close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტი წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტი  წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პროექტი ადამიანის დეტალური მახასიათებლების ხელოვნურ ინტელექტში „ჩატვირთვას” გულისხმობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მაქსიმალურად რეალისტური კომუნიკაციის დამყარება, მათ შორის ვიდეოგამოსახულებით.

„დაიწყეთ თქვენი მშობლების, საყვარელი ადამიანების რეგულარულად ჩაწერა. საკმარისი ტრანსკრიპტის მონაცემებით, ხმის სინთეზით და ვიდეო-მოდელებით, არსებობს 100%-იანი ალბათობა, რომ ისინი სამუდამოდ იცხოვრებენ ფიზიკური სხეულის დატოვების შემდეგ. შესაძლებელია ამის საშუალება წლის ბოლომდე უკვე არსებობდეს” – წერს “სილიკონის ველის” კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, პატრიკ დესაი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის, TruthGPT-ის შექმნას გეგმავს

უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომლის სახელწოდება TruthGPT იქნება და ის კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის ხელოვნურ ინტელექტებს გაუწევს.

მასკის განმარტებით, TruthGPT-ს მთავარი დანიშნულება სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების აღმოჩენა და შეკითხვებზე დანამდვილებით სწორი პასუხების გაცემა იქნება, რაც ამ ეტაპზე OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT-ის ინტერესებში არ შედის.

„ეს იქნება მაქსიმალური ჭეშმარიტების მაძიებელი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეეცდება სამყაროს ნამდვილი ბუნება შეისწავლოს. ვიმედოვნებ, რომ TruthGPT უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ზიანს“, – ამბობს მილიარდერი მეწარმე.

ხელოვნური ინტელექტის შექმნის გარდა, ილონ მასკი ახალი სუპერ აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს, რომლის სახელწოდება “X” იქნება. ამ მიზნის მისაღწევად მასკმა უკვე შეიძინა სოციალური პლატფორმა Twitter-ი და შესაბამისი სახელწოდების კომპანიაც დაარეგისტრირა – X Corporation.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მასკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მძლავრი კომპიუტერები და ვიდეო ბარათები შეიძინეს, მათ შორის NVIDIA-ს ისეთი ჩიპები, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გამოიყენება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

მეცნიერებმა სუპერგამტარი მასალა აღმოაჩინეს, რომელმაც ენერგეტიკაში, შესაძლოა, სრული რევოლუცია მოახდინოს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მასალა, რომელმაც შეიძლება მთელი მსოფლიო შეცვალოს.
მკვლევარები ამბობენ, რომ მათ შექმნეს სუპერგამტარი მასალა, რომელიც მუშაობს საკმარისად დაბალ ტემპერატურასა და წნევაზე იმისთვის, რომ პრაქტიკულ სიტუაციებში რეალურად გამოიყენონ.
ახლადაღმოჩენილ მასალას აქვს თვისება, რომელსაც მეცნიერები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებენ : დაამზადონ მასალა, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემა წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია.
ამ აღმოჩენამ შეიძლება მეცნიერები მიიყვანოს ისეთი ელექტრო ქსელების შექმნამდე, რომლებსაც შეუძლიათ შეუფერხებლად გადასცენ ენერგია და დაზოგონ 200 მილიონ მეგავატ საათამდე, რომელიც ამჟამად წინააღმდეგობის გამო იკარგება. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ბირთვულ შერწყმას, დიდი ხნის ნანატრ პროცესს, რომელსაც უზარმაზარი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია.
მასალას, მისი ფერის გამო, “reddmatter” უწოდეს. მეცნიერთა ჯგუფმა მასალა დედამიწის იშვიათი ლითონის ლუტეციუმის წყალბადთან და აზოტის მცირე ნაწილთან შერევით დაამზადა, ამის შემდეგ კი რეაქციისთვის ორი-სამი დღის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე დატოვეს.
ნაერთი ლურჯი ფერის გამოვიდა, მაგრამ შემდეგ მაღალი წნევის წნეხის შედეგად, მიაღწია რა ზეგამტარობას, ის ვარდისფერად გადაიქცა შემდეგ კი მკვეთრი წითელი გახდა.
სამუშაოდ, მასალას ჯერ კიდევ სჭირდება 20,5 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელება და დაახლოებით 145 000 პსი-მდე (ფუნტი კვადრატულ დუიმზე) შეკუმშვა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე სხვა მსგავსი მასალები.
კვლევაში ჩართული მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს იქნება ახალი ეპოქა სუპერგამტარი მასალების პრაქტიკული გამოყენებისთვის.
ახალი მასალი აღწერილია Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ვიტამინი, რომელიც სიზმრების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, იცით, რომ სიზმარი ნახეთ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები გახსოვთ, ან საერთოდ ვერ იხსენებთ, რა დაგესიზმრათ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Perceptual and Motor Skills-ში” გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის წინ B6 ვიტამინის აბების დიდი დოზით მიღება ადამიანებს სიზმრის დამახსოვრებაში ეხმარება.
ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 100 ადამიანზე ცდა ჩაატარეს. მათგან ნახევარს 5 დღის განმავლობაში 240 მგ B6 ვიტამინის აბს ასმევდნენ, მეორე ნახევარს კი – პლაცებოს.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც B6 ვიტამინს ასმევდნენ, სიზმრები კარგად ამახსოვრდებოდათ იმათთან შედარებით, ვინც პლაცებოს სვამდა. აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ადამიანების არცერთმა ჯგუფმა არ იცოდა, რა მედიკამენტს ღებულობდა.
მონაწილეთა განცხადებით, მათი სიზმრები „ნათელი და ადვილად დასამახსოვრებელი“ იყო და „ფრაგმენტებს“ არ კარგავდნენ.

