close

მედიცინა

მედიცინა

ნარკოდამოკიდებულებს ე.წ. „ლომკის“ მოსახსნელად ტვინში სპეციალურ იმპლანტს უდგამენ

ამერიკელი ექიმები ნარკოტიკებზე დამოკიდბულ პაციენტებს ე.წ. „ლომკის“ მოსახსნელად ტვინში სპეციალურ იმპლანტს უდგამენ.

ერთ-ერთი ბოლო ქირურგიული ოპერაცია ექიმებმა აშშ-ში, ვირჯინიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 33 წლის ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრადას 1 ნოემბერს ჩაუტარეს.

ოპერაციამდე პაციენტებს ტვინის რამდენიმე სკანირება უტარდებათ, ოპერაციის  დროს ექიმები ქალაზე პატარა ხვრელს აკეთებენ  და 1 მილიმეტრიან ელექტროდს პაციენტის თავის ტვინის იმ ნაწილში დგამენ, რომელიც დამოკიდებულებისა და თვით-კონტროლის იმპულსებს აკონტროლებს. ბატარეას ლავიწის ძვლის ქვეშ ათავსებენ და ექიმთა და ფსიქოლოგთა გუნდი ტვინის მოქმედებას დისტანციურად აკონტროლებს. ისინი აკვირდებიან, ხდება თუ არა „ლომკის“ რეციდივი. პაციენტები მონიტორიგნის ქვეშ 2 წლის განმავლობაში უნდა დარჩნენ.

„დამოკიდებულება კომპლექსურია, რომელიც სოციალურ დინამიკასა და გენეტიკურ ელემენტებს მოიცავს, ამიტომ ზოგიერთი ადამიანის ტვინი ნელა შეიცვლება და უფრო ძლიერი „ლომკაც“ ექნებათ,“ – აცხადებენ ექიმები.

ე.წ. ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) აშშ-ში ისეთი დაავადებების სამკურალოდ არის დამტკიცებული, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ეპილეპსია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ კი DBS-ის გამოყენება პირველად მოხდა. მსოფლიოში ტვინის იმპლანტით დაახლოებით 180,000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო : bbc

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

გერმანელი სტომატოლოგი მსოფლიოში ყველაზე გრძელი კბილის ამოღებისთვის გინესის რეკორდსმენი გახდა

გერმანელი სტომატოლოგიმაქს ლუკასი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი კბილი ამოიღო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა.

გერმანიის ქალაქ ოფენბახში დანტისტმა პაციენტს, რომელიც კბილის აუტანელი ტკივილით იტანჯებოდა, 37.2 მილიმეტრი სიგრძის კბილი ამოუღო.

აღსანიშნავია, რომ კბილის თითქმის სამ-მეოთხედს ფესვი წარმოადგენდა.

ექიმმა კბილის ექსტრაქცია 2018 წელს განახორციელა, თუმცა გინესის წიგნში შესატანად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, განხილვასა და კბილის შემოწმებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რას დაავადებებს იწვევს ადამიანის ფილტვებში დაგროვებული ცხიმი?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების ფილტვებში, რომლებსაც გადაჭარბებული წონა ან სიმსუქნე აწუხებთ, ცხიმი გროვდება. კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ცხიმოვანი ქსოვილები სასუნთქი გზების კედლებს ეკვრის და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. რაც, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში ანთების, მოგვიანებით კი ქშინვისა და ასთმის განვითარებას იწვევს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ასთმის განვითარება სიმსუქნესთან აქამდეც იყო დაკავშირებული, თუმცა ამას მძიმე წონის მიერ ფილტვებზე განხორციელებული პირდაპირი ზეწოლით, ან გადაჭარბებული წონის შედეგად განვითარებული ანთებით ხსნიდნენ. ის, რომ ასთმის განვითარებას შესაძლოა ფილტვებში დაგროვილი ცხიმი იწვევდეს, მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანების ფილტვებში 1,373 სასუნთქი გზის სტრუქტურები გამოიკვლიეს. გამოკვლეული 52 ადამიანისგან 15-ს ასთმა არ ჰქონდა, 21-ს ჰქონდა, მაგრამ სხვა მიზეზით გარდაიცვალა, 16-ის გარდაცვალების მიზეზი კი ასთმა იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის ადამიანების ფილტვებში ცხიმი იყო დაგროვილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული შედეგებია მნიშვნელოვანია იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რამდენადაა ის დაკავშირებული სასუნთქი გზების დაავადებების გაჩენასთან, უკვე დაავადებული ადამიანების მდგომარეობას კი მნიშვნელოვნად აუარესებს.

