close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

იდუმალი სიგნალი, რომელიც კოსმოსიდან მოდის, ყოველ 16 დღეში მეორდება

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იდუმალი რადიო სიგნალებიდან, რომლებიც მასიური სპირალური გალაქტიკიდან მოდიან, ერთ-ერთი – FRB 180916.J0158+65- ყოველ 16.35 დღეში მეორდება.
კანადელმა მეცნიერებმა კვლევა 2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ განმეორებადი სწრაფი რადიო აფეთქებებიდან (fast radio burst, FRB) ერთ-ერთი აღნიშნული პერიოდულობით მეორდება. უფრო ზუსტად, ამ ნიმუშის ერთი ან ორი აფეთქება ყოველ ერთ საათში ერთხელ 4 დღის მანძილზე მიმდინარეობს, მომდევნო 12 წელი კი სიჩუმეა.
მეცნიერების განმარტებით, სწრაფი რადიო აფეთქებების პერიოდულობის დადგენა წინგადადგმული ნაბიჯია იმს გასარკვევად, სად და რატომ ჩნდებიან ეს აფეთქებები და რა თვისებებით ხასიათდებიან ისინი.
შეგახსენებთ, 8 ახალი განმეორებადი სწრაფი რადიო აფეთქება მეცნიერებმა შარშან აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, აფეთქებები მასიური სპირალური გალაქტიკიდან მოდის, რომელიც დედამიწისგან 500 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ეგზოპლანეტა, რომელზეც რკინის წვიმა მოდის

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც რკინის წვიმა მოდის. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა გააკეთა 19 ინსტიტუტიდან. მათ პლანეტა WASP-76b-ს სპექტრის შესასწავლად ჩილეში მდებარე „ძალიან დიდ ტელესკოპზე“ (VLT) დამონტაჟებული ახალი ინსტრუმენტი ESPRESSO გამოიყენეს. გაზის გიგანტ WASP-76b-ზე წელიწადი 1.8 დღე გრძელდება.

თუმცა ეს მისი ყველაზე დიდი უცნაურობა არ არის. კვლევის შედეგად ასტრონომებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ერთ მხარეს რკინის ორთქლი ამოდის.

მეცნიერებმა ეს მოვლენა ასე ახსნეს: პლანეტის ის მხარე, რომელიც ვარვსკვლავისკენ არის მობრუნებული +2400 С გრადუსამდე ცხელდება.ეს ტემპერატურა საკმარისია არა მარტო რკინის დასადნობად, არამედ მის ასაორთქლებლად, რის შემდეგაც რკინა ატომებად იშლება და პლანეტის ზედაპირიდან მის ატმოსფეროში ხვდება.

პლანეტის ბნელ მხარეზე ცივა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღისა და ღამის ზღვარზე ეკვატორის პარალელურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით უძლიერესი ქარები უბერავს. როცა ტელესკოპი პლანეტას სწავლობდა, მისკენ ბნელი მხარე იყო მობრუნებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქარს რკინის ორთქლი დღის მხარეს გადააქვს, რადგან ნათელი მხარის შესწავლისას ქარში რკინის ორთქლი აღარ ფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორთქლი გაცივდა, მისი კონდენსირება მოხდა და ის პლანეტის ზედაპირზე რკინის წვეთების სახით დაილექა.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ ეგზოპლანეტების შემდგომ შესწავლაში დაეხმარება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ აღმოაჩინა ასტეროიდი, რომელიც პლატინის, რკინის, ნიკელისა და ოქროსგან შედგება

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდი Psyche 16 აღმოაჩინეს, რომელიც პლატინისგან, რკინისგან, ნიკელისგან და ოქროსგან შედგება.

ძვირფასი ლითონების ღირებულება, როგორც სპეციალისტები აფასებენ, 10 ათასი კვადრილიონი აშშ დოლარია.

ასტეროიდზე არსებული ძვირფასი მეტალები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დედამიწაზე მაცხოვრებელი ყოველი ადამიანი მილიარდერი გახდეს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, ასტეროიდის ყველა ძვირფასი მეტალი დედამიწაზე რომ აღმოჩნდეს, ნედლი საქონლის ფასებს კოლაფსი ელის. ეს გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკის სრულ დაშლას.

