close

კვლევები

კვლევები

მეცნიერების თქმით, ვეგეტარიანული დიეტა გულის დაავადებებისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის ეფექტურია

სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ვეგეტარიანული დიეტა გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის ეფექტიანად აღიარეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 22 წლის განმავლობაში ჩატარებული 20 რანდომიზებული კვლევის შედეგების მეტაანალიზი განახორციელეს. მთლიანობაში ამ კვლევებში თითქმის 200 ადამიანი მონაწილეობდა აშშ-დან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, ახალი ზელანდიიდან და ჩინეთიდან.

როგორც მკვლევრებმა შენიშნეს, ტრადიციული კვებისგან განსხვავებით, ვეგეტარიანული დიეტები მნიშვნელოვნად ამცირებდნენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) დონეს, რომელსაც ასევე „ცუდ ქოლესტერინს“ უწოდებენ.

გარდა ამისა, რაციონიდან ხორცის ამოღების შემდეგ, კვლევის მონაწილეებმა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი ჰქონდათ, წონაში დაიკლეს. ამასთან, მეცნიერების თქმით, ვეგეტარიანელებს სისხლში გლუკოზის ჯანსაღი ნორმა ჰქონდათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ესპრესო, შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ამცირებდეს – კვლევა

თუ ახალ კვლევას დავეყრდნობით, ახალი კვლევის თანახმად, ყავის მარცვლებს შეუძლია ხელი შეუშალოს იმ ცილების დაფების წარმოქმნას, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ალცჰაიმერის დაავადება მიეკუთვნება დაავადებათა ჯგუფს, რომელიც ხასიათდება ტვინში ტაუ-ცილების აგრეგაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა ყავის შესაძლო ნეიროდამცველობითი ეფექტი, კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, თუ როგორ მოქმედებს ჩვეულებრივი ესპრესო ამ პათოლოგიური ცილის გროვების განვითარებასა და ქცევაზე.

მკვლევრებმა ესპრესოდან რამდენიმე ნაერთი გამოაცალკევეს. კერძოდ, მათ შეარჩიეს ალკალოიდები (კოფეინი და ტრიგონელინი), ისევე როგორც ფლავონოიდები (გენისტეინი და თეობრომინი), ტაუ-ცილის შემცირებულ ფორმასთან ერთად 40 საათამდე ინკუბაციისთვის. ასევე გამოიყენეს ყავის ექსტრაქტი, რათა ყველა ამ ნაერთის ერთობლივ ეფექტს დაკვირვებოდნენ ტაუ-ცილების აგრეგაციაზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ კოფეინი, გენისტეინი და ყავის ექსტრაქტი აფერხებდა ტაუს დაფების წარმოქმნას და, ამ სხვადასხვა ნაერთის კონცენტრაციის მატებასთან ერთად, მცირდებოდა ტაუს ფილამენტების სიგრძე. ყავის სრული ექსტრაქტი კი ყველაზე ეფექტური გამოდგა და, როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია ტაუს აგრეგატების ფორმის რღვევა.

შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კოფეინს ასევე აქვს ტაუს წინასწარ ჩამოყალიბებული ბოჭკოების შებოჭვის პოტენციალი, ხოლო ყავის ექსტრაქტი ხელს უშლის ტაუს კონდენსატების წარმოქმნას, რომლებიც, სავარაუდოდ, დაფების წინამორბედია.

როდესაც დაინახეს, თუ როგორ აფერხებს ეს სხვადასხვა კომპონენტი ტაუს ბოჭკოების წარმოქმნას, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ ამ შეფერხების გავლენა ცილის ტოქსიკურობაზე. ამიტომ მათ ადამიანის ემბრიონული თირკმლის უჯრედები ნარევს დაუმატეს და დაადგინეს, რომ ტაუ-ცილებს უჭირს ამ უჯრედებისთვის ზიანის მიყენება ყავის ნაერთების არსებობისას.

კვლევის ავტორების თქმით, დღეში ორი ან სამი ჭიქა ესპრესოს დალევამ შეიძლება უზრუნველყოს როგორც კოფეინის, ასევე გენისტეინის მნიშვნელოვანი რაოდენობის ქონა, ორივე მათგანს კი შეუძლია, გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და წარმოქმნას ნეიროდამცველობითი ეფექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ტვინში ტაუ-ცილების კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, დაახლოებით 25-ჯერ დაბალია, ვიდრე ამ კვლევაში გამოყენებული დონეები, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ყავის დალევა ხელს შეუწყობს ამ ცილების აგრეგაციის თავიდან აცილებასა და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას.

