close

ეს საინტერესოა

ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ყელში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ნიდერლანდელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ადამიანის ყელში  ახალი ორგანო აღმოაჩინეს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ყელი შეიცავს “მანამდე შეუმჩნეველ ორმხრივ მაკროსკოპულ სანერწყვე ჯირკვლებს”, რომელსაც მეცნიერებმა “ტუბარალური ჯირკვლები” უწოდეს და რომლის ფუნქციაც, სავარაუდოდ, ყელის ზედა ნაწილების დატენიანებაა.

მკვლევარებმა მინიმუმ 100 პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ჯირკვლები ყველას მათგანს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსები ახალ ჯირკვლებს პროსტატის კიბოზე კვლევის ჩატარებისას წააწყდნენ, კერძოდ კი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პროსტატის კიბოს უჯრედებს სკანირებას უკეთებდნენ PSMA PET-CT-ის საშუალებით, რომელიც CT-სა და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირებების კომბინაციას წარმოადგენს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენების დროს ექიმებს პაციენტებში რადიოაქტიურიინდიკატორი შეჰყავთ. ის კარგად უკავშირდება პროსტატის სპეციფიკური მემბრანის ანტიგენის (PSMA) ცილას, რომელიც მომატებულია პროსტატის კიბოს უჯრედებში. სკანირების ეს კომბინაცია ასევე კარგია სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილების გამოსავლენად, რომელიც ასევე მაღალია PSMA-ში.

ექიმები, რომლებიც იყენებენ სხივურ თერაპიას თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ, ცდილობენ, ძირითად სანერწყვე ჯირკვლებს არ შეეხონ, რადგან მათი დაზიანებით პაციენტებს ჭამა, საუბარი ან ყლაპვა უჭირთ. ახლადაღმოჩენილი ჯირკვლები კი დასხივებას განიცდიან, რადგან ექიმებმა დღემდე არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ, რის შედეგადაც პაციენტებს აუხსნელი გვერდითი მოვლენები უვითარდებათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ჯირკვლების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებათ, შესაძლოა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, თუ როგორ შეიძლება ამ ჯირკვლების გამოსხივებისგან დაცვა.

კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology- ში გამოქვეყნდა.

independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იმოქმედეთ, სანამ სიცხე აგიწევდეთ – როგორ ამოვიცნოთ კორონავირუსი

ჩემო მეგობრებო, ძვირფასებო… ეს ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ გაწვდით, შეგროვებულია იტალიელი სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც კოვიდდან შეხება ჰქონდა. მინდა გაგიზიაროთ, იქნებ გამოგადგეთ… მეგობრებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ეს ვირუსი შეგხვდათ, ნუ დაგეზარებათ და კომენტარში დამიწერეთ, თუ გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ან მათგან განსხვავებული. ასე, იქნებ, დავეხმაროთ ერთმანეთს კოვიდის ადვილად იდენტიფიკაციაში. დიდი მადლობა წინასწარ. ღმერთმა ჯანმრთელობა და მხნეობა მოგცეთ“, – იტალიაში მცხოვრები ქართველი ქიმიკოსი ფიქრია აფხაზავა კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

სიმპტომების ამოცნობის შესახებ საყურადღებო ინფორმაციის გარდა აფხაზავა კოვიდინფიცირებულებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.

 კოვიდის სიმპტომები ვლინდება დაინფიცირებიდან მესამე დღეს.

ესენია:
* მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
* თვალების წვა და ტკივილი
* თავის ტკივილი
* გულისრევა
* ფაღარათი
* სურდო ან „გაჭედილი“ ცხვირი
* წვა შარდვისას
* მაღალი ტემპერატურა ან მისი მხოლოდ შეგრძნება
* ყელის სიმშრალე, ფხაჭვნა ან ტკივილი

პირველი სამი დღე დააკვირდით ამ სიმპტომებს და იმოქმედეთ, სანამ სიცხე აგიწევდეთ.
ყურადღება! მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება. უმჯობესია სუფთა სასმელი წყალი.

მე-4-იდან მე-8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთებითი ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
* გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა
* დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისასაც კი
* ტკივილი გულმკერდის არეში
* ტკივილი თირკმლის არეში

კოვიდ-19 იკავებს (იკავშირებს) ჟანგბადს, ამიტომაც მცირდება მისი შემცველობა სისხლში და მთლიანად ორგანიზმში.

ანამნეზისას შეეცადეთ განასხვავოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობისაგან.

* დაღლილობის შეგრძნება – ადამიანი ასრულებს უმარტივეს მოძრაობას და მაშინვე იღლება.
* სუნთქვის უკმარისობა – ადამიანს მოძრაობის გარეშე, მჯდომარე მდგომარეობაშიც კი უჭირს სუნთქვა.