NASA გეგმავს, რომ ასტეროიდზე მისია 2022 წელს გაუშვას. მის ორბიტამდე ფრენა 2027 წლამდე გასტანს, ხოლო თავად ასტეროიდზე გაჩერების დროს მინიმუმ 20 თვე დასჭირდება.

წყარო : ipress.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერები: სამყაროს ორეული ჰყავს, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით მიდის

ჩვენი სამყარო შესაძლოა პარალელური სამყაროს მხოლოდ „სარკისებური ანარეკლი“ იყოს, რომელიც ანტიმატერიისგან არის შექმნილი და დრო იქ პირიქით მიდის.  კანადელი მეცნიერების თეორია, შესაძლოა ფენტეზი ჟანრის წიგნის სათაურივით ჟღერდეს, თუმცა ის რამდენიმე პარადოქსის ახსნის საშუალებას იძლევა.

ახალი მოდელის თანახმად, დიდი აფეთქების მომენტში შეიქმნა ორი სიმეტრიული სამყარო: ერთი ისეთი, რომელშიც ვცხორობთ, მეორე კი მისი სარკისებური ანარეკლი, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

კანადელ მეცნიერებს კიდევ არაერთი დეტალი აქვთ გასარკვევი თეორიის დასამტკიცებლად, თუმცა მათი ნააზრევი ბევრი მეცნიერისთვის უბრალო ფანტაზიის ნაყოფი არ არის და ფიზიკის ამერიკული საზოგადოების ჟურნალმა მას ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მიკროგრავიტაციის პირობებში

2016 წლის 29 თებერვალს დასრულდა ხანგრძლივი მისია კოსმოსში, რომელშიც ამერიკელმა ასტრონავტმა სკოტ ჯოზეფ კელიმ თავის რუს კოლეგასთან, მიხეილ კორნიენკოსთან ერთად 340 დღე გაატარა კოსმოსურ სივრცეში. აღსანიშნავია რომ სკოტ კელის მისია ყველაზე ხანგრძლივია ამერიკელი ასტრონავტების მიერ კოსმოსში გატარებულ პერიოდებს შორის.
ორივე ასტრონავტი მონაწილეობდა NASA-ს მიერ წარმოებულ კვლევებში, რომელთა მიზანს ამ ეტაპზე წარმოადგენდა  ზუსტად გარკვევა თუ როგორ ეგუება ადამიანის ორგანიზმი უწონადობის მდგომარეობას, იზოლაციასა და რადიაციას კოსმოსში ხანგრძლივი ფრენის დროს. ამ კვლევაში ასევე მონაწილეობდა სკოტ კელის ტყუპისცალი ძმა – მარკი, რათა  ტყუპებზე პარალელური დაკვირვების შედეგად მკვლევარებს გაადვილებოდათ სკოტის ორგანიზმსა და გონებაში მიმდინარე ცვლილებების დაზუსტება.
მიკროგრავიტაციის პირობებში ადამიანის ორგანიზმი მრავალ ცვლილებას განიცდის. როგორც წესი, ასტრონავტებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით რჩებიან კოსმოსურ სივრცში აღენიშნებათ სითხის ცირკულაციისა და მხედველობის პრობლემები, ამასთანავე  იკლებს ორგანიზმის კუნთოვანი და ძლოვანი მასაც. ,,როდესაც ადამიანის უჯრედებს განსხვავებულ გარემოში მოათავსებ, ისინი ძლიერ შოკურ დარტყმას იღებენ, რაც გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებს“ – განაცხადა გრეჰემ სკოტმა,  კოსმოსური სივრცის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ერთწლიან მისიაში.
როგორც აღვნიშნეთ, კელიმ კოსმოსში ყოფნისას კუნთოვანი მასის დიდი ნაწილი დაკარგა ამიტომაც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ უბრალოდ ფეხზე დგომა და სიარულიც კი ორგანიზმის დაძაბულ რეჟიმში მუშაობას საჭიროებდა. კოსმოსურ სივრცეში გრავიტაციის არარსებობის გამო ორგანიზმს არ სჭირდება ამგვარი და ამ რაოდენობის დატვირთვა რაც დედამიწაზე სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ამიტომაც ასტრონავტები დღეში 2 საათ-ნახევარი ვარჯიშობენ რათა გაანეიტრალონ ეს ფაქტი. კოსმოსში ყოფნისას ორგანიზმის სხვადასხვა სითხეები მიემართება სხეულის ზედა ნაწილისაკენ, მაგრამ გული მაინც აწოდებს ფიტვებს ფუნქციონირებისთვის საჭირო და სამყოფი რაოდენობის სისხლს, მაგრამ  ქვედა კიდურებს არ მიეწოდება იგივე რაოდენობის სისხლი რაც ნორმალურ პირობებში ექნებოდა, ამიტომაც სისხლძარღვებს არ აქვთ ძლიერი დატვირთვა, დროთა განმავლობაში კი ამგვარი უმოქმედება აზარმაცებს ქვედა კიდურებს და სერიოზულ პრობლემას უმნის დედამიწაზე დაშვებულ ასტრონავტებს. შესაძლოა სითხის განსხვავებული ცირკულაცია იყოს ასევე  მხედველობის ცვლილების მიზეზიც, მისიიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს ხშირად აღენიშნებათ მხედველობის გაუარესება, ეს ცვლილება როგორც წესი დროებითია და გარკვეული პერიოდის შემდეგ მხედველობა  კვლავ იწყებს აღდენას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც კელის ორგანიზმმა მისიის დროს განიცადა  მისი სიმაღლეში ზრდაა. ასტრონავტები კოსმოსური ფრენების დროს სიმაღლეში დაახლოებით 3%-ით იმატებენ, რისი მიზეზიც ბუნებრივია ნაკლები მიზიდულობის პირობებში ხერხემალზე არსებული გაცილებით მცირე ზეწოლაა, თუმცა სამწუხაროდ ესეც დროებითია და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ გრავიტაციის ძალა ორგანიზმს კვლავ უწინდელ სიმაღლეს უბრუნებს. ამრიგად სკოტმაც დედამიწაზე დაშვებიდან რამდენიმე წუთში დაკარგა ახლადმოპოვებულ 2 ინჩი (დაახლ. 6 სმ).
დღესდღეობით სკოტ კელიზე დაკვირვება კვლავაც გრძელდება და NASA-ს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გულმოდგინედ ცდილობენ  მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ოპერატიულად დაფიქსირებას.


ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა-მ „მომღიმარე“ მზის ფოტო გადაიღო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, ნასა-ს თანამგზავრმა მზეზე „ბედნიერი სახის“ ფოტო გადაიღო.

“ნასა-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ (Solar Dynamics Observatory ) „მომღიმარე“ მზე დაინახა. ულტრაიისფერ შუქზე დანახული ეს მუქი ლაქები მზეზე ცნობილია როგორც კორონალური ხვრელები და არის ადგილები, საიდაც მზის სწრაფი ქარი კოსმოსში იფრქვევა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მიუხედავად  მეგობრული გარეგნობისა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მზის გვირგვინის ხვრელები შეიძლება ნიშნავდეს დედამიწაზე მოსალოდნელ მზის ქარიშხალს. მზის ქარიშხალი არის მზის ზედაპირიდან მასის და ენერგიის  ამოფრქვევა, რაც, თავის მხრივ, დედამიწის მაგნიტური ველის დეფორმირებას ახდენს. შედეგად, ეს ქარიშხალი ზრდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში პოლარული ციალის ხილვადობას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ავრორა.
ნასა-ს Solar Dynamics Observatory არის სააგენტოს მისია, რომელიც მიზნად ისახავს გამოიკვლიოს, თუ როგორ იქმნება მზის აქტივობა და განაპირობებს კოსმოსურ ამინდს. ობსერვატორიის კოსმოსური ხომალდი, რომელიც პირველად 2010 წლის 11 თებერვალს გაუშვეს, ზომავს მზის ინტერიერს, ატმოსფეროს, მაგნიტურ ველს და ენერგიის გამომუშავებას.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ჰაბლმა“ მომაკვდავი ვარსკვლავის სინათლის ექო დააფიქსირა

