close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ეკა ჩაკვეტაძე პანდემიაზე Facebook კომენტარს ავრცელებს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ეკა ჩაკვეტაძე პანდემიაზე Facebook კომენტარს ავრცელებს:

მოგეხსენებათ რომ მსოფლიო პანდემიის წინაშეა, გოლიათი ქვეყნები “დაეცნენ” ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენს პატარა საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. რასაც აქედან ვაკვირდები, ეპიდ სამსახური არა ერთ ქვეყანაზე უკეთ უმკლავდება სიტუაციას მაგრამ მარტო, თითოეული თქვენგანის დახმარების გარეშე რთული იქნება. ყველა თქვენთაგანს მოგიწოდებთ , ავიღოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ატარეთ ნიღაბი თუნდაც უბრალო სურდოს ნიშნები თუ აგეღნიშნებათ, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და ხშირად იბანეთ ხელები. ტრანსპორტში ყოფნის მერე გაიკეთეტე ხელის დეზინფექცია, თან გქონდეთ სულ სადეზინფექციო ხსნარი.ასეთი მარტივი რჩევები ეპიდემიის გავრცელებას, მითუმეტეს მის სისწრაფეს შეაჩერებს. ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ საქართველოში მოხდეს ეპიდემიის შეჩერება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კარანტინის ან თვითიზოლაციისთვის

კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინსა და თვითიზოლაციაში ასობით ადამიანი იმყოფება. ხელისუფლება და მედიკოსები საზოგადოებას თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რა უნდა გავითვალისწინთ და მოვიმარაგოთ წინასწარ იმ შემთხვევისთვის, თუ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოგვიწევს?

საკვები :

მნიშვნელოვანია, მოვიმარაგოთ, არამალფუჭებადი საკვები. ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, მოიმარაგონ დეჰიდრირებული პროდუქტი :

კონსერვირებული საკვები, ბოსტნეული, ხილი;
ბურღულეული, მარცვლეული, საწებლები;
წასახემსებელი საკვები, ჩიფსები, კრეკერები, თხილეული;
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ჩვილები და შინაური ცხოველები გყავთ, მოიმარაგეთ მათთვის განკუთვილი სპეციალური საკვებიც.

სასმელი :

თუკი ონკანის წყალს არ მიირთმევთ, მოიმარაგეთ 2 კვირის საკმარისი წყალი და სხვა სასმელი. კარგი იქნება, თუ წყლის ფილტრებსა და წყლის ბაქტერია-პარაზიტებისგან გასასუფთავებელ ტაბლეტებსაც მოიმარაგებთ.

ჰიგიენა:

თვითიზოლაციისა და კარანტინის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ნორმების დაცვას. რეგულარულად და გულდასმით დაიბანეთ ხელები, გახსოვდეთ, ეს კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. საპონი და წყალი და ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები კორონავირუსს კლავს.

გირჩევთ, მოიმარაგოთ ჰიგიენის შემდეგი საშუალებები:

ანტიბაქტერიული საპონი
ხელის სადეზინფექციო საშუალებები ალკოჰოლის მაღალი შემცველობით
ტუალეტის ქაღალდი
ხელსახოცი
სველი სალფეთქი
სარეცხი საშუალებები
ჭუჭლის ჟელე.

მედიკამენტები

გირჩევთ, შინ იქონიოთ თერმომეტრი, სიცხის დამწევი საშუალება, ტკივილგამაყუჩებელი, ხველის საწინააღმდეგო მედიკაეტი, ანტიჰისტამინი, დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები, პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა თავისი ნაკრებით.