მე-9 დღიდან იწყება მესამე ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

* მიეფიცხეთ მზეს 15-20 წუთით დღეში, რასაკვირველია, თუ ამის საშუალება არსებობს
* სვით 1,5 ლიტრი წყალი დღეში და მიიღეთ C ვიტამინი ან მისი შემცველი საკვები
* გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის pH მერყეობს 5,5-დან 8,5- მდე, ამიტომ სასურველია ვიკვებოთ არა მჟავე, არამედ ალკალინური ანუ ფუძოვანი საკვებით.
აი, ასეთი ხილის მაგალითი:
* ბანანი, ლაიმი – pH 9,5
* ყვითელი ლიმონი – pH 8,2
* ავოკადო – pH 15,6
* მანდარინი – pH 8,5
* ფორთოხალი – pH 9,2
* ანანასი – pH 12,7.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი, კოვიდინფიცირებულთან არაერთგზის კონტაქტის მიუხედავად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბორის პინეგინმა რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ახსნა, თუ რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კონტაქტი ვირუსის გადამტანებთან.

„ბუნებრივი იმუნიტეტის მაღალი დონე. უნდა იქნას განხილული თითოეული ასეთი შემთხვევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც 100 წელს ცოცხლობენ, რადგან მათი საწყისი მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს მათ ბუნებამ და მშობლებმა უბოძეს“ – განაცხადა ექსპერტმა.

მანამდე კი სანკტ-პეტერბურგის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, არეგ ტოტოლიანიც შეეხო ამ თემას. მისი თქმით, მეცნიერები ამ მოვლენის ბიომარკერებს ამ დრომდე ვერ ხსნიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ცერცვაძე პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, 4 რჩევას აძლევს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რეკომენდაციებით მიმართავს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სითხეების მიღება, მოძრაობა და სწორი კვება.

„დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.

რჩევები იქნება შემდეგნაირი: მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხეები, ამასთან სითხის ნაწილი, სასურველია იყოს სუფთა წყლის და არა წვენების ან სხვა სახით. მეორე – იმოძრავეთ, უძრაობა ხელს უწყობს ზოგიერთი გართულებების, მაგალითად თრომბოებოლიის რისკს.

თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, იგულისხმება, რომ არ ხართ ცუდად და შეგიძლიათ იმოძრაოთ, ეს შეიძლება იყოს სიარული, აერობიკა, ჩაბუქვნები, ნებისმიერი სახის მოძრაობა. ამის გარდა, თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მცირე მომატება, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ 38-ზე ნაკლებია ტემპერატურა, არ არის აუცილებელი მიღება.

მნიშვნელოვანია კვება – მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ, ნაკლები იყოს მარილი, შაქარი, ნაკლები იყოს ცხოველური ცხიმები – კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული.

მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინს, D ვიტამინს, თუთიას და სხვა. ამის გარდა, სადავოა საკითხი, მივიღოთ ვიტამინები, თუ არა, არსებობს განსახვევებული აზრი მსოფლიოში. თუ მივიღებთ D ვიტამინს, დაახლოებით 2 ათასიდან მაქსიმუმ 5 ათასამდე ერთეულს, ცუდი არ იქნება, თუმცა ჯობია, გავიკეთოთ ანალიზი D ვიტამინზე. C ვიტამინიც დღეში დაახლოებით 1 გრამი შეიძლება მივიღოთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი, მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალინ რთული იქნება იმის გარჩევა, კოვიდით ხართ ავად, თუ გრიპით.

თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა ჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ეს ვირუსი ისე წავა, ვაქცინა აღარ დაგვჭირდება – ლევან რატიანი

ს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებებს, შესაბამისად, ლევან რატიანი ფიქრობს, რომ დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლაში მედიკოსები და ბიოლოგები გაიმარჯვებენ.

„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დისფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური გამოვლინებით. ერთი რამ, რის შესახებაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა აზრი არ შეცვლილა, ესაა ის, რომ ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კომპანია H&M-ი თანამშრომლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გამო 35.3 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის გერმანულმა  მაკონტროლებელმა შვედური კომპანია H&M-ი თანამშრომლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გამო 35.3 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ჰამბურგის მონაცემთა დაცვის კომისარმა განაცხადა, რომ H&M-ი ნიურნბერგში მდებარე კლიენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლების შესახებ პირად ინფორმაციას აგროვებდა და ინახავდა. საჭიროების შემთხვევაში კი მათ დასაქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მონაცემებზე დაყრდნობით ღებულობდა.

თანამშრომლების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე, მათ შორის ოჯახურ საკითხებზე, რელიგიურ კუთვნილებაზე, კომპანიის 50-მდე მენეჯერს მიუწვდებოდა ხელი.

კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა კომპანიის ქსელში მყოფი ყველა ადამიანისთვის.

H&M-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნიურნბერგის პრაქტიკა კომპანიის გაიდლაინებს არ შეესაბამება, მაგრამ კომპანია მზად არის, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს და თანამშრომლებს მოუბოდიშოს.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

არიან თუ არა კოღოები კოვიდ 19-ის გადამტანები?

კოღო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს კბენს, შემდეგ მსხვერპლს არ აინფიცირებს,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად ჩაატარეს.