თუმცა, ყავის ნეიროდამცველობითი ეფექტის დასადასტურებლად  სამომავლოდ გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

50-წლიანი კვლევა – ბავშვები მუსიკის თანხლებით მათემატიკას უკეთ სწავლობენ

50-წლიანმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები მუსიკის თანხლებით მათემატიკას უკეთ სწავლობენ. მასშტაბური დაკვირვების შედეგებს Science Daily აქვეყნებს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუსიკას შეუძლია, სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს, მოსწავლეების პროცესში ჩართულობა დიდი ხნით შეინარჩუნოს და დაეხმაროს მათ შიშისა და შფოთის დაძლევაში. რადგანაც ფოკუსირება დისციპლინათა შორის ზუსტ მეცნიერებებს გამორჩეულად სჭირდება, განსაკუთრებულად დადებითი კორელაცია მათემატიკასთან დაფიქსირდა.

მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ ძალიან დადებითი შედეგის მომტანია მუსიკის ინტეგრირება უშუალოდ მათემატიკის გაკვეთილებში – მაგალითად, ტაშის დაკვრით თვლის დასწავლა. ეს იმით აიხსნება, რომ როდესაც სწავლის პროცესში ერთდროულადაა ჩართული ვიზუალური და აკუსტიკური მახასიათებლები, ისევე, როგორც მოტორიკა, მოსწავლე მასალის ათვისებას გაცილებით ეფექტიანად ახერხებს.

მეცნიერებმა მონაცემები 1975-2022 წლებში შეაგროვეს. მასალამ 55 კვლევის შედეგები გააერთიანა მთელი მსოფლიოდან. თითქმის 50 წლის განმავლობაში კვლევაში მონაწილეობა 78 000-მა ადამიანმა მიიღო – დაწყებული საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებიდან, დასრულებული უნივერსიტეტის სტუდენტებით.

გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების 73%-მა მათემატიკისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილის ფონზე უკეთ აითვისა მათემატიკის მასალა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა, რომელთაც სკოლაში სწავლის პარალელურად რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ისწავლეს დაკვრა, მათემატიკის სწავლის ხარისხიც გაიუმჯობესეს. განსაკუთრებულად პოზიტიური შედეგები ფიქსირდება არითმეტიკის მიმართულებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ევკლიდის კოსმოსური ტელესკოპი ერთ მილიარდზე მეტ გალაქტიკას დაათვალიერებს

მომავალი თვის დასაწყისში ევკლიდის კოსმოსური ტელესკოპი ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან კოსმოსში გაემგზავრება და ერთი მილიარდი გალაქტიკის კვლევას დაიწყებს. კვლევის ფარგლებში, ტელესკოპი ცის ერთ მესამედზე მეტს დაფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ამოცანა უზარმაზარია, ევკლიდის მთავარი მიზანია მის მიერ შეგროვებული მონაცემები დავიდეს ერთ რიცხვამდე, რომელიც w-ით აღინიშნება.

w აღწერს ბნელი ენერგიის ეფექტს, იდუმალ ანტიგრავიტაციულ ძალას, რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ w არის -1-თან ახლოს მდებარე რიცხვი და თუ ასეა, მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ბრნელი ენერგია არც ისეთი ძლიერია, როგორიც მათ აქამდე ეგონათ. სამყაროს გაფართოებასთან ერთად, მეტი სივრცის წარმოშობასთან ერთად, ბნელი ენერგიის მთლიანი რაოდენობაც იზრდება ისე, რომ ენერგიის სიმკვრივე ყოველთვის რჩება მუდმივი.

„თუ w უდრის -1-ს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ეს“, ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ოფერ ლაჰავი. მცირე გადახრა -1-დან ან, კიდევ უკეთესი, w-ის მნიშვნელობიდან, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება, შეიძლება კოსმოლოგებს მიანიშნებდეს ახალი, ყოვლისმომცველი თეორიისკენ, რომელიც გულისხმობს ფიზიკის ახალ გაგებას.

ევკლიდი პირველი მულტიმილიარდიანი პროექტია, რომელსაც სულ მალე ექნება დებიუტი.

