close

მედიცინა

გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შექმნეს ხელოვნური თირკმელი, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება

მეცნიერებმა  ხელოვნური თირკმელი შექმნეს, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება.

გასული წლის ნოემბერში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მკვლევარებმა  ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინეს – მოწყობილობა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ წარმატებით, იმუნური რეაქციისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ღორის ორგანიზმში ინპლანტირდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით, თირკმლის დაავადების ბოლო, ურთულეს სტადიას 2 მილიონზე მეტი ადამიანი მკურნალობს. 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ში, თირკმლის გადანერგვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 21 000 შემთხვევაში, როცა შესაბამისი დონორის პოვნა მოახერხეს.

აღსანიშნავია,რომ დიალიზი  თირკმლის მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს კერძოდ ,წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და ბიოლოგიური თირკმლისგან განსხვავებით, არ იღებს მონაწილეობას არტერიული წნევის რეგულირებაში, არ უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს და რა თქმა უნდა, არ აწარმოებს ჰორმონებს. შესაბამისად, დიალიზზე მყოფი პაციენტებიდან ცოცხალი საშუალოდ, 35% რჩება .

ახალი მოწყობილობა, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ,  ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება- ესენია: სისხლის ფილტრაციის სისტემა (hemofilter), რომელიც სისხლს ტოქსინებისგან ნანომეტრის სიფართის ფორების მქონე სილიკონის მემბრანებით ფილტრავს და მეორე – ერთგვარი ბიორეაქტორი. ეს უკანასკნელი ადამიანის თირკმლის უჯრედებს შეიცავს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სითხის რაოდენობის რეგულირება, არტერიულ წნევაზე ზემოქმედება, მარილის დონის რეგულირება და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოება. შესაბამისად, მოწყობილობის გამოყენების შედეგად, არამხოლოდ დიალიზის, არამედ დონორის საჭიროებაც იხსნება .

მეცნიერების ინფორმაციით,  ღორზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით, მოწყობილობის იმპლანტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გართულებებს არ იწვევს და ასევე, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს არ უქმნის . ჯერ-ჯერობით, უცნობია ,როდის იქნება ტრანსპლანტი ხელმისაწვდომი დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

იაპონიაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდა

ფუკუშიმას პრეფექტურის პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი გული გადაჰქონდა, ქალაქ კორიამაში ჩამოვარდა. დაშავდა ბორტზე მყოფი შვიდივე  ადამიანი.

გული ფუკუშიმაში მდებარე საავადმყოფოში 50 წლის კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც ტვინის სიკვდილი დაუდგინდა. ტრანსპლანტაცია რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში უნდა მომხდარიყო, გაუქმდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული და ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც  სხეულის ტემპერატურა მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ახალი მონაცემებით კორონავირუსით სულ დაღუპულია 259 ადამიანი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააავდების ჩინეთს გარეთ გავრცელების გამო კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ვირუსი შესაძლოა ისეთ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ჰონგკონგელმა მკვლევარებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს, თუმცა, მის გატესტვას დრო სჭირდება

ჰონგკონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, თუმცა, დროა საჭირო იმისათვის, რომ მისი ტესტირება მოხდეს. ამის შესახებ ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა იუენ იუნგმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა, მას დიდი დრო დასჭირდება ცხოველებზე გამოსაცდელად“, – განაცხადა სპეცალისტმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვე დასჭირდება ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას, ხოლო სულ მცირე ერთი წელი ადამიანებზე.

პარალელურად, ვაქცინის შექმნას მეცნიერები ჩინეთსა და აშშ-შიც ცდილობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთის ქალაქ უხანთან საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა. როგორც The Daily Mail-ი წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.

The Dabie Mountain Regional Medical Centre – ასე ჰქვია ჰოსპიტალს. იგი უხანიდან 75კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.

საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. შენობაში უკვე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.

აღსანიშნავია, რომ ჰუანგანგის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია. ამ ქალაქშიც კარანტინია გამოცხადებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

BBC – მეცნიერების ახალი აღმოჩენა, რომლითაც შესაძლოა, ყველა სახის კიბო განკურნონ

ჩვენი იმუნური სისტემის ახლადაღმოჩენილი ნაწილი შესაძლოა ყველა სახის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენონ.

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ პროსტატის, ძუძუს, ფილტვისა და სხვა სახის კიბოების განკურნების მეთოდს მიაგნეს.

კვლევა, რომლის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა, ჯერჯერობით პაციენტებში არ გამოუცდიათ, თუმცა კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილ მეთოდს „უზომო პოტენციალი“ გააჩნია.

იმუნური სისტემა ინფექციისგან გვიცავს. ის ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს.

მეცნიერები ეძებდნენ იმუნური სისტემის მიერ სიმსივნეზე თავდასხმის არატრადიციულ, აქამდე უცნობ გზებს, რა დროსაც მათ ადამიანების სისხლში T უჯრედები აღმოაჩინეს. ეს არის იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს, არსებობს თუ არა ადამიანის სხეულში საფრთხე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. განსხვავება ისაა, რომ T- უჯრედებს კიბოს ბევრი სახის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

„ყველა პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი,“- აცხადებენ კვლევის ავტორი მეცნიერები.

