close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

„ვართ თუ არა მარტო სამყაროში?“  – ჩერჩილის აქამდე უცნობი ესე

უინსტონ ჩერჩილის მიერ დაწერილი ახლად აღმოჩენილი ესე ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის ომის დროინდელი ლიდერი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობდა.  

11-გვერდიანი ნარკვევი სათაურით -„ვართ თუ არა მარტო სამყაროში?“ 1939 წელსაა დაწერილი, ხოლო იგი 1950-იან წლებში განახლდა, ასტრონავტების მიერ პირველი ეგზოპლანეტების აღმოჩენამდე (1990 წელი) რამდენიმე  ათეული წლით ადრე.

აღსანიშნავია, რომ ჩერჩილი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის დამტკიცებას მეცნიერულად ცდილობს.

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენაზე „ნადირობა“ ბოლო ოცი წელია მიმდინარეობს. დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ე.წ. მილქი ვეი ( რძიანი გზა)  შესაძლოა მილიარდზე მეტ დედამიწის ზომის  ისეთ პლანეტას მოიცავდეს, რომელზეც სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობებია.

ჩერჩილს მსგავსი ვარაუდი ჯერ კიდევ 80 წლის წინ ჰქონდა. „ის ფაქტი, რომ ასობით ათასობით ნისლი არსებობს, თითოეული მათგანი კი ათასობით მილიონ მზეს შეიცავს, აჩენს უდიდეს შანსს, რომ სამყაროში უამრავი პლანეტაა, რომელზეც სასიცოცხლო პირობებია,“ – წერს ჩერჩილი.

ის აცნობიერებდა სიცოცხლის არსებობისთვის თხევადი წყლის მნიშვნელობას აღნიშნავდა რა, რომ შესაფერის პლანეტაზე უნდა ყოფილიყო ტემპერატურა, რომელიც იქნებოდა „ყინვასა და მდუღარე წყლის ტემპერატურას შორის.“

ჩერჩილს, სავარაუდოდ, აღნიშნული ესეს გაზეთში გამოქვეყნება სურდა, თუმცა ის არსად დაბეჭდილა. ნარკვევი შარშან მისურის შტატის ქალაქ ფულტონში მდებარე  ჩერჩილის სახელობის ეროვნული მუზეუმის არქივში აღმოაჩინეს და ექსპერტიზისთვის ასტროფიზიკოს მარიო ლივიოს გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ჩერჩილი დიდ პატივს სცემდა მეცნიერებსა და მეცნიერებას, ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მეცნიერების მრჩეველი დანიშნა.

 

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მზე – როგორც ნერვულ დაავადებებთან მებრძოლი და ამავდროულად, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი

 

ადამიანის განვითარება განუყოფლად არის დაკავშირებული მზესთან. მზე ყველა ადამიანისთვის სიხარულის და სიცოცხლის სიმბოლოა და დიდ გავლენას ახდენს  ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ხსნის შინაგანი ორგანოების სპაზმებს. მზის სხივების უხილავ ულტრაიისფერ გამოსხივებას გააჩნია ბაქტერიოციდული ზემოქმედება, რომელიც იწვევს მიკრობული უჯრედების და ვირუსების სიკვვდილს. მისი ზემოქმედებით ორგანიზმი გამოიმუშავებს ვიტამინ D-ს,  რომელიც აუცილებელია ზრდისთვის. დაბოლოს.. მზის აბაზანები ამაღლებს სიცოცხლის ტონუსსა და განწყობას. მზე – ეს არის ჩვენი ერთგული მეკავშირე სტრესებთან და ნერვულ დაავადებებთან ბრძოლაში.

თუმცა  ამავე დროს მზეს შეუძლია ადამიანებზე მოახდილოს არასასურველი გავლენაც, თანაც ასეთ შემთხვევაში როგორც წესი, დამნაშავე ხშირად ადამიანია.

