close

ეს საინტერესოა

გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები აზიის შესახებ

აზია ყველაზე დიდი კონტინენტია, როგორც ფართობის ასევე მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით, ის არის სამშობლო უძველესი ცივილიზაციებისა და რელიგიების, როგორებიცაა:  ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი და ა.შ.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რაც ბევრისთვის უცნობია:

  • ჩრდილოეთ კორეას აქვს ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მსოფლიოში მობილური ტელეფონის ფლობის მიხედვით;
  • სწორედ აზიაში, კერძოდ დუბაიში, შევხვდებით მსოფლიოს უმაღლეს შენობას, სახელად ,,Burj Khalifa”;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია იაპონიაში. იაპონელი ხალხის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,5-ია, ისინი ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში;
  • იცოდით, რომ კვლევების თანახმად აზიის მოსალხეობის 50%-ს არ გააჩვნია ღვიძლში სპეციალური ფერმენტი ალკოჰოლის მეტაბოლიზმისთვის. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრი აზიელი ალკოჰოლის მიღების შემდეგ გრძნობს სახის გაწითლებას;
  • ტაილანდი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც არ მომხდარა ევროპელთა კოლონიზაცია. და ისინი ძალიან ამაყობენ ამ ფაქტით;
  • სიტყვა ,,აზია” ნიშნავს მზის ამოსვლას, რაც ფინიკიელებმა უწოდეს კოტინენტს;
  • სინამდვილეში, აზიის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ინდონეზია, მდებარეობს მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში;
  • New South China Mall არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს;
  • ჩრდილოეთ კორეა კრძალავს შობის აღნიშვნას და ყველას აიძულებს აღნიშნონ კიმ ჩონგ ილის დედის დაბადების დღე, რომელიც 24 დეკემბერს დაიბადა;
  • ნეპალი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გეიებს ქორწინების ნება დართო;
  • მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 486.1 კმ / სთ, არის ჩინეთში CRH380A;
  • ბუტანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში;
  • აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის “მთლიანი ნაციონალური ბედნიერების” დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში;

წყარო: SWEDISH NOMAD

               INDIA TODAY

               Fun Facts

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

კორონავირუსის გადადების ახალი გზა აღმოაჩინეს – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობა კორონავირუსის გადადების ახლად აღმოჩენილი გზის შესახებ გააფრთხილა. ცენტრის ცნობით, ვირუსი, არამხოლოდ ახლო კონტაქტით, არამედ 1,8 მეტრის დისტანციაზეც გადამდებია. ამას უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს.

„არსებობს მტკიცებულება, რომ კონკრეტულ გარემოებებში ადამიანებმა COVID-19 გადასდეს მათ, ვინც 6 ფუტზე მეტი მანძილით იყვნენ დაშორებულნი“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ფინეთის აეროპორტში მგზავრებში კორონავირუსის აღმოსაჩენად ძაღლებს იყენებენ

ფინეთში, ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ადამიანებში კორონავირუსის აღმოჩენის პროცედურის დატესტვა დაიწყო.

„ჰელსინკის უნივერსიტეტის“ პროფესორის, ანა ჰიელმ-ბიორკმანის თქმით, ძაღლებს კორონავირუსის აღმოჩენა სიმპტომების განვითარებამდე 5 დღით ადრე შეუძლიათ.

„ისინი კორონავირუსის აღმოჩენას ძალიან კარგად ახერხებენ. 100 %-იან აღქმას ვუახლოვდებით,“- აღნიშნა ანა ჰიელმ-ბიორკმანიმ.

პროცედურის ფარგლებში, მგზავრები კისერს ტილოებით იწმენდენ, შემდეგ კი თუნუქის ქილაში ათავსებენ და ძაღლებს წინ უწყობენ, რომლებიც დაყნოსვის საშუალებით ადგენენ, არის თუ არა მგზავრი დაინფიცირებული. ძაღლების საშუალებით შედეგის მიღება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ცდა შედეგიანი აღმოჩნდა, მკვლევარები აცხადებენ, რომ  ძაღლების ტესტირების ეფექტურობის დასადასტურებლად კიდევ მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პირბადეების საუკეთესო და ყველაზე ცუდი ნიმუში!

