close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

მარსის ზედაპირის ქვეშ ყინულის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა Mars Express მარსის ეკვატორის მიმდებარედ, ზედაპირის ქვეშ, დიდძალ ყინულს მიაგნო, რომელიც თხევად მდგომარეობაში 1.5-1.7 მეტრი სიღრმის ოკეანის წარმოსაქმნელად საკმარისია. მართალია, ამ რეგიონში ყინული აქამდეც გამოუვლენიათ, თუმცა ასეთი რაოდენობის — არა.

ზონდმა წითელი პლანეტის ორბიტიდან სწორედ ყინულის შესაბამისი კვალი დააფიქსირა, ისეთი, როგორიც მარსის პოლარულ ყინულოვან საფარებს ახასიათებს. ეკვატორზე ამ გრუნტქვეშა მასის სისქე დაახლოებით 3.7 კილომეტრია. ის გამყარებული მტვრისა და ფერფლის ქერქითაა დაფარული, რომელიც ათასობით მეტრზე ვრცელდება. უნდა ითქვას, რომ თავად ყინულიც მტვრითაა “დაბინძურებული” და ასეთი სიღრმის გამო მისი მოპოვება ძნელი იქნება.

ფოტო: CReSIS/KU/Smithsonian Institution

15 წლის წინ Mars Express-მა Medusae Fossae Formation-ის სახელით ცნობილი გეოლოგიური ფორმაციის მიმდებარედ უცნობი შემადგენლობის დანალექი დააფიქსირა. ეს ტერიტორია ბოლო 3 მილიარდ წელში ლავისაგან უნდა გაჩენილიყო და ვულკანურ მტვერს დაეფარა. დღეს მის თავზე მტვრის რამდენიმეკილომეტრიანი გროვებია, მაგრამ მხოლოდ ეს მატერია ავსებდა ამ ღრმა ხეობას, რომელიც მარსის ჩრდილოეთ მთიანეთისა და სამხრეთ დაბლობის შუაშია განლაგებული?

ზონდის ხელსაწყოს MARSIS მონაცემებით, ამ არეალში არსებული დანალექი ნაკლებად მკვრივია, ასევე გამჭვირვალეა, რაც სწორედ ყინულზე მიანიშნებს. თანაც, იქ რომ მხოლოდ მტვერი იყოს, საკუთარი მძიმე წონის გავლენით “დაიპრესებოდა” და ძალიან დიდ სიმკვრივეს მიაღწევდა. საინტერესო ისაა, როგორ აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ეკვატორის სიღრმეში ამ რაოდენობის ყინული.

გეოლოგიური ფორმაციის Medusae Fossae Formation ნაწილი.

ფოტო: Caltech/JPL Global CTX Mosaic of Mars/Smithsonian Institution

მარსის ეკვატორსა და მის მიმდებარე განედებზე სხვადასხვა მისიის ფარგლებში ყინულს არაერთხელ მიაგნეს. ეს მიუთითებს, რომ იქ ძველად აბსოლუტურად სხვანაირი კლიმატი იყო. შესაძლოა, ყინულის დალექვას პლანეტის ღერძის ცვალებადობასთან ჰქონდეს კავშირი. ახლა მისი დახრილობა 25 გრადუსია, მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი 10-დან 60 გრადუსამდე მერყეობდა. შედეგად, პოლუსები მზისკენ იყო მიბრუნებული, რაც ეკვატორის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ყინულის გაჩენას შეუწყობდა ხელს. ამ მარაგს მოგვიანებით მტვერი და ფერფლი დაფარავდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Lettersგამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოაჩინეს პლანეტის ზომის ობიექტები, რომლებიც უცნაურ რადიოსიგნალებს ასხივებენ

მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ზომის ათობით უცნაური ობიექტი აღმოაჩინა, მექსიკელმა ასტრონომებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა სიგნალს ასხივებენ ისინი.

ცნობისთვის, ობიექტები ვარსკვლავების გარშემო არ ბრუნავენ და ამან მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ეს ყველაფერი შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომთა ჯგუფმა გამოქვეყნა სტატია, რომელშიც იუპიტერის მასის მქონე ობიექტებზე წერდნენ. მათ ობიექტებს JuMBO უწოდეს. ეს ობიექტები, რომლებიც ვების ტელესკოპის ინფრაწითელი შესაძლებლობების გამოყენებით აღმოაჩინეს, როგორც ჩანს, ორიონის ნისლეულში წყვილ-წყვილად მოძრაობენ.

