close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები ვულკანის კონუსში მარსზე მისიის იმიტირებას მოახდენენ

ექვსი მეცნიერი ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანის კონუსში შევიდა, სადაც რვა თვეს იზოლირებულად გაატარებენ, რათა მარსზე მოგზაური ასტრონავტების ცხოვრების იმიტირება მოახდინონ.

ჰავაის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვლევის მიზანია, დაეხმაროს „ნასას“ წითელ პლანეტაზე დაგეგმილი ხანგრძლივი კოსმოსური მისიის დროს ადამიანის ქცევისა და მდგომარეობის უკეთ გაგებაში.

„ამაყი ვარ იმ როლით, რაც ჩვენ ადამიანის მარსზე მოგზაურობის ბარიერების დაწევაში ვითამაშეთ,“ – განაცხადა მისიის მთავარმა გამომძიებელმა – კიმ ბინსთედმა.

აღნიშნულ მეცნიერთა გუნდი ვულკან მაუნა ლოას 1, 200 მეტრიან კონუსზე გეოლოგიურ სამუშაოებს შეასრულებს. მათ გარესამყაროსთან კონტაქტი არ ექნებათ.

გუნდთან კომუნიკაცია დროში გაჭიანურებული იქნება, იმისათვის, რომ დედამიწასა და მარს შორის გამავალი რადიოტალღების მოძრაობის 20-წუთიან სიჩქარეს დაემთხვეს.

„ყოველდღიური რეჟიმი მოიცავს შენახვაში მდგრადი ინგრედიეტებით საკვების მომზადებას, ვარჯიშს, კვლევას და „ნასას“ პლანეტარული შესწავლის შესაბამის საველე სამუშაოებს,“ – აცხადებენ ჰავაის უნივერსიტეტში.

„ნასას“ მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას გაიდლაინები  მარსზე დაგეგმილი მომავალი მისიებისთვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response