მეცნიერები აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ადამიანის ჩანასახს რეპტილიების მსგავსი ხელის კუნთები აქვს

ახლახანს ჩატარებულმა სამედიცინო სკანირებამ აჩვენა, რომ ჩვილებს დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს რეპტილიის მსგავსი ხელის კუნთები აქვთ, რომელთა უმეტესობა დაბადებამდე ქრება.

ბიოლოგები აცხადებენ, რომ ეს კუნთები ადამიანებს 250 მილიონი წლის წინ გაუჩნდათ,  რეპტილიების ძუძუმწოვრებად გადაქცევის პერიოდში.

მეცნიერები ვერ ხსნიან, რატომ უჩნდებათ ეს კუნთები ადამიანებს, ან რატომ უქრებათ დაბადებამდე.

ბიოლოგები აცხადებენ, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვას, რატომ არის ცერა თითი, რომელსაც დამატებითი კუნთი აქვს, სხვა თითებთან შედარებით მოქნილი.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ბავშვი დამატებითი თითით ან ხელის კუნთებით იბადება. ბიოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანის დაბადებამდე ზოგჯერ ყველა დამატებითი, რეპტილიის მსგავსი კუნთი არ ქრება. მათი ვარაუდით, კუნთების ნაწილის შენარჩუნება შესაძლოა კიდურების დეფორმაციის შემთხვევებთან იყოს დაკავშირებული.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სისხლის კიბოს მკურნალობის ექსპერიმენტულმა თერაპიამ დადებითი შედეგი აჩვენა

კომპანია Bristol-Myers Squibb-მა განაცხადა, რომ მის მიერ შეძენილმა კიბოს ექსპერიმენტულმა თერაპიამ კლინიკური ცდის დროს დადებითი შედეგი აჩვენა.

კომპანია აცხადებს, რომ აპირებს, თერაპიის სისხლის კიბოს მკურნალობაში გამოსაყენებლად წლის ბოლომდე  აშშ-ს შესაბამის სამსახურებს მის დასამტკიცებლად მიმართოს.

მკურნალობა ლიზოცელი( liso-cel) ახალი ტიპის იმუნოთერაპიაა, რომელიც CAR-T უჯრედების თერაპიის სახელითაა ცნობილი. მკურნალობა ითვალისწინებს პაციენტებისგან იმუნური უჯრედების ამოღებას, გენური ინჟინერიის გამოყენებით ისე გადაწყობას რომ კიბო უკეთ აღმოაჩინოს და შეებრძოლოს, შემდეგ კი პაციენტების სხეულში დაბრუნებას.

თერაპია 300-მდე პაციენტში გამოსცადეს. პაციენტთა ¾-ს შედეგი პირველივე მკურნალობისას ჰქონდა, ხოლო მათგან 53 პროცენტს კიბოს ნიშანი საერთოდ აღარ აღენიშნებოდა.

დამტკიცების შემთხვევაში „ლიზო-სელს“ მოუწევს უკვე დამტკიცებული  CAR-T უჯრედების თერაპიის Kymriah-ისთვის კონკურენციის გაწევა.

კლინიკური ცდის შედეგი კომპანია Bristol-Myers Squibb-მა ორლანდოში გამართულ ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინა.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთში ზღვის მცენარეების შემადგენლობით ალცჰაიმერის წამალი შექმნეს

ჩინეთის ხელისუფლებამ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ეს ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველი ახალი წამალია, რომელიც კოგნიტური აშლილობის სამკურნალოდ არის შემუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის წამლის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადების თანახმად, ზღვის მცენარეებზე დაფუძნებული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის მკურნალობის დროს. პრეპარატს Oligomannate ჰქვია.

წამლის დამტკიცება პირობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პრეპარატის გაყიდვა მისი დამატებითი კლინიკური კვლვების პარალელურად, თუმცა ხელისუფლება მკაცრად განახორციელებს წამლის მონიტორინგს.