„საზოგადოება მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმის გასაგებად, უდრის თუ არა w –1-ს. თუ ეს ასე არ არის, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნობელის პრემიაც შეიძლება მივიღოთ“, – ამბობს მეცნიერი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ტელესკოპები შეამცირებენ კოსმოლოგიური მუდმივობის ალტერნატივების მზარდ ჩამონათვალს, მათ შორის აინშტაინის გრავიტაციის თეორიის გადასინჯვას.

კვლევის ფარგლებში ევკლიდი დაფარავს ცის 36%-ს. ის სულ რაღაც ორ დღეში დაათვალიერებს იმდენ ცას, რამდენიც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სამ ათწლეულში დაათვალიერა და დააფიქსირებს დაახლოებით 10 მილიარდ გალაქტიკას, ვარსკვლავს და მზის სისტემის ობიექტებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ალკოჰოლის მცირე რაოდენობას სტრესის მოხსნა შეუძლია – კვლევა

ალკოჰოლის მცირე რაოდენობა ტვინზე და გულზე დადებითად მოქმედებს და სტრესის მოხსნა შეუძლია. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს, რომლის შესახებ მასალას CNN ავრცელებს.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ალკოჰოლის ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმში სისხლის შემცველობის ცვლილებას ეხებოდა, მაგრამ ახლა დადგინდა, რომ ალკოჰოლი პირდაპირ ტვინზე მოქმედებს.

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს ზომიერად იღებენ -, ერთ პორციაზე ნაკლები ქალებისთვის და 1-დან 2 პორციამდე კაცებისთვის, სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნაკლები რისკი აქვთ, როგორცაა ინფარქტი ან ინსულტი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ იღებენ.

ამასთანავე მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, ასე რატომ ხდება. ალკოჰოლი „დადებითი“ ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის, ხოლო მსმელ ადამიანებში წებოვანი ცილის, იგივე ფიბრინოგენის რაოდენობა მცირდება, რაც საშიში თრომბების ფორმირების რისკს ამცირებს.

დოქტორი აჰმედ ტავაკოლი, რომელიც მასაჩუსეტსის საავადმყოფოში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვიზუალიზაციის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანი ენერგიის მოზღვავებამდე, რაც ოდნავ მოგვიანებით ხდება, თავს დამშვიდებულად გრძნობს.

ტავაკოლმა და მისი გუნდის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს შემთხვევაში, რომლებიც კვირაში 1-დან 14 პორციამდე ალკოჰოლს იღებდნენ, გულის შეტევის ან ინსულტის მიღების რისკი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც კვირაში ალკოჰოლის ერთ პორციაზე ნაკლებს იღებდა. ამ ადამიანების ტვინის სკანირებისას დადგინდა, რომ მათ სტრესული რეაქციები ტვინის იმ ნაწილში, რომელიც საფრთხეზე და შიშზეა პასუხისმგებელი, მნიშვნელოვნად იყო დაკლებული.

„ალკოჰოლი გულთან დაკავშირებულ არასასურველ მოვლენებს ორჯერ ამცირებდა“- ამბობს ტავაკოლი

ტავაკოლმა სტრესის ნეირონული ქსელი შეისწავლა, რომელიც ადამიანის ტვინში მდებარეობს. როდესაც ტვინის ეს ნაწილი აღგზნებულია, ნერვულ სისტემაში ირთვება შესაბამისი რეაქციები, რაც არტერიული წნევის მატებას იწვევს. ასევე აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც კორტიზოლს აგროვებს, ორგანიზმს ცხიმის შეგროვების ბრძანებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, დიაბეტის და მაღალი წნევის საფრთხეს ქმნის. ასევე გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც წნევას კიდევ უფრო მაღლა წევს. ყველა ეს ეფექტი ერთობლიობაში ინსულტის და ინფარქტის რისკს ზრდის.

იმ ადამიანების ტვინის სკანირებამ, რომლებსაც ალკოჰოლი არ მიუღიათ, აჩვენა, რომ ტვინის აქტიურობა არ იზრდებოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლები ცხელ დღეებში უფრო აგრესიულები ხდებიან – კვლევა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლები ცხელ და მზიან ამინდებში აგრესიას უფრო ავლენენ. მკვლევრების თქმით, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანებში კრიმინალის რაოდენობა მატულობს. ჩვენ გვაინტერესებდა როგორ მოქმედებდა ეს ფაქტორი ძაღლებზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცხელ დღეებში ძაღლები ადამიანების მიმართ უფრო აგრესიულები არიან”, – აღნიშნულია Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მკვლევრებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გამოიყენეს. სტატისტიკა აშშ-ს რვა ქალაქის მონაცემებს დაყრდნო. შედეგად მკვლევრებმა 70 000-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა გააანალიზეს.