ზოგადად, კოღოები დაავადების ცნობილი გადამტანები არიან. მათ გადააქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის, ზიკას და სხვა უამრავი ვირუსი როგორც  ადამიანიდან ადამიანზე ასევე ცხოველიდან ადამიანზე და ცხოველზე. ლაბორატორიუი ექსპერიმენტების ფარგლებში მკვლევარებმა საშუალება მისცეს დაავადების გადამტან კოღოებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა მკბენარა მწერს, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული სისხლით გამოკვებილიყვნენ.

მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ვირუსმა გადარჩენა და რომელიმე სხვა მწერში გამრავლება ვერ შეძლო.

„მკბენარა მწერები SARS-CoV-2-ის ადამიანებზე ან ცხოველებზე გადატანის რისკს არ ქმნიან,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები აფრიკის შესახებ

აფრიკა-მსოფლიოს მეორე კონტინენტი მოსახლეობისა და ფართობის თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი მოსახლეობის საშუალო ასაკის მიხედვით, ალმასისა და ტყის რესურსის მხრივ საკმაოდ მდიდარი და პალეონტოლოგების უმეტესი ნაწილის აზრით უძველესი დასახლებული ტერიტორია.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი აფრიკის შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ:

  • ტრაიბალიზმი-აფრიკის ძველი ავადმყოფობა, ბრძოლა ტომებს შორის მწკნარი წყლის რესურსების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ათასობით ადმიანის სიცოცხლე შეეწირა;
  • ტუნისში ზოგიერთი სახლი თევზის ძვლისგან არის დამზადებული. მოსახლეობა ამას რწმენის გამო აკეთებს, რის მიხედვითაც თევზებს აქვთ ზებუნებრივი ძალა და მათ ბოროტი სულებისგან დაიცავს
  • აფრიკაში ბანანისგან ლუდი მზადდება, ფართო წარმოება აღმოსავლეთ აფრიკაში ხდება და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელს ატარებს;
  • სენეგალში მდებარეობს ვარდისფერი ტბა, სახელად ,,Lac Rose”. ტბის ვარდისფერ ფერს ბაქტერია იწვევს, მაგრამ ტბა ბანაობისთვის უსაფრთხოა;
  • ყველასათვის ძალიან საყვარელი წიგნის, ბეჭდების მბრძანებლის, ავტორი ჯ.რ.რ ტოლკინი წარმოშობით არის სამხრეთ აფრიკიდან, ბლუმფონტეინიდან, თავისუფალი შტატიდან;
  • ნიგერიის კინოინდუსტრია, Nollywood, ტექნიკურად უფრო დიდია, ვიდრე Hollywood;
  • აფრიკაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად და პორტუგალიურად, ვიდრე საფრანგეთსა და პორტუგალიაში;

  • აფრიკის ქვეყნები, რომლებიც კოლონიზებული არ იყვნენ ევროპელების მიერ, იყო ეთიოპია და ლიბერია;
  • აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას, ნიგერიას, BBC-იმ მეტსახელად “ტყუპების ქვეყანა” უწოდა, რადგან მას მსოფლიოში ტყუპების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ციფრები აჩვენებს, რომ ტყუპების შობადობა დასავლეთ აფრიკაში აქ ოთხჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ეს ყველაფერი ნიგერიის ქალაქ Igbo-Ora-ში ხდება, სადაც ბოლო მონაცემების მიხედვით საშუალოდ ყოველ ათას დაბადებულში 50 ტყუპია;
  • სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ცივი დინებების გამო იქმნება აფრიკული პირგვინების იდეალური საარსებო გარემო;
  • აფრიკა ყველაზე ცენტრალური კონტინენტია. მას კვეთს, როგორც გვინვიჩის მერიდიანი, ასევე ეკვატორი;
  • მიუხედავად მისი სახელწოდებისა, ეკვატორული გვინეის ტერიტორიაზე არ გადის ეკვატორი, თუმცა მისი კუნძული ანობონი მდებარეობს ეკვატორიდან სამხრეთით 155 კილომეტრში, ხოლო მისი დანარჩენი ტერიტორია მდებარეობს ეკვატორიდან ჩრდილოეთით;
  • ,,ბურები” სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები არიან. ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ,,ბურ” გლეხს აღნიშნავდა. ბურების ენას აფრიკაანსი ჰქვია;
  • ეს არის წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრიკაანსა და ზულუსთა ენაზე. წარწერის მიხედვით სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით, ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თერთკანიანი მოსახლეობისთვის
  • ქალაქი კიმბერლი მას შემდეგ აშენდა, რაც ამ ადგილებში ალმასის მოპოვება დაიწყეს. ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ,,დიდი ხვრელი”, რაც ადამიანების მიერ ხელით ამოთხრილი უდიდესი მაღაროა;
  • სერენგეტი- ეკოსისტემა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში;

წყარო: Jones around the world

            national geography

            ABTA

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 38 39 40 41 42 99
Page 40 of 99