Live Science-თან ინტერვიუში, მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ლუის როდრიგესმა თქვა, რომ JuMBO-ების აღმოჩენის შემდეგ, სურდათ ენახათ, გამოსცემდნენ თუ არა ეს უჩვეულო ობიექტები რადიოტალღებს. შესაბამისად, მათ დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი წყვილი — სახელად JuMBO 24 — მართლაც გამოსცემდა სიგნალს.

თავად JuMBO-ები უკვე საკმარისად უცნაური ობიექტებია, თუმცა ეს ახლად აღმოჩენილი წყვილი კიდევ უფრო უცნაურია. როგორც The Astrophysics Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია ახსნილი, ეს ობიექტები ყველა სხვა წყვილზე მძიმეა და მათ შორის სივრცე ძალიან მჭიდროა.

უცნაური სიგნალი

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, როდრიგესმა განაცხადა, რომ რადიო ემისიები დაკავშირებულია JuMBO 24-თან. ეს არ არის ისეთი სპირალური ტალღები, რომლებსაც პლანეტები ჩვეულებრივ გამოსცემენ. ტალღები არის სტაბილური, რაც თავისთავად უცნაურია, რადგან რადიოტალღები სხვა მსგავსი ობიექტებიდან, იქნება ეს ყავისფერი ჯუჯები, პლანეტები თუ პულსარები, ზოგადად ბევრად უფრო ცვალებადია.

ეს ფაქტორი ტალღების ზუსტი წარმოშობის დადგენას ართულებს. თუმცა, მკვლევრები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ემისიები სწორედ JuMBO 24-დან მოდის.

მექსიკელმა ასტროფიზიკოსმა ისიც განმარტა, რომ ემისია უცხო ცივილიზაციასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ გამოსხივება ორი ობიექტისგან მოდის და ეს ბუნებრივ მექანიზმთან ნაკლებადაა დაკავშირებული.

ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული მრავალი სხვა აღმოჩენის მსგავსად, JuMBO 24-ის ტალღები გაცილებით მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ, რათა გაიგონ თუ რასთან გვაქვს საქმე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის გაშვება 1 წლით გადადო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის Artemis II-ს გაშვება 2025 წლის სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს,

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა. ამასთან, ასევე 1 წლით გადაიდო შემდეგი მისია Artemis III-ც, რომლის ფარგლებში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, მთვარეზე ადამიანები უნდა დაესვათ.

ორივე მისია მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ მოდული „პერეგრინი“, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს, საწვავის დაკარგვის გამო თავის მისიას ვერ ასრულებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური ბეჭდისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური ბეჭდისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც გალაქტიკების გროვებისგან შედგება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასტრონომებმა მას „დიდი ბეჭედი“ დაარქვეს. მათი თქმით, ბეჭედი იმდენად დიდია, რომ სამყაროს ჩვეულ აღქმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სტრუქტურის დიამეტრი 1,2 მილიარდი სინათლის წელიწადია და ის დედამიწიდან 9 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი პლანეტიდან მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია.

აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპის თანახმად, მატერია სამყაროში თანაბრად არის განაწილებული, ამიტომ „დიდი ბეჭდის“ მსგავსი მსხვილი სტრუქტურები უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

თუმცა, მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი მათ შორის გალაქტიკების სუპერკლასტერი „ჰერკულეს-კორონა-ბორეალისის დიდი კედელია“, რომლის სიგანეც 10 მილიარდ სინათლის წელიწადს შეადგენს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა, რომლის ბორტზეც პოპულარული ტელესერიალის მსახიობების ფერფლი და ამერიკელი პრეზიდენტების დნმ-ის ნიმუშებია, მთვარის ზედაპირისკენ გაემართა

ამერიკულმა რაკეტამ Vulcan Centaur მთვარისკენ სტარტი წარმატებულად აიღო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა NASA-ს კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მასზე ზონდი Peregrine 1-ია, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს. ეს პირველი შემთხვევა იქნება 1972 წლიდან, როდესაც დედამიწის თანამგზავრზე ამერიკული აპარატი დაჯდება.