მათი მტკიცებით, T-უჯრედებს „რეცეპტორები“ აქვთ, რომლებსაც ლაბორატორიაში სიმსივნური უჯრედების ფართო სპექტრის, მათ შორის ფილტვის, კანის, სისხლის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედების, პოვნა და მოკვლა შეუძლიათ ისე, რომ ქსოვილები არ ზიანდება.

T უჯრედების რეცეპტორები MR1 მოლეკულასთან ურთიერთქმედებენ, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზე არსებობს. როგორც ჩანს, MR1 ამცირებს მეტაბოლიზმს, რომელიც სიმსივნურ უჯრედში გრძელდება.

T-უჯრედებს კიბოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ, იმუნოთერაპიაზე დაფუძნებული მკურნალობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ მეთოდად მოიხსენიება.

ყველაზე ცნობილი მეთოდი CAR-T-ს სახელითაა ცნობილი — ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედებია, რომლებსაც კიბოს უჯრედების პოვნა და მათი განადგურება აქვთ “ნასწავლი.”

ეს მეთოდი გარკვეულ შემთხვევებში ძალიან ეფექტიანია და სრულ გამოჯანმრთელებასაც განაპირობებს ხოლმე, თუმცა ის მაღალსპეციფიკურია და მხოლოდ გარკვეული ტიპის კიბოს მიმართ გამოიყენება და ძირითადად მხოლოდ ლეიკემიის წინაღმდეგაა ეფექტიანი.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი T-უჯრედის რეცეპტორის საშუალებით, შესაძლოა, კიბოს “უნივერსალური” მკურნალობის მეთოდს მიაგნონ.

პირველ რიგში პაციენტისგან სისხლის ნიმუშს აიღებენ, საიდანაც მოხდება T-უჯრედების გამოყოფა, შემდეგ კი გენეტიკური მოდიფიკაციების საშუალებით მათ ისე დააპროგრამებენ, რომ ამ უჯრედებმა კიბოს აღმომჩენი რეცეპტორი შექმნან.

განახლებული უჯრედებს მეცნიერები ლაბორატორიაში გაზრდიან და გაამრავლებენ, შემდეგ კი პაციენტში შეიყვანენ. სწორედ ეს პროცესი გამოიყენება CAR-T თერაპიის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებსა და ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე ჩატარდა და სანამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან, უსაფრთხოების დამადასტურებელი სხვა ცდების ჩატარებაცაა საჭირო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მედიკოსები : ახალი კორონავირუსი არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდშია გადამდები

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი – „2019-nCoV“ – არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდში ვრცელდება. ეს ფაქტი კი, მედიკოსების განმარტებით, ვირუსის შეჩერებას გაართულებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მა შაოვეის თქმით, ვირუსის გავრცელების უნარი და ტემპი მატულობს.

ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი -ანუ დრო, როდესაც ადამიანი უკვე დაინფიცირებულია, თუმცა ვირუსის სიმპტომები ჯერ არ აქვს, 14 დღეს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, ვირუსის გადამტანია.

აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ მგზავრების აეროპორტებში შემოწმება და სკრინინგი, რასაც არაერთმა ქვეყანამ მიმართა, არაეფექტურია.

ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის სავარაუდო წყარო გარეული ცხოველები არიან. სააგენტო იუწყება, რომ კორონავირუსი აღმოჩენილია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებულ სახეობებში.

„ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებული 585 სახეობიდან 33-ში აღმოჩენილია კორონავირუსის ნუკლეინმჟავა. ამ სახეობებიდან შესაძლებლი გახდა ვირუსის გამოყოფა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის წყარო გარეული ცხოველები არიან, რომლითაც ხუანანის ბაზარზე ვაჭრობენ“, – „სინჰუა“.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთი პრევენციული ზომა გაატარა : კვირიდან ქვეყანაში აიკრძალა ცხოველისა და ფრინველის გაყიდვა, ქალაქ უხანში, რომელსაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევენ, კარანტინია გამოცხადებული და სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული ქვეყნის სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა იაპონიაში, ტაივანში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ავსტრალიაში, აშშ-ში და საფრანგეთში.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს ჩინეთში, 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2,744-ია.

წყარო : Reuters ; BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

რა ვიცით ჩინეთში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუზე?

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შეთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, დაავადების შემთხვევები არა მხოლოდ ქალაქ უხანში, არამედ მის გარეთაც დადასტურდა.  ვირუსით პეკინში ორი, ქალაქ შენჯენში კი – ერთი ადამიანი დაავადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უცნობი ვირუსით ქალაქ უხანში დღემდე 200-მდე ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი – სამია.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დიდი ბრიტანელი ექსპერტები. მათი შეფასებით, დაავადებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და ვირუსით დღემდე 1, 700-მდე ადამიანია დაავადებული.

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ?

ვირუსს, რომელსაც 2019-nCoV-ი უწოდეს, კორონავირუსის ისეთ შტამად მიჩნევენ, რომელიც აქამდე ადამიანებში აღმოჩენილი არ იყო.