პირბადე დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქსესუარია, რადგან სწორედ ამ ნივთს აკისრია მოვალეობა ადამიანი დაიცვას რესპირატორული წვეთებისგან, რაც ძირითადაც ხველების, საუბრის, ამოსუნთვის და ცემინების გზით ხვდება ადამიანის ორგანიზმში.

და მაინც რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ პირბადეებთან დაკავშირებით და რომელია ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ცუდი ნიღბების ტიპი?

პირბადეების რეიტინკი კი ასე გამოიყურება:

როგორც ჩანს, ჰიბრიდული ნიღბები ყველაზე უსაფრთხო ხელნაკეთი ვარიანტია. ზოგადი წესის თანახმად ქსოვილი რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა იყოს ნაქსოვი და მას უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი ფენა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) კვლევის მიხედვით ქსოვილის ნიღბებს აქვს სამი ფენა:  შინაგანი ფენა, რომელიც შთანთქავს, შუა ფენა, რომელიც ფილტრავს და გარე შრე, რომელიც დამზადებულია არააბსორბციული მასალისგან, როგორიცაა პოლიესტერი.

N95 ნიღბები ყველაზე მეტად იცავს მომხმარებელს, რადგან ისინი მჭიდროდ ებჯინება ცხვირსა და პირს ისე, რომ ძალიან ცოტა ვირუსული ნაწილაკი იჭრება შიგნით ან გარეთ, წორედ ამიტომ იყენებენ ნიღბის ამ ვარიანტს ჯანდაცვის მუშაკები.

დღეს ბევრი ადამიანი ირჩევს ბენდენას ან შარფს პირბადის ნაცვლად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბენდენები და შარფები მხოლოდ 44%-ით გვიცავს.  ერთ-ერთი კვლევის თანახმად შარფმა მხოლოდ 44%-ით შეამცირა ადამიანის დაინფიცირების რისკი მას შემდეგ, რაც  დაინფიცირებულთან ოთახი განათავსეს 30 წამის განმავლობაში. კონტაქტიდან 20 წუთის შემდეგ, შარფმა მხოლოდ 24%-ით შეამცირა ინფექციის რისკი.

ნებისმიერი ნიღბის გამოყენება უკეთესია თუ უნიღბოდ დარჩენა?

უმეტესწილად, ნებისმიერი ნიღაბი უკეთესია, ვიდრე უნიღბოდ დარჩენა, ერთი განსაკუთრებული გამონაკლისით:

CDC აფრთხილებს ხალხს, არ ატარონ ნიღბები ჩამონტაჟებული სარქველებით ან ხვრელებით.

პირბადეების განსხვავებული პროცენტული მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი ტესტი პირდაპირ ბაძავს ახალი კორონავირუსის ნაწილაკების ზომას, ზოგი კი აფასებს ეფექტურობას ვირუსებზე დაყრდნობით, როგორიცაა გრიპი.

რა თქმა უნდა, პირბადეები განსხვავებულად იცავენ მომხმარებელს, ამიტომ სჯობს ვიცოდეთ რომელი პირბადის გამოყენების შემთხვევაში ვართ მეტად დაზღვეულები დაინფიცირებისგან.

წყარო:Business Insider , SCIENCE alert

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პირბადის გამოყენება სექსის დროს, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში პირბადის ხმარება სექსს კიდევ უფრო დაცულს გახდის. დეპარტამენტმა მოქალაქეებს ვირუსისგან თავდაცვის რეგულაციებში ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც ურჩია.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას დღემდე სახლში დარჩენისა და კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებს, თუმცა მის გაიდლაინში ასევე ნათქვამია, რომ „პანდემიის პირობებში ადამიანებს სექსი ექნებათ და უნდა ჰქონდეთ“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც ტვინის იმპლანტის გამოყენებით მხედველობის აღდგენა შეუძლია

მკვლევარებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც მათი თქმით, ტვინის იმპლანტის საშუალებით მხედველობის აღდგენა შეუძლია.