მკვლევრები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რით არის ეს გამოწვეული. თუმცა, სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ფაქტია, რომ იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც.

საბოლოოდ, ეს აჩენს შეკითხვას, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლება აისახოს ძაღლებზე გლობალური დათბობა. შეკითხვებზე პასუხების მისაღებად ჰარვარდის მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება გარდაცვალების მიზეზი – საქსტატის მონაცემები

“საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 49 118 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც 10 788 ერ­თე­უ­ლით (18.0%) ნაკ­ლე­ბია 2021 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის ჭარ­ბობს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­დის გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ბა­მი­სად, 35.9 პრო­ცენ­ტი და 9.2 პრო­ცენ­ტი.

სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით გა­სულ წელს 17 641 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 22 158;

სიმ­სივ­ნე­ე­ბით 2022 წელს სულ 4 530 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 7 641;

სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;

ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ლო­გი­ნო­ბის ხანა – 2022 წელს – 18, 2021 წელს კი – 34 (მათ­გან 24 შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბებს).

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

შემწვარი საკვების მირთმევა მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, შემწვარი საკვების მირთმევა მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ჩინელი მეცნიერების კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ შემწვარი საკვების, განსაკუთრებით შემწვარი კარტოფილის ხშირი მოხმარება შფოთვის 12%-ითა და დეპრესიის 7%-ით უფრო მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. კორელაცია განსაკუთრებულად ახალგაზრდა მომხმარებლებშია გამოხატული.

ანგარიშის თანახმად, შემწვარი საკვები სიმსუქნეს, მაღალ წნევასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. მასშტაბურ კვლევაში, რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 140 728 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საწყის ეტაპზევე, პირველი ორი წლის განმავლობაში, შემწვარი საკვების 8 294 მომხმარებელს დეპრესიის ნიშნები აღენიშნებოდა, 12 735-ს კი – შფოთვის. კონკრეტულად შემწვარი კარტოფილის მოყვარულთა შორის რისკები 2%-ით მაღალი აღმოჩნდა. ასევე ძლიერი კორელაცია დაადგინეს მენტალურ ჯანმრთელობასა და შემწვარი ხორცის მოხმარებას შორის.

კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ მსგავსი ტიპის საკვებს, ძირითადად, ახალგაზრდა კაცები მიირთმევენ – უმეტეს შემთხვევაში, დღეში ერთ პორციაზე მეტს. როგორც ნუტრიციოლოგი, ექიმი დევიდ კატი განმარტავს, შეიძლება საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ და ვთქვათ, რომ “შფოთვისა და დეპრესიის დროს ადამიანები, რუტინის შემსუბუქების მიზნით, “კომფორტულ საკვებს” მოიხმარენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის სახიფათო “ჯანქ ფუდია”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ზრდასრულთა 5%-ზე მეტი ებრძვის დეპრესიას. აღსანიშნავია, რომ კოვიდის დროსა და პოსტპანდემიურ პერიოდში შედეგები მეტად გაუარესდა. კვლევა კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჯანსაღი კვება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

მარტოსული ადამიანების ტვინი განსხვავებულად ფუნქციონირებს – კვლევა

ხშირად სამყაროს აღქმა ინდივიდუალურია. თუმცა, როდესაც თანამოაზრის პოვნა გვიჭირს, ეს შეიძლება მარტოობაში გადაიზარდოს.

მეცნიერებს აინტერესებდათ როგორ მუშაობს მარტოსული ადამიანის ტვინი. მათ ამისთვის 66 მოზარდის ტვინის მონაცემები გააანალიზეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მარტოსული ადამიანების ტვინი განსხვავებულად ფუნქციონირებს. მეტიც, განსხვავება იყო თავად მარტოსულ ადამიანებშიც.

„გასაკვირი იყო იმის აღმოჩენა, რომ მარტოსული ადამიანები კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავდნენ ერთმანეთს”, — ამბობს ფსიქოლოგი ელისა ბეიკი.

რა ხდება იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც თავს სოციალურად იზოლირებულად მიიჩნევენ? ბეიკს და მის კოლეგებს სწორედ ამის გარკვევა სურდათ.