რეკომენდაციები ინფიცირების თავიდან ასაცილებლად :

თავი არიდეთ რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს; ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; თავი არიდეთ ქუჩაში ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს; იმ შემთხვევაში, თუ რესპირატორული ინფექცია გაქვთ, დაიცავით ხველის ეტიკეტი, გამოიყენეთ ნიღაბი, დაუკავშირდით ექიმს და უამბეთ მოგზაურობის ისტორია.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაინფიცირდით :
გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, არ არის აუცილებელი მაშინვე ექიმთან გაეშუროთ, თავდაპირველად დაუკავშირდით ექიმს ტელეფონის საშუალებით და მიიღეთ საჭირო რჩევა.
მოახდინეთ თვითიზოლაცია, დაიძინეთ ცალკე ოთახში, გამოიყენეთ ისეთი ჭურჭელი რომლითაც ოჯახის სხვა წევრები არ ისარგებლებენ, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, კარის სახელურები, შუქის ჩამრთველ-ამომრთველი, უნიტაზის და სხვა ზედაპირები ყველდღიურად სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ.

წყარო: oregonlive.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა

23 წლის ლუსი ჰიუზმა შექმნა მასალა, რომელსაც ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას ჩანაცვლება შეუძლია. მასალას, სახელად MarinaTex, უფრო კონკრეტულად, შეუძლია პროდუქტების შეფუთვებში, ან პარკებში გამოყენებული პლასტმასა ჩაანაცვლოს. მასალის შესაქმნელად სტუდენტმა თევზის ნარჩენები გადაამუშავა და ამ პროექტით ის James Dyson-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა. ჯილდოს სახით, მან $41,000 მიიღო, იმისათვის, რომ განავითაროს პროდუქტი და მისი მასპროდუქციის გეგმა შეიმუშავოს.

თავდაპირველად, ლუსის პროექტი თევზის ნარჩენების მართვას გულისმობდა, რაც, ყოველწლიურად, United Nations-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა, მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, რომ თევზის ნარჩენების გამოყენება სხვა, უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლებოდა.

„რაში გვჭირდება ხელოვნური პოლიმერი, როცა ის ბუნებაში ხელმისაწვდომია“, – თქვა ლუსი ჰიუზმა Reuters-თან საუბრისას.

World Bank-ის ცნობით, 2016 წელს, დედამიწაზე 242 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენი გამომუშავდა. United Nations-ის ინფორმაციით კი, აქედან 100 მილიონი ტონა ოკეანეში აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

პირველად სამეცნიერო ისტორიაში ხუთი წლის წინ გაყინული კვერცხუჯრედიდან ქალმა ჯანმრთელი ბავში გააჩინა

პირველად სამეცნიერო ისტორიაში ლაბორატორიაში ხუთი წლის წინ მომწიფებული და გაყინული კვერცხუჯრედიდან ქალმა ბავშვი გააჩინა.

34 წლის ფრანგი ქალის კვერცხუჯრედი,  რომელიც ძუძუს კიბოს გამო ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, ლაბორატორიაში მოამწიფეს და გაყინეს. ხუთი წლის შემდეგ კი გაალღვეს და გაანაყოფიერეს.

ჟურნალ Annals of Oncology-ში დეტალურადაა აღწერილი პატარა ბიჭის დაბადების ისტორია : მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა ქალის საკვეცხეებისგან მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები ამოიღეს და ინ ვიტრო მომწიფების ტექნოლოგიის საშუალებით მოამწიფეს და გაყინეს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ყველა მსგავსი შემთხვევები წარუმატებლად სრულდებოდა. ბავშვების დაბადება მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როდესაც ინ ვიტრო მომწიფების შემდეგ კვერცხუჯრედს მაშინვე ანაყოფიერებდნენ.

ფრანგი პაციენტის შემთხვევაში კი, რომელიც 5 წლის შემდეგ კიბოსგან განიკურნა, თუმცა მას ბუნებრივი გზით დაორსულება აღარ შეეძლო. ცნობილია, რომ კიბოთი დაავადებულ 40 წლის პაციენტების დაახლოებით 40 პროცენტს  მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე მენოპაუზა ემართება, 30 წლის პაციენტებში კი ეს მაჩვენებელი 15-20 პროცენტამდე მცირდება.

შენახული ექვსი კვერცხუჯრედიდან მედიკოსებმა ხუთის განაყოფიერება შეძლეს და ქალის საშვილოსნოში გადაიტანეს, რის შედეგადაც 2019 წლის 6 ივლისს სრულიად ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა.