„ჩემი სიზმრები იმდენად რეალური იყო, ერთი სული მქონდა, დამეძინა და სიზმარი დამსიზმრებოდა,“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ნაყოფიერი სიზმარი
,,Scientific American-ში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სიზმარი რთულად გასახსენებელია, ვინაიდან პროცესები, რომელიც გრძელვადიან მახსოვრობას უწყობს ხელს, ძილის დროს შეჩერებულია. მაგალითად, ძალიან დაბალია ნეიროტრანსმიტრის ნორიპინეფრინის დონე, რომელიც აუცილებელია რაიმეს დასამახსოვრებლად.
ადამიანი ცხოვრების მანძილზე სიზმარში საშუალოდ 6 საათს ატარებს. ასე რომ, თუკი სიზმრების მართვას ვისწავლით, მათ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ. მაგალითად, როცა სიზმარში ვიცით, რომ სიზმარში ვართ, ეს ღამის კოშმარებისა ფობიების დამარცხებაში დაგვეხმარება.

წყარო
: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

დაავადება, რომელმაც 16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი გაანადგურა

მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ იმ სასიკვდილო ეპიდემიის მიზეზი, რომელმაც მე-16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი  გაანადგურა.

კვლევა ორიოდე დღის წინ ოფიციალურად გამოქვეყნდა.

1545-1550 წლების ეპიდემიის მსხვერპლთა კბილებიდან მოპოვებული უძველესი დნმ-იდან ირკვევა, რომ 15 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი სალმონელელა ენტერიკაა, ბაქტერია, რომელიც ტიფოზურ ციებ-ცხელებასთანაა დაკავშირებული. 

,,ცხელება იყო გადამდები, უმეტესწილად ლეტალური, დაავადებულს ენა უშრებოდა და უშავდებოდა და წყურვილის არანორმალური შეგრძნება ჰქონდა. დაავადებული შარდის ფერი მწვანე იყო, ან შავი, პულსი – გახშირებული ან შესუსუსტებული – ხანდახან ნულოვანი”, ასე აღწერს ფრანცისკანელი მონაზონი დაავადებას 1576 წელს.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულუბს აღენიშნებოდათ დელირიუმი, დიზენტერია, კრუნჩხვები და გაუსაძლისი სისხლდენა და ღებინება.

ეპიდემიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაავადებასთან აკავშირებდნენ. თუმცა ახლა, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მოიპოვეს პირველი რეალური მტკიცებულება დნმ-ის საშუალებით.

მექსიკის ქალაქ მიქსტეკიდან ასობით წლის წინ დამარხული ადამიანების 30 ჩონჩხი ამოთხარეს.

დნმ-ის სკრინინგის უახლესი ტექნოლოგიის – Meta Genome Analyser Alignment Tool-ის საშუალებით, მკვლევარებმა ენტერიკას შტამი, სახელად Paratyphi C, აღმოაჩინეს.

აღმოჩენა შთამბეჭდავია და მნიშვნელოვანია სამომავლო კვლევებისთვის. მეცნიერების განმარტებით, ,,აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს იძლევა განვაცხადოთ, რომ MALT- ის ალგორითმის წყალობით, მომავალში წარსული დაავადებების მიზეზების დადგენა იქნება შესაძლებელი”.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს

„კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს. ინფორმაცია მათი კვლევის შესახებ ვებგვერბ wize.life-ზე გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორთა თქმით, რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.

ამ ჰიპოთეზას მეცნიერები მიკრობიომის გადაცემის შესაძლებლობით ხსნიან. მიკრობიომი არის ტრილიონობით მიკროორგანიზმის ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის კანზე და შიდა ორგანოებში არსებობს. მიკრობიომში შედის არა მხოლოდ ბაქტერიები, არამედ სოკოვანი ინფექციები და ვირუსებიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორი ადამიანის კონტაქტის ან ერთ სივრცეში ყოფნის დროს მიკრობიომი შესაძლოა ერთი მათგანისგან მეორეზე გადავიდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს „არაინფექციურად“ მიიჩნევს.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა პატარა მიკროსკოპი შექმნეს, რომელსაც ძუძუს კიბოს მკურნალობის დაჩქარება შეუძლია

ბრიტანელმა მეცნიერებმა პაწაწინა მიკროსკოპი შექმნეს, რომლის მანევრირება შესაძლებელია სხეულის შიგნით მცირე სივრცეებში ოპერაციის დროს. მიკროსკოპის შემქმნელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა ძუძუს კიბოს მკურნალობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ენდომიკროსკოპი, რომლის დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლებია, შექმნილია სხეულში შესაყვანად, რათა უზრუნველყოს ქსოვილებისა და ორგანოების დათვალიერება. მისი შემქმნელების მტკიცებით, მოწყობილობას შეუძლია ქსოვილის შიგნიდან სურათების შექმნა “უპრეცედენტო სიჩქარით”.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ენდომიკროსკოპი დაეხმარება ქირურგებს მილიმეტრის მეასედი ზომის კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებაში ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდები და ეს ხელს შეუწყობს შემდგომი ოპერაციების საჭიროების შემცირებას სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად, რომელთა აღმოჩენა ადრე ვერ მოხერხდა.
სტატისტიკის თანახმად, პაციენტების 20%-მდე, რომლებიც მკურნალობენ მკერდის შემანარჩუნებელი ქირურგიით, ამჟამად ასეთ ოპერაციებს საჭიროებენ.
მეცნიერები ასევე ირწმუნებიან, რომ მოწყობილობის გამოყენება ქირურგებს დაეხმარება სიმსივნეების გარშემო საეჭვო ქსოვილის იდენტიფიცირებაში ძალიან სწრაფად და ზუსტად, რადგან ენდომიკროსკოპს წამში 120 კადრის წარმოქმნა შეუძლია.
მკვლევარებმა თავიანთი სისტემა ადამიანის კიბოს ქსოვილზე წინასწარი კვლევებისთვის გამოიყენეს და ახლა ამოწმებენ მის გამოყენებას ქირურგებისა და პათოლოგისტების მიერ კიბოს ქსოვილის ლაბორატორიულ ნიმუშებზე.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Lay’s-მა ჩიფსებით დასვრილი თითების სარეცხი მანქანა შექმნა

კომპანია Lay’s-მა შექმნა „სარეცხი მანქანა“, რომელიც ჩიფსებით დასვრილი თითებიდან ცხიმსა და ჩიფსების ნარჩენებს სპირტით აშორებს.