„ჰაბლის“ კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა სინათლე, რომელიც 2016 წელს მასიურ ვარსკვლავის სუპერნოვად, ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევის შედეგად წარმოიქმნა.
შეერთებული სურათების შედეგად მიღებული ანიმაცია არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაკვდავი ვარსკვლავების ევოლუციისა და სუპერნოვას გარშემო მტვრის შესახებ მის მშობლიურ გალაქტიკა „კენტავრ A“-ში.
სინათლის ექო ნამდვილად განსაცვიფრებელი ფენომენია, რომლის დანახვა მხოლოდ შორიდან შეიძლება. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც წარმოქმნის სინათლის ციმციმს, რომელიც ასხივებს კოსმოსში. თუ ეს შუქი შეხვდება ფიზიკურ ბარიერს, როგორიცაა კოსმოსური მტვრის ღრუბლები, ის აირეკლავს და ჩამოვა საწყისი აფეთქებისგან განსხვავებულ დროს. ეს თითქმის იგივეა, რაც ხმის ექო, მაგრამ შუქით.
როდესაც 2016 წელს სუპერნოვა დააფიქსირეს, ასტრონომები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ მასპინძელ გალაქტიკას, „კენტავრ A“-ს, რომელიც მდებარეობს ჩვენგან 12 მილიონი სინათლის წელზე მეტ მანძილზე, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა დროთა განმავლობაში ცვლილებებზე დაკვირვება. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო. მათ არა მხოლოდ შეძლეს მონაცემების შეგროვება სუპერნოვას ჩამქრალი შუქის, სახელად SN 2016adj-ის, შესახებ, არამედ მისი სინათლის ექოც დააფიქსირეს.
ხუთწლიანი დაკვირვების პერიოდში დაფიქსირდა ოთხი განსხვავებული სინათლის ექო, რაც ნიშნავს მტვრის ოთხ ღრუბელს, რომელთაგან თითოეული საკმარისად დიდი და მკვრივია იმისთვის, რომ სინათლის ექოს წარმოქმნა შეძლონ.
სინათლის ამ ექომ მკვლევარებს, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის ასტრონომ მაქსიმილიან სტრიცინგერის ხელმძღვანელობით, საშუალება მისცა დაენახათ მტვერი სუპერნოვას გვერდით. მათი ანალიზი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მტვრიანი სტრუქტურები შეიცავს სივრცეებს, რომლებიც სავსეა მასალისაგან, რომლის სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ დაფიქსირებად სინათლის ექოს ვერ წარმოქნის.
„მონაცემთა ნაკრები გასაოცარია და საშუალება მოგვცა, შეგვექმნა ძალიან შთამბეჭდავი ფერადი სურათები და ანიმაციები, რომლებიც აჩვენებენ სინათლის ექოების ევოლუციას ხუთი წლის განმავლობაში. ეს იშვიათი ფენომენია, რომელიც ადრე მხოლოდ რამდენიმე სხვა სუპერნოვაში იყო დაფიქსირებული“, – განაცხადა ორჰუსის უნივერსიტეტის ასტრონომმა მაქსიმილიან შტრიტცინგერმა.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მზეს ნაწილი გამოეყო და „მორევი” წარმოიქმნა – რა ხდება?

მზე ჩვენი ცხოვრების საყოველთაო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილია, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ ამოუხსნელი რჩება. ცოტა ხნის წინ მზესთან დაკავშირებით უცნაური მოვლენა დააფიქსირეს – მისი ზედაპირიდან ამოფრქვეული პლაზმური ძაფიდან მასალა გაიფანტა და მზის ჩრდილოეთ პოლუსზე გვირგვინის მსგავსი „მორევი“ შექმნა.
იმის დასადგენად, მოხდა თუ არა ეს რეალურად, საჭირო იქნება შემდგომი ანალიზის ჩატარება.
ამ დროისთვის, მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მსგავსი არაფერი უნახავთ და კადრები უდავოდ სანახაობრივია.
აშშ-ის აშშ-ს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მზის ფიზიკოსმა, სკოტ მაკინტოშმა, რომელიც მზეს ათწლეულების განმავლობაში აკვირდება და ცდილობს მის ციკლებში გაერკვეს, Space.com-ს განუცხადა, რომმას მზის მსგავსი „მორევი“ არასოდეს უნახავს.
უნდა დაველოდოთ, რომ გავიგოთ მეტი უცნაური მოვლენის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერები აანალიზებენ ინფორმაციის, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მოქმედი მზის ობსერვატორიებიდან მოდის, ლოდინი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი არ იქნება.

წყარო : www.sciencealert.com

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასახლებული იყოს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასახლებული იყოს და დედამიწიდან 31 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს. ამი შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს.