კორონაირუსები ვირუსების ერთ-ერთი ფართო ოჯახია, მაგრამ დღემდე ადაიანებში მხოლოდ ექვსი (და მეშვიდე ახალი) მათგანით დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი ვირუსის წყარო, ცხოველები არიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

ინფექციის სიმპტომები მოიცავს ციებ-ცხელებას, ხველას, სუნთქვის უკმარისობასა და გართულებებს.

ადამიანებს მოუწოდებენ, ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს ერიდნონ, კარგად მოხარშონ ხორცი და კვერცხი და მოერიდნონ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც გრიპისა და გაციების სიმპტომები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა უცნობი ვირუსით დაავადებულთა გამოსავლენად სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში კითხვარს ავსებინებენ და გრიპზე ამოწმებენ. ისინი, ვისაც საეჭვო სიმპტომები ახასიათებთ, გამოსაკვლევად სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

წყარო : BBC ; Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ურთულესი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა

კლინიკის ენდოვასკულურ დეპარტამენტში ჩატარდა მხართავის ვენის რეტროგრადული რეკანალიზება (სისხლის მიმოქცევის აღდგენა, დახურული სისხლძარღვის გახსნა) და დილატაცია (გაფართოება), აგრეთვე სადიალიზო კათეტერის იმპლანტაცია ზემო ღრუ ვენაში – აღსანიშნავია, რომ ოპერაციისას ანგიოქირურგებმა გამოიყენეს სპეციალური ულტრათანამედროვე მოწყობილობა Surfacer.

კლინიკური შემთხვევა და დიაგნოზი

კლინიკაში მიმართვამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზის გამო მისი გადარჩენა მხოლოდ ჰემოდიალიზის მეშვეობით იყო შესაძლებელი, მაგრამ პაციენტს მაგისტრალური ვენები ოკლუზირებული  (დახშული) ჰქონდა და ჰემოდიალიზის ახალი კათეტერის ჩაყენება ვერ ხერხდებოდა.

რა არის თირკმლის უკმარისობა?

თირკმლის უკმარისობა წარმოადგენს სინდრომს, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ძირითადი ფუნქცია და შედეგად ვითარდება წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს თირკმლის ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად ქვეითდება, კერძოდ, ორგანო ვეღარ ფილტრავს ნარჩენ პროდუქტებსა და ზედმეტ სითხეს ორგანიზმში, შესაბამისად, სისხლში დიდი რაოდენობით სითხე, ელექტროლიტები და ნარჩენი ნივთიერებები გროვდება.

მავნე ურემიული ტოქსინებისგან გაწმენდა ხდება ჰემოდიალიზის კათეტერის ან ქირურგიულად შექმნილი არტერიო–ვენური ფისტულის მეშვეობით.

რატომ ვერ ტარდებოდა დიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი?  

პაციენტს არტერიო–ვენური ფისტულის არაერთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ახლის ფორმირების რესურსი ამოწურული იყო.

ვენების სრული ოკლუზიის (დახშობა) გამო, სტანდარტული წესით, ცენტრალური ვენის კათეტერიზებაც ვერ ხერხდებოდა – არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღემდე დანერგილი ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდა და კლინიკური შემთხვევა სრულიად ახალ მიდგომას საჭიროებდა!

უშედეგო აღმოჩნდა ცენტრალური ვენების გამავლობის ისეთი ტრადიციული მეთოდებით აღდგენა როგორიცაა: ბალონი, სტენტი, მიმმართველი მავთული და სხვა.

ვინაიდან დიალიზიუნდა ჩატარებულიყო სასიცოცხლო ჩვენებით, განიხილებოდა პაციენტის პერიტონეალურ დიალიზზე გადაყვანის საკითხიც.

პერიტონეალური დიალიზის პროცედურისას, სისხლიდან ურემიული ტოქსინები და ჭარბი სითხე მუცლის ფარის გავლით ტრანსფორმირდება. დიალიზის ეს ფორმაც ვერ განხორციელდა რიგი რისკ–ფაქტორებისა (ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მუცლის ღრუზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაცია) და პერიტონიტის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი) განვითარების ალბათობის გამო.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანგიოქირურგმა გიორგი ჯინჭველაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტს არაერთხელ ჰქონდა ჩაყენებული სპეციალური სადიალიზო კათეტერი თითქმის ყველა მაგისტრალურ ვენაში, თუმცა ყველა მათგანის ამოღება გახდა საჭირო ინფექციებისა და მაგისტრალური ვენების შევიწროების გამო.

მკურნალობის უნიკალური მეთოდი

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების, ენდოვასკულური დეპარტამენტის გუნდის და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ექსკლუზიური და არასტანდარტული ოპერაციის ჩატარება სპეციალური უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც გულისხმობს მხართავის ვენის რეტროგრადულ რეკანალიზებას ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, დილატაციას და სადიალიზო კათეტერის იმპლანტაციას ზემო ღრუ ვენაში. ამ უახლესი მეთოდით ჩვენი კლინიკა ბევრ პაციენტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, დღეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტს ჰემოდიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი უტარდება და თავს კარგად გრძნობს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო :kirurgia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 98
Page 69 of 98