„სარეცხი მანქანის“ სიმაღლე 15 სანტიმეტრი, სიგანე კი 11 სანტიმეტრია.

პირველ ეტაპზე კომპანია მხოლოდ 5 გაჯეტს გამოუშვებს.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ვირთხებს დაუმაგრებენ და ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად გამოიყენებენ

ბელგიურმა არაკომერციულმა კომპანია APOPO-მ შექმნა მიკროზურგჩანთა, რომელიც ვიდეოკამერით, მიკროფონითა და GPS-ითაა აღჭურვილი. მოწყობილობას ვირთხებზე დაამაგრებენ და ინოვაციური მეთოდით ეცდებიან მიწისძვრის ან სხვა შემთხვევათა გამო, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას, – ამის შესახებ CNN-იწერს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სიახლე მნიშვნელოვნად დაეხმარება სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

მკვლევარებს მღრღნელები ჯერ კიდევ ვარჯიშის ადრეულ ეტაპზე ჰყავთ. მათ შემდეგი ქცევის დასასწავლად წვრთნიან: ვირთხამ უნდა შეძლოს ოთახში ადამიანის პოვნა, დააწკაპუნოს ჟილეტის წინა ნაწილზე განთავსებულ სიგნალის ღილაკზე და დაბრუნდეს უკან, გაშვების ადგილისკენ იმ მოლოდინით, რომ წასახალისებლად, რაიმე სასუსნავით დაჯილდოვდება.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიატექნოლოგიები

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი რობოტი თევზი შექმნეს, რომელიც წყალს ნარჩენებისგან გაწმენდს

მეცნიერებმა „რობო-თევზის“ კონცეპტი, რომელმაც სარის უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა, რეალობად აქციეს. ამის შესახებ სარის საგრაფოს უნივერსიტეტი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერს.

„წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასით, უდიდესი პრობლემაა. ამით არა მხოლოდ ოკეანე, არამედ მდინარეები, ნაკადულები, ტბები და ტბორები იტანჯებიან. ეს გამოგონება კი ყველა პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა სარის საგრაფოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტმა და ამავე უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსის გამარჯვებულმა ელეანორ მაკინტოშმა.

„ჩემი დიზაინი მრავალფუნქციურობაზე იყო მომართული. რა არის იმაზე უკეთესი წყალში პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე ის არსება, რომელიც ისედაც წყლის ბინადარია.
რობო-თევზს აქვს ლაყუჩები, რომელსაც ცურვისას წყლის გასაფილტრად იყენებს. ნაკეთობა ორაგულის ზომისაა. თევზები გარემოსთან ადაპტირებულები არიან და მათი ლაყუჩები ბუნებაში საოცარი მექანიზმია, რომ წყალი ჟანგბადისგან გაფილტროს, ამიტომ ჩემი დიზაინი სწორედ ამ პრინციპით შევქმენი. რობო-თევზის ლაყუჩები მიკრო პლასტმასის გაფილტვრის პრინციპს მოვარგე“, – განაცხადა მაკინტოშმა.

რობოტი წყალქვეშ თავისი კუდისა და ფარფლების დახმარებით მოძრაობს და მუდმივად პირი ღია აქვს, რომ მოახერხოს წყლისა და მიკრო-პლასტმასის დაჭერა. როდესაც ღრმული ივსება, რობოტი პირს ხურავს და ლაყუჩებიდან უკვე გაფილტრულ წყალს უშვებს, ხოლო პლასტმასის ნარჩენებს იტოვებს.

50 სანტიმეტრის სიგრძის რობო-თევზს უკვე შეუძლია დააფიქსიროს პატარა ზომის, 2 მილიმეტრიანი ზომის პლასტმასაც. ამჟამად არსებული პროტოტიპი დისტანციურ მართვის პულტთანაა დაკავშირებული.

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 91
Page 17 of 91