წყარო : Agence France-Presse

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აუტისტმა ბავშვმა ლეგოს ნაწილებით ტიტანიკის ზუსტი ანალოგი შექმნა

ისლანდიელმა ბიჭმა, რეიკიავიკიდან, “ტიტანიკის” ზუსტი ანალოგი შექმნა. გემის შესაქმნალად მან ლეგოს ნაწილები გამოიყენა.

საერთო ჯამში, მას 11 თვე (700 საათი) და 56 000 ნაწილი დასჭირდა.

ბრინიარის აწყობილი ლაინერი სიგრძეში 8 მეტრიისაა, ხოლო სიგანეში 1,5-ია.

ბიჭუნას თავდაპირველი გატაცემა თურმე მატარებლები იყო, თუმცა, როცა ბაბუამ ის სათევზაოდ წაიყვანა გემები შეუყვარდა. 10 წლის ასაკში ბავშვმა ტიტანიკის შესახებ ყველაფერი იცოდა.

შემდეგ კი ,,ლეგოდენდში” იმოგზაურა.

„როცა დედამ ,,ლეგოლენდში”, დანიაში წამიყვანა, ვნახე თვითმფრინავების, გემების და სახლების საოცარი მოდელები, მაშინვე გამიჩნდა იდეა მეც გამეკეთებინა და ამეშენებინა საკუთარი „ტიტანიკი“,-უთხრა გამოცემას ბავშვმა.

როგორც ის ჰყვება, ლეგოთი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაინტერესდა.

„ზოგჯერ ინსტრუქციის მიხედვით ვქმნიდი, ზოგჯერ კი საკუთარი წარმოსახვის დახმარებით“,-ამბობს ბრინიარი.

როცა ბიჭმა ხომალდის აწყობა დაიწყო, ინჟინერმა ბაბუამ მას ნაწილების რაოდენობა გამოუთვალა, შემდეგ კი, ახლობლებმა თანხაც კი შეაგროვეს, რათა ბავშვისთვის ლეგოს ნაწილები ეყიდათ.

ბიჭუნა ამბობს, რომ მხოლოდ ოჯახის წყალობითა და ტიტანიკის მოდელზე მუშაობის შედეგად შეძლო მან სწორად შეეცნო საკუთარი თავი.

წყარო: fortuna.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სინგაპურის პრეზიდენტი და მთავრობა ხელფასზე უარს ამბობს: პრემიები მედიკოსებს გადაეცემათ

სინგაპურის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.

ქვეყნის პრემიერის, ლი ჰსიენ ლუნგის განცხადების მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირები ერთი თვის, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე ამბობენ უარს. სანაცვლოდ, ქვეყანა სპეციალურ პრემიებს გადასცემს მედიკოსებსა და სხვა პირებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი.

„გამორჩეული ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, მიიღებს სპეციალურ პრემიას ერთი სამუშაო თვის ხელფასის ოდენობით. ამაში შედის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ოფიცრები და სხვა პირები, ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა.

იმისათვი, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სოლიდარობა სინგაპურის იმ მაცხოვრებელთა მიმართ, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი, მეც და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პარლამენტის წევრები და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამილა იაკობი ერთი თვის გასამრჯელოზე ვამბობთ უარს, სხვა მაღალჩინოსნები კი – ნახევარი თვის ხელფასზე.

ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას“, – ამბობს სინგაპურის პრემიერი ლი ჰსიენ ლუნგი.

29 თებერვლის მდგომარეობით, სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102-ს შეადგენს. ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ ფიქსირდება.

info9.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138-ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს.

ანტრე ლონდონი“ კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქს წარმოადგენს.

„ანტრე ლონდონი“ ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებიც იქნება წარმოდგენილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რუსული კომპანია, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ტვინებსა და სხეულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყინავს

რუსული კომპანია KrioRus-ი გარდაცვლილი ადამიანის ტვინებსა და სხეულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყინულ მდგომარეობაში ინახავს. მისი „პაციენტები“ ის ადამიანები არიან, ვისაც სჯეროდათ, ან ვისი ახლობლებიც მიიჩნევენ, რომ მომავალში  მეცნიერები გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ.