„მას შეუძლია მომხმარებელს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს შიდა და გარე გარემოში ორიენტაციაში უფრო მარტივად გარკვევისთვის, აგრეთვე მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანებისა და საგნების ადგილმდებარეობის შესახებ,“ – აცხადებენ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები.

სიბრმავეს უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს, რომლებიც ბადურას ტვინთან აკავშირებს.

ხედვის ეს ახალი სისტემა, რომელსაც Gennaris უწოდებენ, გვერდს უვლის ასეთ დაზიანებას და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უსინათლო ადამიანების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

Gennaris სისტემა შედგება თავზე დასამაგრებელი მოწყობილობისგან, რომელიც მოიცავს კამერას, უკაბელო გადამცემს და ხედვის დამამუშავებელ დანადგარს – აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპონენტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ამასთანავე საჭიროა ცხრა მილიმეტრიანი კვადრატული ფორმის ფილები, რომელთა ტვინში ჩასმა შესაძლებელია.

ვიდეო კამერა ათვალიერებს შინაარსს, რომელიც დასამუშავებლად  ხედვის პროცესორს ეგზავნება.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა თითოეულ ფილას, რომელიც მონაცემებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ამ გზით მიკროელექტროდების საშუალებით ტვინს ასტიმულირებს.

სისტემა თავდაპირველად ცხვრებზე დატესტეს, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

იწვევს თუ არა ყველი დამოკიდებულებას

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ, რა იწვევს იმას, რომ ზოგიერთ საკვებზე დამოკიდებული ვხდებით.

კვლევის ფარგლებში მათ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ დამოკიდებულებას ყველზე მეტად ყველის შემცველი საკვები პროდუქტები იწვევენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველი შეიცავს ქიმიკატ კაზეინს რომელიც ნარკოტიკებში გვხვდება. დამუშავების შემდეგ, ის გარდაიქმნება კაზომორფინად. კაზომორფინს კი ოპიუმის ეფექტი აქვს.

ამ ნივთიერებას, რომელიც რძის ყველა  პროდუქტშია, ტვინში ოპიოიდური რეცეპტორების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც დაკავშირებულია დამოკიდებულებასთან.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Public Library of Science One-ში გამოქვეყნდა.

Independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერების რჩევები – რა რაოდენობის წყალია საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის?

წყალი არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.

წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და, შესაბამისად, წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.

ვერ ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე. ადამიანისთვის წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა, ვიდრე ნავთობი, რკინა თუ ძვირფასი ქვები – იმიტომ, რომ მას ვერაფრით შევცვლით.

წყალი ყველა ადამიანმა სხვადასხვა რაოდენობით უნდა მიიღოს,  წონისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით – მინიმუმ, 1.55–დან მაქსიმუმ 3.90 ლიტრამდე.

 

 

წყარო:  Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ამბობენ, რომ ეს პლანეტა “რუსულია”

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ფიქრობენ, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები რუსული პლანეტაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა განაცხადა.

როგოზინის მტკიცებით, რუსები იყვნენ პირველები, ვინც ამ პლანეტის შესწავლა დაიწყეს და “მართალია ვენერაზე ჯოჯოხეთია”, “მაგრამ მაინც მათია”. ამავდროულად, როგოზინი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს.

როგოზინმა აღნიშნა, რომ ვენერას შესასწავლი ექსპედიცია, Venera-D, აშშ-სთან ერთად 2027-2029 წლებში ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა ფიქრობენ, დამოუკიდებელი რუსული ექსპედიცია უფრო ადრე, 2021-2030 წლებში გაუშვან, იმ არგუმენტით, რომ ვენერა “მაინც რუსული პლანეტაა”.

მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.

მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.

მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.

კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მალაიზიელმა კაცმა მობილურში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა

მალაიზიაში კაცმა მობილურ ტელეფონში მაიმუნის „სელფები“ აღმოაჩინა, – ამის შესახებ BBC წერს.

ირკვევა, რომ კაცმა მობილური რამდენიმე დღის წინ დაკარგა და ის მოგვიანებით, საკუთარი სახლის მიმდებარედ არსებულ ტყეში იპოვა.

ფოტოებთან ერთად, ტელეფონში ვიდეოც დახვდა. ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 99
Page 41 of 99