ყველაზე დიდ საფრთხეს ადამინის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს მზის გამოსხივების ულტრაიისფერი ნაწილი, რომელიც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე. მზის ულტრაიისფერი  გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან  დედამიწას იცავს სრატოსფერული ოზონი,რომელიც შეადგენს მისი სრულო რაოდენობის 90-96 %-ს .სამწუხაროდ, ადამიანების სამრეწველო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროში ხვდება ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ამ ოზონის თანდათან შემცირებას. ოზონის ფენის დარღვევა იწვევს მზის ულტრაიისფერი ნაკადის გაზრდას. მისი ბიოლოგიური ეფექტის გათვალისწინებით განიხილება სამი სახის ულტრაიისფერი გამოსხივება: UV-A,UV-B,UV-C.

ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია UV-C, რადგან ის იწვევს უჯრედების სიკვდილს. საბედნიეროდ, ის მთლიანად შთაინთქმება ოზონის შრის მიერ და ვერ აღწევს ჩვენი პანეტის ზედაპირამდე. მაგრამ  UV-C გამოსხივებას იძლევა ხელოვნური წყაროები – ელექტროშედუღება, ლაზერი, სოლარიუმი და ა.შ.

რაც შეეხება UV-B გამოსხივებას, ისიც ასევე შთაინთქმება ოზონის შრის მიერ და მხოლოდ მისი 6% აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. თუმცა ზუსტად იგი არის მიზეზი რიგი არასასურველი ეფექტებისა. მას გააჩნია ძლიერი ბიოლოგიური გავლენა და ამავე დროს ძლიერ მგრძნობიარეა ატმოსფეროი ოზონის შემცევლობის მიმართ.ყველა ცოცხალი არსების მნიშვნელოვანი კომპონენტი – ნუკლეინის მჟავები – შთანთქავენ გამოსხივებას სწორედ სპექტრის ამ უბანში, რაც შეეხება UV-A  გამოსხივებას – ეს თითქმის არ კავდება ატმოსფეროში  და მისი ეფექტი UV-B-სთან  შედარებით გაცილებით მცირეა.

 

მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

,,ნასა” სატურნის ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრის ფოტოს აქვეყნებს

,,ნასა” კოსმოსში გადაღებულ საინტერესო ფოტოს  აქვეყნებს:
ეს სურათი გადაღებულია 30 იანვარს და კოსმოსური ხომალდიდან ჩვენამდე მხოლოდ პირველ თებერვალს მოაღწია, მასზე გამოსახულია სატურნის ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი –  198 კმ-ზე ნაკლები რადიუსის მქონე და კრატერებით დაფარული – მიმასი. მიმასი არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ წრიული ფორმა ჰქონდეს, ამიტომაც ოვალური ფორმისაა, მისი მცირე წონა კი მიუთითებს, რომ თითქმის მხოლოდ ყინულოვანი წყლისგან შედგება, რაც მასზე აღმოჩენილი ერთადერთი სუბსტანციაა. მიმასის ზედაპირი სავსეა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერებით, რომელთა დიამეტრი 40 კმ-ს არ აღემატება.
წყარო: www.instagir.com/nasa
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა Apollo 1-ის ტრაგედიის 50 წლისთავს აღნიშნავს

„ნასამ“ Apollo 1-ის საბედისწერო გაშვების 50 წლისთავი აღნიშნა და დაღუპული ასტრონავტების პატივსაგებად  რამდენიმე ღონისძიება გამართა. 

1967 წლის 27 იანვარს Apollo 1-ის კაფსულის ლუქი, რომელშიც სამი ასტრონავტი – ვირჯილ გრისომი, ედუარდ უაითი და როჯერ ჩაფი იმყოფებოდნენ, სატესtო გაშვების დროს დაიწვა. ასტრონავტებმა სამ-ნაწილიანი ლუქის გაღება ვერ მოახერეს და კვამლისგან გაიგუდნენ.

