close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

შავი ხვრელი, რომელიც შთანთქმის ნაცვლად ვარსკვლავებს წარმოქმნის

მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ჯუჯა გალაქტიკა Henize 2-10-ის ცენტრში ვარსკვლავის ფორმირება შენიშნეს. მათი ვარაუდით, ვარსკვლავის ფორმირება გალაქტიკის ცენტრში არსებულ შავ ხვრელთანაა დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შავმა ხვრელმა შთანთქმის ნაცვლად ვარსკვლავი წარმოქმნა.
მეცნიერები დაინტერესებულები იყვნენ აქვს თუ არა პატარა გალაქტიკებს ზომაში დიდების პროპორციული შავი ხვრელები. ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ემი რაინესმა განაცხადა, რომ დამატებითმა კვლევამ ჯუჯა გალაქტიკის შავ ხვრელებზე შესაძლოა მოგვცეს ინფორმაცია სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოქმნის შესახებ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მარსის კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს

ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მიერ მარსის ორბიტაზე გაშვებულმა ზონდმა
“Trace Gas Orbiter” მარსზე მდებარე კანიონთა უდიდეს სისტემაში, მარინერის უზარმაზარ ხეობაში
წყალი აღმოაჩინა. ასტრონომებს წითელ პლანეტაზე წყლის კვალი აქამდეც აღმოუჩენიათ, მაგრამ
უმეტესწილად პოლარულ რეგიონებში.
როცა მძლავრი კოსმოსური რადიაცია ციური სხეულის ზედაპირზე ეცემა, ნეიტრონების გამოიყოფა
ხდება, თუმცა, შედარებით “სველ” არეალში ამ ნაწილაკების რაოდენობა ნაკლებია, რაც იქ H2O-ის
არსებობაზე მიანიშნებს. სპეციალისტების თქმით, აღნიშნულ რეგიონში მარსის ზედაპირის
შემადგენელი მატერიის 40 პროცენტი წყალია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წყალი იქ ყინულის
სახითაა წარმოდგენილი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მასში სითხეც ერიოს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ასტეროიდი მოუახლოვდება

NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 18 იანვარს დედამიწას მოუახლოვდება 1 კილომეტრი სიგანის ასტეროიდი, რომლის სიჩქარე 76,192 კმ/სთ იქნება. უნდა ითქვას, რომ ობიექტი დედამიწას სრულიად უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის. ასტეროიდსა და დედამიწას შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება.
ასტეროიდი 1994 PC1, რომელიც ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა 1994 წელს აღმოაჩინა, ყოველ 30 წელში ერთხელ გვსტუმრობს. იგი 18 იანვარს დედამიწასთან უფრო ახლოს მოვა, ვიდრე მომდევნო 200 წლის განმავლობაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პროფესორის თქმით, შესაძლოა, დედამიწას კოსმოსური ნაგვისგან სატურნის მსგავსი რგოლები გაუჩნდეს

სად მიდის კოსმოსური ნაგავი, რომელიც სატელიტების, კოსმოსური ხომალდების, ზონდებისა და
კოსმონავტების მიერ კოსმოსში იგზავნება? ყოველწლიურად უფრო მეტი კომპანია და მთავრობა
აგზავნის კოსმონავტებსა და ხომალდებს სხვადასხვა მისიით კოსმოსში, ობიექტთა დიდი ნაწილი
დასაწვავად დედამიწის ატმოსფეროში იგზავნება, დიდი ნაწილი კი კვლავაც იქ რჩება, რაც
დედამიწისთვის პრობლემას წარმოადგენს.
უტაის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიკ ებოტის პროგნოზით, შესაძლოა საქმე იქამდეც კი
მივიდეს, რომ დედამიწის ირგვლივ მოძრავი კოსმოსური ნაგვისგან დედამიწას სატურნის მსგავსი
რგოლები გაუჩნდეს. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით, ორბიტაზე კოსმოსური
ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი ერთ მილიმეტრზე დიდი ზომისაა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ატმოსფეროს ხარჯზე დედამიწა ზომაში მცირდება

დედამიწა გარემომცველ მზის სისტემასთან ნივთიერებებს მუდმივად მიმოცვლის. მაშასადამე,
დედამიწა ნივთიერებებს მუდმივად გასცემს და იღებს, ჩნდება კითხვა: რა ემართება მის ზომას,
იმატებს თუ მცირდება?
NASA-ის ლანგლის კვლევითი ცენტრის მეცნიერს, გიომ გრონოფს თუ დავუჯერებთ, დედამიწის
აირები კოსმოსში გაედინება, ამიტომაც ჩვენი პლანეტა — კონკრეტულად კი ატმოსფერო —
პატარავდება, თუმცა, არა მნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა 4,5 მილიარდი წლის
წინ შეიქმნა, მეტეორები და მეტეორიტები მუდამ ეცემა მასზე და მისი მასის შემადგენელი ნაწილი
ხდება, მაშასადამე, მატება შეინიშნება.
რაც შეეხება ატმოსფეროს დისიპაციას, რაც აირების კოსმოსში გაბნევის შედეგად ატმოსფეროს
გაქრობას გულისხმობს, როგორც გრონოფი ამბობს, ეს ფროცესი აორთქლების მსგავსია, მაგრამ
განსხვავებული მასშტაბებით. ამ დროს ატმოსფეროში ჟანგბადის, წყალბადისა და ჰელიუმის
ატომები მზისგან საკმარის ენერგიას შთანთქავს და ატმოსფეროს უსხლტება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტეორთა დაჯახებით დედამიწას წლიურად დაახლოებით 15 ათასი
ტონა ემატება. ატმოსფეროს დისიპაციის ხარისხი კი დაახლოებით 75 ათას ტონას შეადგენს.
მაშასადამე, დედამიწა ყოველწლიურად დაახლოებით 60 ათას ტონას კარგავს, თუმცა, დედამიწის
ზომიდან გამომდინარე ეს ძალიან მცირეა და საფრთხეს არ წარმოადგენს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ჰაბლმა“ მზის სისტემის გიგანტების ახალი ფოტოები გადაიღო🔭