მარტოსულობა ერთგვარი ემოციური მდგომარეობაა, როდესაც ჩვენს სურვილებსა და რეალობას შორის უფსკრული ჩნდება. ასეთ დროს პრობლემაა ურთიერთობების ხარისხი და არა რაოდენობა. შეიძლება ბევრ ადამიანთან გიწევდეთ კონტაქტი, მაგრამ თვლიდეთ, რომ თქვენი არავის ესმის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 18-დან 21 წლამდე 66 პირველკურსელის ტვინის აქტივობები შეისწავლეს. ამისთვის მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გამოიყენეს — ეს იმ მომენტში, როდესაც სტუდენტები ვიდეოებს უყურებდნენ.

ვიდეოები შეიცავდა წვეულებებისა და სპორტული ღონისძიებების ამსახველ კადრებს.

მონაწილეებმა სპეციალური სკალა შეავსეს, სადაც უთითებდნენ გრძნობდნენ თუ არა თავს მარტოსულად.

ისინი ვინც თავს მარტოსულად არ გრძნობდნენ ტვინის ფუნქციონირების მხრივ ერთმანეთს ჰგავდნენ. საინტერესოა, რომ მარტოსულების შემთხვევაში ტვინის აქტივობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

„კვლევა აჩვენებს, რომ მარტოსული ადამიანები სამყაროს ბევრად უფრო განსხვავებულად აღიქვამენ. შესაბამისად, აქვთ შეგრძნება, რომ მათი არ ესმით”, — აღნიშნულია კვლევაში.

ბეიკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მარტოსულ ადამიანს მეორე მარტოსული ადამიანისთვის გაგებაც უჭირს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ანესთეზური საშუალებები ცუდი მოგონებებისა და ფობიების წინააღმდეგ?

ახალი კვლევის თანახმად, ანესთეზური საშალებების გარკვეული დოზის მიღება პაციენტებს შესაძლოა წარსული ტრავმისგან ან გარკვეული ფობიებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანში მოგონების  ამოშლა შეუძლებელი იყო.

ძლიერი დეპრესიის მქონე ადამიანებში ცუდი მოგონებების ამოსაშლელად ელექტრო შოკის გამოყენება ეფექტური გზაა, თუმცა არა იდეალური.

„ელექტროკონვულსიური თერაპია მეტისმეტად ინვაზიური მკურნალობაა, ასე რომ, იმ ცუდი მოგონებების ამოსაშლელად, რომელიც პრობლემებს იწვევს, უფრო მარტივი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ განაცხადა მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა დოქტორ ბრაიან სთრეინჯმა.

იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნული მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ანესთეზური მედიკამენტების ჩართვამ სელექციური მეხსიერების დაკარგვის კუთხით დიდი როლი ითამაშა.

იდეის დასატესტად მეცნიერებმა პაციენტებს სლაიდ შოუ აჩვენეს,  რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ნეიტრალური და ემოციური – ახალგაზრდა ბიჭის ავტოსაგზაო შემთხვევა და თავდასხმა ახალგაზრდა ქალზე.

ერთი კვირის შემდეგ მათ სლაიდშოუს გარკვეული მონაკვეთები ხელმეორედ აჩვენეს გასახსნებებლად. ამის შემდეგ კი პროპოფოლის ინექცია გაუკეთეს და პაციენტების ნახევარზე მეტს ამბავი გამოკითხეს. მათ ამბის გაუხსენებელი და გახსენებული ნაწილები ერთნაირად კარგად  გაიხსენეს. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ პროპოფოლის მოქმედებისთვისის გარკვეული დრო იყო საჭირო და მოხალისეთა ხოლო მეორე ნახევარს ამბავი ინექციიდან 24 საათის შემდეგ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გახსენებული ამბის ემოციური ნაწილი 12 პროცენტით ცუდად ახსოვდათ, ვიდრე გაუხსენებელის, ხოლო გაუხსენებელი და გახსენებული ამბების ნეიტრალური ნაწილი ერთნაირად კარგად ახსოვდათ.

„ტვინის ის ნაწილი,რომელიც ემოციურ მეხსიერებაში მონაწილეობს, ანესთეზური საშუალებების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია. ეს კარგია პოტენციური მკურნალობისთვის, ვინაიდან იმ ინფორმაციის ამოშლა, რომელიც არასასურველი და არადრამატულია, საჭირო არ ხდება,“ აცხადებს ბრაიან სთრეინჯი.

თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ძველი მოგონებები უფრო რთულად იცვლება და აღნიშნული მკურნალობა გაცილებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  ფლეშბექები აწუხებს.

წყარო : independent.co.uk

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 114
Page 36 of 114