შემთხვევა Cape CANAVERAL-ის საჰაერო ძალების სადგურზე მოხდა.

გამომძიებლებმა ტრაგედიის მიზეზად რამდენიმე პრობლემა დაასახელეს, მათ შორის, ელექტროგაყვანილობა საკითხი, სუფთა ჟანგბადის გარემო და აალებადი მასალები ეკიპაჟის კაბინაში.

ტრაგედიის შემდეგ ,,ნასამ“ ათეულობით ცვლილება განახორციელა და 1968 წლის ოქტომბერში ფრენები განაახლა, რამაც საფუძველი მოუმზადა 1969 წელს Apollo 11-ის ისტორიულ დაშვებას მთვარეზე.

„Apollo 1-გან ნასწავლი გაკვეთილები გადამწყვეტია ჩვენი მომავლი წარმატებისთვის. ჩვენ მთვარეზე გავფრინდით არა მიუხედავად  Apollo 1-ისა, არამედ, იმიტომ, რომ Apollo 1 არსებობდა,“ – განაცხადა კენედის კოსმოსური ცენტრი დირექტორმა და ყოფილმა მოქმედმა ასტრონავტმა ბობ კაბანამ.

„ნასა“ 2018 წლისთვის კერძო საკუთრებაში არსებული SpaceX-ისა და Boeing Co-ის საშუალებით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენების განხორციელებას აპირებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ვინ შეძლებს მთვარეზე ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდის დაშვებას?

Google -ის მხარდაჭერით მიმდინარე 30 აშშ მილიონ დოლარიან კონკურსში  – ,,Lunar XPrize-ში”  მონაწილეობას ხუთი კონკურენტი გუნდი განაგრძობს. ისინი მთვარის ზედაპირზე ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდის დაშვებასა და ამუშავებას ცდილობენ.

,,XPrize Foundation-ის” ინფორმაციით, კანდიდატებმა თავიანთი კოსმოსური ხომალდები 31 დეკემბრამდე უნდა გაუშვან.

კონკურსი 2007 წელს გამოცხადდა და მასში თავდაპირველად 33 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასული მონაწილე 20 აშშ მილიონ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს, მეორე ადგილოსანი – 5 მილიონს. ხოლო დამატებითი დავალების შემსრულებელი,  მაგალითად ის,  ვინც „აპოლოს“ დაშვების ადგილას მივა ან მთვარეზე წყალს აღმოაჩენს,  დამატებით ფულად ჯილდოს მიიღებს.

კონკურსში ხუთი მონაწილე დარჩა : ებრაული  – SpaceIL, ფლორიდაში დაფუძნებული  – Moon Express, საერთაშორისო გუნდი-  Synergy Moon, ინდური – Team Indus და იაპონური – Hakuto.

მთვარის ზედაპირზე ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდის დაშვება ,,XPrize-ის” ცხრა მიმდინარე კონკურსიდან  ერთ-ერთია. კონკურსის დასრულების თარიღად თავდაპირველად 2012 წელი იყო დასახელებული, თუმცა ის სამჯერ შეცვალეს. კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2017 წლის დეკემბერი მთვარეზე ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდის გაშვების საბოლოო თარიღია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები ვულკანის კონუსში მარსზე მისიის იმიტირებას მოახდენენ

ექვსი მეცნიერი ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანის კონუსში შევიდა, სადაც რვა თვეს იზოლირებულად გაატარებენ, რათა მარსზე მოგზაური ასტრონავტების ცხოვრების იმიტირება მოახდინონ.

ჰავაის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვლევის მიზანია, დაეხმაროს „ნასას“ წითელ პლანეტაზე დაგეგმილი ხანგრძლივი კოსმოსური მისიის დროს ადამიანის ქცევისა და მდგომარეობის უკეთ გაგებაში.