ოქტომბრის მეორე ნახევარში ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Biogen-მა განაცხადა, რომ შექმნა პირველი მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ანელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ბერძენი ექიმი, რომელმაც 15.000 ბავშვს გულის ოპერაცია უფასოდ ჩაუტარა

ავქსენტიოს კალანგოსი ბერძენი კარდიოლოგია, რომელმაც თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და დევიზად აქცია სიტყვები: “ეცადე იყო ის, ვინც სხვებს შესთავაზებს.” კალანგოსს მთელი მსოფლიოდან 15.000 ბავშვისთვის ოპერაცია უფასოდ აქვს ჩატარებული. მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი “გულები ყველასთვის”.

მსოფლიოში 7 მილიონი ბავშვია, რომელსაც გულის ოპერაცია ესაჭიროება.

ეს საოცარი ადამიანი ნამდვილი ჰუმანიზმის დიდი მაგალითია. მას უამრავი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ”თანამედროვე მედიცინის მისიონერის” ტიტული.

თუმცა მისთვის სახელი, ფული და დიდება მნიშვნელოვანი არ არის. ექიმი ავქსენდიო კალანგოსი ცხოვრობს იმისთვის, რომ ბავშვების სიცოცხლე იხსნას, დაუბრუნოს ღიმილი მათ, ვინც გულის სერიოზული პრობლემებით იტანჯება.

უნივერსიტეტი 23 წლის ასაკში, სტამბოლში დაამთავრა. ამბობს, რომ უყვარს დარიჩინის სურნელი და ოფისში ყოველთვის აქვს ბოთლით, რადგან ეს მას კონსტანტინოპოლს ახსენებს.

ექიმის მამა ფიზიკოსი იყო, რომელიც პედიატრიულ კლინიკაში, თურქეთში მოღვაწეობდა. კალანგოსი მამის გზას გაჰყვა და ცხოვრების მიზნად დაისხა ემუშავა, მაგრამ არა ფულისთვის. ის 2004 წელს გარდაიცვალა. ის იყო ადამიანი, რომელსაც თურქები დღესაც იხსენიებენ, როგორც ”ადამიანს, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეეძლო.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რატომ იღუპებიან ადამიანები „ვეიპინგთან“ დაკავშირებული ფილტვის ამოუცნობი დაავადებისგან ?

ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული ფილტვის ამოუცნობი დაავადებისგან მსოფლიოში მეექვსე, აშშ-ის კანზასის შტატში კი პირველი ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ექვსი გარდაცვლილი პაციენტიდან ოთხი საშუალო ან საშუალოზე მეტი ასაკისაა.

ამერიკის 33 შტატში ფილტვის ამოუცნობი დაავადების 450-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს ფედერალური სამსახურები სწავლობენ.

გამოძიებას ჯერ-ჯერობით არ დაუდგენია ერთი რომელიმე ელექტროსიგარეტის სახეობა, რომელიც ყველა შემთხვევასთანაა დაკავშირებული, თუმცა დადგინდა, რომ ყველა გარდაცვლილი სითხიანი ელექტროსიგარეტის მომხმარებელი იყო. ეს სითხე კი, როგორც ცნობილია, კანაბინოიდურ ნივთიერება THC-ს ) (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შეიცავს, რომელიც მარიხუანას აქტიური ინგრედიენტი გახლავთ. 

მკვლევარები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, რომელიც დამბინძურებლები იწვევენ ფილტვის ამ უცნაურ, ფატალურ დაავადებას, ვარაუდობენ, რომ ძირითადი „დამნაშავე“ შავ ბაზარზე არსებული „გამასქელებელი აგენტებია“, რომლებიდ დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს შეიცავენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომხმარებლებს მოუწოდებს, ვიდრე მეტი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი, ელექტრო სიგარეტისთვის საჭირო სითხეების ქუჩებში შეძენისგან თავი შეიკავონ.