Peregrine 1-ის ბორტზე NASA-ს მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტებია, ასევე სხვა ტვირთი, რომელთა შორისაა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის როვერი – პირველი ამერიკული რობოტი, რომელიც მთვარეზე მოხვდება.

Peregrine 1-ის ბორტზე ასევე 265 კაფსულია, რომლებშიც სხვადასხვა ადამიანის ფერფლია მოთავსებული. მათ შორის არიან პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკური ტელესერიალის „სტარტრეკის“ ავტორი და რამდენიმე მსახიობი, 2021 წელს გარდაცვლილი მისია „აპოლონის“ ასტრონავტი ფილიპ ჩეპმანი და სხვები. ასევე კაფსულებში მოთავსებულია აშშ-ის პრეზიდენტების – ჯონ კენედის, ჯორჯ ვაშინგტონისა და დუაიტ ეიზენჰაუერის დეენემის ნიმუშები. ეს დამკრძალავი კომპანიების Elysium Space და Celestis-ის სერვისია, რომლის ღირებულებაც 10 ათასი დოლარიდან იწყება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტოები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯეიმს ვების ტელესკოპის შექმნიდან ზუსტად ორი წელი გავიდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ კოსმოსში „საშობაო ნაძვის ხის“ ფოტო გამოაქვეყნა🎄

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) კლასტერის NGC 2264 ვარსკვლავთა შეჯგუფების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საშობაო ნაძვის ხეს ჰგავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, სპეციალისტებმა გამოსახულება ორი ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით შექმნეს – Chandra და Wisconsin-Indiana-Yale-NOAO (WIYN). მათ ასევე გამოსახულება 160 გრადუსით შეატრიალეს, რათა ნაძვის ხეს უფრო დამსგავსებოდა.

ეს ნისლეული დედამიწიდან 2500 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

ზუგდიდელი და სენაკელი მოსწავლეები NASA – ში მიემგზავრებიან

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია.

ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია სამ, სენაკელ, თბილისელ და ბათუმელ თანატოლთან ერთად 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული სწორედ ამ ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი “TerraTech” გახდა.

მათ მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნეს, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. ნასაში მოსწავლეების გამგზავრებას აშშ-ს საელჩო დააფინანსებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

NASA-მა ღრმა კოსმოსიდან Ultra HD ხარისხის ვიდეო პირველად გადმოსცა🐈

NASA-ს თანამშრომლის კატა ტეიტერსი იმ ვიდეოს გმირი გახდა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ლაზერული კავშირით დედამიწაზე გადმოიცა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ეს მონაცემთა ნაკადური გადაცემის ტექნოლოგიის ტესტირების ფარგლებში მოხდა. Ultra HD ხარისხის გამოსახულების გადმოსაცემად კავშირის თანამედროვე ლაზერული სისტემა იყო გამოყენებული, რომელიც დედამიწიდან 31 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ზონდ „ფსიქეზეა“ დამონტაჟებული. ვიდეო ზონდზე მის კოსმოსში გაშვებამდე განათავსეს.

15-წამიანი ვიდეო დედამიწავე 101 წამში მოვიდა. კადრებზე ტეიტერსი ლაზერის სხვის დასდევს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლაზერული კავშირი მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეიმს ვებმა ურანის ახალი ფოტოები გადაიღო🔵🔭

ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ ურანის დეტალური ფოტოები გადაიღო და პლანეტის შიგნით და გარეთ რგოლები დააფიქსირა.

ფოტოები ინფრაწითელი დიაპაზონის კამერით NIRCam არის გადაღებული. პლანეტის რგოლები კი ინფრაწითელ დიაპაზონში კაშკაშად ანათებენ.

გამოსახულებაზე არა მარტო ურანი, არამედ მისი თანამგზავრების ნაწილიც (კერძოდ – არიელი, მირანდა, ობერონი, ტიტანია და უმბრიელი) და პლანეტის პოლარული ქუდი ჩანს.

 

ურანი გაზის გიგანტია, რომელსაც მყარი ზედაპირი არ აქვს, ამიტომ მისი პოლარული რეგიონები არ არის დაფარული თოვლით, როგორც დედამიწაზე. ამის ნაცვლად, ეს არის აეროზოლი, რომელიც დიდი რაოდენობით ყინულის კრისტალს შეიცავს.

ტელესკოპი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტას წელს უკვე მეორედ იღებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 61
Page 10 of 61