„ამაყი ვარ იმ როლით, რაც ჩვენ ადამიანის მარსზე მოგზაურობის ბარიერების დაწევაში ვითამაშეთ,“ – განაცხადა მისიის მთავარმა გამომძიებელმა – კიმ ბინსთედმა.

აღნიშნულ მეცნიერთა გუნდი ვულკან მაუნა ლოას 1, 200 მეტრიან კონუსზე გეოლოგიურ სამუშაოებს შეასრულებს. მათ გარესამყაროსთან კონტაქტი არ ექნებათ.

გუნდთან კომუნიკაცია დროში გაჭიანურებული იქნება, იმისათვის, რომ დედამიწასა და მარს შორის გამავალი რადიოტალღების მოძრაობის 20-წუთიან სიჩქარეს დაემთხვეს.

„ყოველდღიური რეჟიმი მოიცავს შენახვაში მდგრადი ინგრედიეტებით საკვების მომზადებას, ვარჯიშს, კვლევას და „ნასას“ პლანეტარული შესწავლის შესაბამის საველე სამუშაოებს,“ – აცხადებენ ჰავაის უნივერსიტეტში.

„ნასას“ მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას გაიდლაინები  მარსზე დაგეგმილი მომავალი მისიებისთვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება

აბასთუმნის ასრტოფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში, დიდი ტელესკოპის – AZT-11-ის შენობის სრული რეაბილიტაცია და შენობაში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის, კაფესა და საპირფარეშოების გაკეთება იგეგმება. ასევე, დაგეგმილია  საგამოფენო და სამუშაო სივრცის მოწყობა  და  არსებული ბიბლიოთეკის აღდგენა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

სულ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 4 700 000 ლარია გათვალისწინებული.

ობსერვატორიის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია აბასთუმნიდან 8 კმ-ში, მთა ყანობილზე მდებარეობს.  პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა და პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისტორია კი XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო: ასტრონომიით გატაცებულმა მეფისწულმა, გიორგი რომანოვმა, აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი – სერგეი გლაზენაპი – მიიწვია. გიორგის სასახლის მახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა ღამღამობით აბასთუმნის ცაზე პირველ ასტრონომიულ დაკვირვებებს. 1935 წელს ობსერვატორიის თანამშრომლებმა   ერთ-ერთი მცირე ცთომილი აღმოაჩინეს, რომლებსაც  აბასთუმანი ეწოდება.

2007 წლიდან ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა ინტეგრირებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ახალი მისიის მიზანი შავი ხვრელების შესწავლა იქნება

NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ცნობა ახალი მისიის შესახებ –  “NASA – National Aeronautics and Space Administration -ის” ახალი მისია –  X-ray Polarimetry Explorer-ის   მიზანი შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და პულსარების ფიზიკის, ასევე, კოსმიური X-სხივების მისტერიების  შესწავლა იქნება. მისია 2020 წელს დაიწყება და მის ფარგლებში გაგზავნილ სამ კოსმოსურ ტელესკოპს შესაძლებლობა ექნება გაზომოს X-სხივების პოლარიზაცია სპეციალური კამერების საშუალებით.

საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება ასტროფიზიკაში, და არამარტო,  წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. შესაძლოა პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, რომლებიც საუკუნეებია ადამიანებს აწუხებთ  და შეუცნობელ  ობიექტებს უკავშირდება.

მისიის ღირებულება 188  მილიონ დოლარს შეადგენს.

წყარო: NASA

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენი გალაქტიკის გარედან ექვსი იდუმალი რადიოსიგნალის შემოსვლა დაფიქსირდა

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ჩვენი გალაქტიკის გარედან  ექვსი იდუმალი რადიოსიგნალის შემოსვლა  დაფიქსირდა.

სწრაფი რადიოიმპულსები ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსიდან დაგვიფიქსირებია —  გრძელდება მხოლოდ მილიწამები, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთშიც კი იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც მზე მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავას ასეთი სიძლიერისა, მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან თუ რა შეიძლება იყოს ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი.