კვლევის თანახმად, აშშ-ში 2011-2015 წლებში სკოლის მოსწავლეებში ვეიპინგი 900%-ით გაიზარდა. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ მოუწოდა, არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან ბრძოლის მიზნით ის ათასობით არომატიზატორი აკრძალოს, რომელიც ელექტროსიგარეტებში გამოიყენება და მოამზადოს გაიდლაინი, რომელიც ბაზრიდან თამბაქოს გარდა ელექტროსიგარეტის ყველა არომატიზატორის ამოღებას გაითვალისწინებს.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ ვითარდება ჰემატომა და რა სიმპტომები ახასიათებს?

 ჰემატომა არის სისხლის დაგროვება ქსოვილებში სიმსივნის ან კისტის სახით, რომელიც ვითარდება სახსრის დაზიანებისა და მთლიანობის დარღვევის შედეგად.  სხეულის ამა თუ იმ უბნის შესიება, რომელიც ვლინდება ტრავმის შემდეგ. ზედაპირულად განლაგებული ჰემატომის შემთხვევაში თვალით ადვილად შესამჩნევია სიმსივნური წარმონაქმნი, რომელზეც კანს აქვს  მეწამული ან მომწვანო – მოყვითალო ელფერი, ხოლო პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა და ფლუქტუაცია.

ტრავმის შემდეგ, სწრაფადვე ცივი საფენები უნდა დაიდოთ, 2 – 3 დღის შემდეგ სითბო, კომპრესები, მალამოს გამწოვი ნახვევებია საწირო. სისხლის დიდი რაოდენობით დაგროვებისას –  სახსრის პუნქცია და შიგთავსის ასპირაცია, ინფიცირების და აბსცესის წარმოქმნის შემთხვევაში – გაკვეთა და შიგთავსის მოცილება.

სხვა განმარტებებით,  ჰემატომა  – ესაა სისხლის შემოფარგლული დაგროვება, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვთა დაზიანებებისას.

ჰემატომა – ქსოვილებში სისხლძარღვებიდან გამოდენილი სისხლის დაგროვება. ეს ადგილი შესიებული, ჩალურჯებული და მტკივნეულია. ვითარდება ძირითადად ტრავმული დაზანებებისა და ჰემორაგიული ანთების დროს.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

რასებს შორის ზღვარი პირობითია! – დნმ-ის ანალიზი Momondo–ს ექსპერიმენტში

Momondo–მ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 67 სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანებს მეტი გაეგოთ თავისი წარმომავლობის შესახებ და შესაბამისად, იმ ქვეყნების მიმართ გასჩენოდათ ინტერესი, რომელზეც მანამდე უარყოფითად ფიქრობდნენ, ან საერთოდ არ აინტერესებდათ.

ექსპერიმენტის დასაწყისში მონაწილეები თავიანთი წარმომავლობის შესახებ გამოკითხეს, ასევე დაუსვეს კითხვა, ვის მიმართ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ კარგად იცნობენ თავიანთ “ფესვებს”. ექსპერიმენტის ფარგლებში, ყველა მონაწილემ გაიკეთა დნმ–ის ანალიზი.

ორი კვირის შემდეგ ყველა ერთ დარბაზში შეიკრიბა შედეგის მოსასმენად. აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება იყო დარწმუნებული საკუთარ წარმომავლობაში, ფაქტობრივად, არ არსებობს “სუფთა რასა” და ყველა ჩვენგანი იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე გვგონია.

პასუხები იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ზოგმა ცრემლებიც ვერ შეიკავა, მაგრამ ყველამ გამოთქვა სურვილი გაეცნო იმ ქვეყნების კულტურა, რომლებიც მანამდე მტრად მიაჩნდათ ან არაფრად აგდებდნენ.  ასე გააქრო საზღვრები ტურისტულმა ოპერატორმა და დაანახა ადამიანებს, რომ  მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგვაახლოებს ჩვენს ნამდვილ წარმომავლობასთან.

– ადამიანებმა დაზუსტებით რომ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა ალბათ არც რასიზმი იარსებებდა, არც შოვინიზმი და არც ომები, – დაასკვნა ერთ–ერთმა მონაწილემ.

P.S. Momondo დამოუკიდებელი ტურისტული საძიებო სისტემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს უადვილებს მოგზაურობას და სთავაზობს იაფად ფრენას, სასტუმროებს და მანქანის დაქირავებას, ასე რომ, ისარგებლეთ მომსახურებით და გაეცანით თქვენს “შესაძლო ფესვებს”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 100
Page 73 of 100