პლანეტა, რომელსაც Wolf 1069 b ჰქვია, მდებარეობს საკუთარი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში – ეს არის სივრცე, სადაც შექმნილია ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის საჭირო პირობები. ასეთ პლანეტაზე თეორიულად სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს.

მეცნიერების განხცადებით, პლანეტა საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 15,6 დღეს ანდომებს. მასსა და ვარსკვლავს შორის არსებული მანძილი მზესა და დედამიწას შორის არსებულ მანძილთან შედარებით 15-ჯერ ნაკლებია.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა გაარკვიეს, როდის და როგორ მოკვდება ჩვენი მზე

როგორი იქნება ჩვენი მზე სიკვდილის შემდეგ? მეცნიერებმა გააკეთეს პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ჩვენი მზის სისტემის ბოლო დღეები და როდის მოხდება ეს. ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანები მზის სიკვდილის დროს დედამიწაზე აღარ იქნებიან.

ადრე, ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ მზე გადაიქცევა პლანეტურ ნისლადგაზისა და კოსმოსური მტვრის მანათობელ ბუშტადშემდეგ კი გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ის უფრო მასიური უნდა იყოს. 2018 წელს, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა  კვლავ შეცვალა პოზიცია და აღმოაჩინა, რომ პლანეტარული ნისლეული მართლაც ყველაზე სავარაუდო მზის გვამია.

მზე დაახლოებით 4.6 მილიარდი წლისაა – ეს შეფასებულია მზის სისტემის სხვა ობიექტების ასაკის მიხედვით, რომლებიც დაახლოებით იმავე დროს ჩამოყალიბდნენ. სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვების საფუძველზე, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ის მისი სიცოცხლე დაახლოებით 10 მილიარდ წელში დასრულდება.

რა თქმა უნდა, მანამდე სხვადასხვა პროცესები განვითარდება. დაახლოებით 5 მილიარდ წელში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. ვარსკვლავის ბირთვი შემცირდება, მაგრამ მისი გარე ფენები გაფართოვდება მარსის ორბიტამდე და ამ პროცესში ჩვენს პლანეტას შთანთქავს, თუ ის ჯერ კიდევ იარსებებს.

ერთი რამ ცხადია: იმ დროისთვის ჩვენ დედამიწაზე ღარ ვიქნებით. კაცობრიობას მხოლოდ 1 მილიარდი წელი აქვს დარჩენილი. ეს იმიტომ, რომ მზის სიკაშკაშე ყოველ მილიარდ წელიწადში დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება. სიკაშკაშის ეს ზრდა დაასრულებს სიცოცხლეს დედამიწაზე. ჩვენი ოკეანეები აორთქლდება და ზედაპირი ძალიან ცხელი გახდება წყლის წარმოქმნისთვის. ჩვენვ იქნებით დაახლოებით იმდენი კაპუტი, როგორც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ.

2018 წლის კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, ისევე როგორც სხვა ვარსკვლავების 90 პროცენტი,წითელ გიგანტად ქცეული ჩვენი მზე, დიდი ალბათობით შემცირდება და თეთრი ჯუჯა გახდება, რის შემდეგაც პლანეტარულ ნისლეულად გადაიქცევა.

როდესაც ვარსკვლავი კვდება, ის აფრქვევს გაზისა და მტვრის მასას კოსმოსში, რომელიც ცნობილია როგორც მისი გარსი. გარსი შეიძლება იყოს ვარსკვლავის მასის ნახევარი. ეს გამოაჩენს ვარსკვლავის ბირთვს, რომელსაც ვარსკვლავის სიცოცხლის ამ ეტაპზე საწვავი ეწურება, საბოლოოდ ითიშება და კვდება. ამის შემდეგ ცხელი ბირთვი ანათებს ამოფრქვეულ გარსს დაახლოებით 10 000 წლის განმავლობაში. ეს არის ის, რაც პლანეტარული ნისლეულს ხილულს ხდის. ზოგი იმდენად კაშკაშაა, რომ მათი დანახვა შესაძლებელია უკიდურესად დიდი მანძილიდან, ათობით მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზე“,- განმარტა დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტიასტროფიზიკოსმა ალბერტ ზიილსტრამ.

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 59
Page 16 of 59