სამყაროში დაახლოებით 2 000 მსგავსი სიგნალი ვრცელდება —  მაგრამ ისინი იმდენად მცირე ხანს გრძელდება, რომ მათი დაფიქსირება ძალიან გვიჭირს.

ექვსი სიგნალი პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს რადიოტელესკოპმა დააფიქსირა, თითოეულ იმპულს შორის 10-წუთიანი შუალედით, ერთი თვის შემდეგ კი კვლავ დაფიქსირდა ოთხი სიგნალი, რომელიც იგივე ადგილიდან მოდიოდა.

როდესაც მკვლევართა ჯგუფმა მონაცემების დამუშავება დაიწყო, შენიშნეს, რომ იგივე ადგილიდან იყო წამოსული 2012 წელს დაფიქსირებული FRB-ც, რის შედეგადაც, დაგროვდა ერთი წერტილიდან წამოსული 11 FRB, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ირმის ნახტომს მიღმა არის რაღაც, რაც რეგულარულად გამოსცემს ამ უკიდურესაც მოკლე და ინტენსიურ სიგნალებს.

ამჯერად, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა კიდევ ექვსი იდუმალი სიგნალი, რომლებიც კვლავ კოსმოსის იგივე მონაკვეთიდან მოდის. ამ წყაროს FRB 121102 უწოდეს.

ამ ეტაპზე, ირმის ნახტომს შიგნით წარმოქმნილი FRB-ს მხარდამჭერი მთავარი ჰიპოთეზაა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის კატაკლიზმური შეჯახება, რის შედეგადაც წარმოიქმნება შავი ხვრელი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შეჯახება მოხდა და კოსმოსში გაიფანტა მოკლე რადიოენერგიის უზარმაზარი მოცულობა.

FRB 121102-დან წამოსული 17 რადიოსიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც დრამატული მიმდინარეობს —  ამ დროისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ჰიპოთეზის მიხედვით, ეს FRB სიგნალები მომდინარეობს ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარე ეგზოტიკური ობიექტიდან, მაგალითად ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავიდან, რომელსაც ბრუნავს საკმარისი ენერგიით იმისათვის, რომ რეგულარულად გამოყოს უკიდურესად კაშკაშა პულსები.

დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, მკვლევრები გადაჭრით ამ დრომდე ვერ ამბობენ თუ რა ხდება იქ, სიგნალების წყაროსთან.

წყარო:  ScienceAlert

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მყარი საწვავის  იაპონურმა რაკეტამ წარმატებული აფრენა განახორციელა

იაპონიამ მყარი საწვავის  რაკეტა Epsilon-2-ის წარმატებული გაშვება განახორციელა, ამის შესახებ ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ სამშაბათს განაცხადა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტოკიო მზარდი პოტენციალისა და ძლიერი უსაფრთხოების შედეგების მქონე წარმოებაში კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

26-მეტრიანი რაკეტა სამხრეთ იაპონიაში მდებარე კოსმოსურ ცენტრ Uchinoura-დან დაახლოებით საღამოს 8 საათზე გაფრინდა.  რაკეტამ დედამიწის რადიაციული სარტყლის შესასწავლად სატელიტი გაუშვა.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (Jaxa) ინფორმაციით, სამსაფეხურიანი რაკეტა მყარი საწვავი რაკეტების ახალ თაობას განეკუთვნება, რომელიც გაფრენის ხარჯების 1/3-ით შემცირების საშუალებას იძლევა.

ხარჯების შემცირება სარაკეტო გაშვებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე განვითარებული ეკონომიკა კოსმოსში საკომუნიკაციო და ამინდის სატელიტების გაშვებას ისახავს მიზნად,  იაპონიას კი ამ მხრივ ისეთი ძლიერი ამერიკული და ევროპული კონკურენტები ჰყავს.

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 57 58 59 60 61
Page 59 of 61