კოსმოსურმა ტელესკოპმაჰაბლმა“ მზის სისტემის გიგანტების ტრადიციული ფოტოები გადაიღო. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტელესკოპი სამყაროს შორეულ ადგილებს სწავლობს, თუმცა ყოველწლიურად მცირე პაუზას იღებს და მის ფოკუსში მზის სისტემა, კერძოდ კი გიგანტი პლანეტები – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ხვდება, წლის ბოლოს კი NASA ამ ფოტოებს აქვეყნებს.

წლევანდელი სურათები სექტემბერსა და ოქტომბერშია გადაღებული.

სატურნი

იუპიტერი

ნეპტუნი

ურანი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მარსის „დიდ კანიონში“ წყალი აღმოაჩინეს

მარსის გარშემო მოძრავი კოსმოსური ზონდის Trace Gas Orbiter-ის (TGO) მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზის დროს მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე მდებარე, „მარინერის ხეობების“ სახელწოდებით ცნობილ კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ნაშრომი ​2022 წლის მარტში გამოქვეყნდება გამოცემა.

ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მიერ მისია ExoMars-ის ფარგლებში მარსისკენ გაშვებული აპარატი ხელსაწყო Fine Resolution Epithermal Neutron Detector-ით, იმავე FREND-ით არის აღჭურვილი, რომელსაც წყალბადის დაფიქსირება შეუძლია.

მარსზე წყლის არსებობა აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა, თუმცა ამ დრომდე ის ძირითადად ციური სხეულის ცივ, პოლარულ რეგიონებში ყინულის სახით იყო აღმოჩენილი. კანიონთა სისტემა „მარინერის ხეობები“ წითელი პლანეტის ეკვატორის გასწვრივ მდებარეობს, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე აპარატებმა, რომლებსაც მხოლოდ პლანეტის ზედაპირის გამოკვლევის შესაძლებლობა ჰქონდათ, წყალს ვერ მიაგნეს. რაც შეეხება Trace Gas Orbiter-ს, მისი დეტექტორი ნივთიერებებს დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე აკვირდება. პლანეტის ეკვატორთან ახლოს, ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ ყინულის ფორმით წყლის მარაგს მეცნიერებმა სწორედ მისი დახმარებით მიაკვლიეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწისკენ ორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი მოფრინავს

დედამიწისკენ ორი  “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი მოფრინავს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პირველი – სახელად 2013 YD48 ბიგ ბენის ზომისაა და დედამიწასთან 11 იანვარს გაივლის, ხოლო მეორე 18 იანვარს.

დედამიწასთან ჩავლის დროს ეს ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იქნება, რაც NASA-ს მკვლევარების გამოთვლებით “ყველზე ახლო მანძილად” ითვლება.

The Sun-ი წერს, რომ იანვრის განმავლობაში დედამიწას კიდევ 3 სხვადასხვა ასტეროიდი ჩაუვლის, თუმცა ისინი ბევრად პატარა ზომის არიან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორიაში პირველად, NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა მზის ატმოსფეროში გაიარა

ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ზონდი, სახელად “Parker Solar Probe”, მზესთან წარმოუდგენლად ახლოს მივიდა და ატმოსფეროს ზედა ფენა გაიარა, ე.წ. გვირგვინი.
იმის გამო, რომ მზეს მყარი ზედაპირი არ გააჩნია, მისიის მთავარი მიზანი ე.წ. გვირგვინამდე მიღწევა იყო. მზეს ცხელი ატმოსფერო აქვს, რომლის ფარგლებშიც გრავიტაცია და მაგნიტური ველი მატერიას ერთად უყრის თავს. მაღალი ტემპრეტურისა და წნევის გამო ნივთიერებების ნაწილს მოშორებით უბიძგებს, სადაც ატმოსფეროს საზღვარი მდებარეობს. აქ უკვე ვაწყდებით მზის ქარს, ანუ დამუხტულ ნაწილაკებს.
მეცნიერებისთვის ზემოთ აღნიშნული მიჯნა წარმოადგენდა ინტერესის ობიექტს. ახლა კი გაირკვა, რომ საზღვარი ობიექტის ზედაპირიდან დაახლოებით 13 მილიონ კილომეტრ მანძილზე გვხვდება და ის NASA-ს ზონდმა წარმატებით გადაკვეთა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორიაში პირველად – მზის ყველაზე სუფთა ფოტო

ასტროფოტოგრაფ ენდრიუ მაკკართის თქმით, მან “მზის ყველაზე სუფთა ფოტო” გადაიღო. ფოტოგრაფმა მზის სისტემის 150 000 ინდივიდუალური გამოსახულება მოამზადა და შესაბამისად, ფოტო უზარმზარი მოცულობისაა. ის 300 მეგაპიქსელისგან შედგება, 30-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე სტანდარტული კამერის გამოსახულება. და თუ ახლო კადრით კარგად დავაკვირდებით, მზის უმცირესი დეტალების გარჩევაც კი შესაძლებელია.

გადაღების პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის. საჭიროა სპეციალური ტელესკოპი ორი ფილტრით, რომ თავიდან აიცილონ ხანძარი და ფოტოგრაფს მხედველობის პრობლემები არ შეექმნას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 59
Page 20 of 59