კომპანიას ამჟამად 71 ადამიანის ტვინი აქვს გაყინული. რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიონიკის პროცედურის საშუალებით მთლიანი სხეულის გაყინვა სურთ, 36,000 აშშ დოლარის, იგივე მეთოდით ტვინის გაყინვისთვის კი – 15,000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ, ფასი შედარებით მაღალია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

კომპანია KrioRus-ი ტვინებს თხევად ნიტროგენში, -196 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, მაღალ კასრებში ინახავს.

ალექსეი ვორონენკოვმა კომპანიას გარდაცვლილი 70 წლის დედის ტვინი გაყინვა დაუკვეთა და იგივეს გაკეთებას საკუთარ ტვინზეც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მეცნიერები ოდესმე ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ, ვორონენკოს სჯერა, რომ დედამისს ერთ დღეს სიცოცხლეს დაუბრუნებენ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსევდომეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ევგენი ალექსანდროვის შეფასებით, კრიონიკი „ექსკლუზიურად კომერციული საქმეა არანაირი მეცნიერული საფუძველი გააჩნია.“

„ეს არის ფანტაზია, რომლითაც მკვდრეთით აღდგომასა და სამარადჟამო ცხოვრების შესახებ ადამიანების იმედებზე სპეკულირებენ,“- განაცხადა ალექსანდროვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

KrioRus-ის დირექტორი ვალერია უდალოვა კი ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით, კაცობრიობა განავითარებს ტექნოლოგიას, რომლითაც მომავალში ადამიანების გაცოცხლება გახდება შესაძლებელი. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება ასობით პოტენციურ კლიენტს აქვს გაფორმებული, რომლებიც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კომპანიის განცხადებით, KrioRus რუსეთსა და რეგიონში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მოქალაქეებს კრიონიკის მომსახურებას სთავაზობს, აშშ-ში კი მას სულ ცოტა 2 კონკურენტი კომპანია ჰყავს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იაპონიაში, სწრაფი კვების ქსელ „მაცუიაში“ ქართული შქმერული გამოჩნდა

იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ სწრაფი კვების ობიექტში „მაცუია“, რომელსაც იაპონიაში 1000-მდე ობიექტი აქვს, ქართული კერძი შქმერული გამოჩნდა.

გარდა ამისა, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, „მაცუიაში“ მისულ მომხმარებლებს ხვდებათ სარეკლამო პოსტერი საქართველოს შესახებ ინფორმაციით.

აღნიშნული ფაქტის შესახებ იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაცია, რომელიც „ტვიტერით“ გავრცელდა, აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაშიც.

თავდაპირველად, ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ 70-მდე ობიექტში იყო შესაძლებელი, თუმცა პოპულარობის გამო, 2020 წლის იანვრიდან ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ თითქმის ყველა, ათასამდე ობიექტში იქნება შესაძლებელი.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ქვეყანა, სადაც პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან სკოლებს ააშენებენ

კოტ-დ’ივუარში პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების ნარჩენებს გადაამუშავებენ და აგურებს დაამზადებენ.

იუნისეფის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ ქალაქში, აბიჯანში, ყოველ დღე 280 ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება და აქამდე მისი მხოლოდ 5 პროცენტის გადამუშავება ხდებოდა.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, პლასტმასის ბოთლებისა და პარკების აგურებად გადაქცევა განხორციელდება და ამ აგურებს სკოლების ასაშენებლად გამოიყენებენ.

აგურების დასამზადებლად სოციალური საწარმო Conceptos Plasticos-ი სპეციალურ საწარმოს აშენებს.

იუნისეფის მონაცემებით, ქვეყანა საკლასო ოთახების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, რის გამოც 25,000 ბავშვს ცოდნის მისაღებად საჭრო სივრცე არ გააჩნია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი 15,000 საკლასო ოთახია საჭირო.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 44 45 46 47 48 99
Page 46 of 99