, 1896 წელს დაიბადა და ჯერ გიმნაზიის, შემდეგ კი, იუნკერთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ის პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს არტილერისად, რამაც ახალგაზრდას ინტერესი ავიაციისადმი გააღრმავა.













