close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოასაქართველო

საქართველომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით საქართველომ ჩინეთს გადაასწრო. 18 ნოემბრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 86 369-ია, ხოლო საქართველოში – 89 395. ამ სტატისტიკით საქართველო ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით მსოფლიოში 62-ე ადგილზეა, ჩინეთი – 65-ზე.

ახალი კორონავირუსი გასულ წელს პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 83 132 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 4 634. ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ კარანტინის მკაცრი ზომების მეშვეობით მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნიგერიელი ქალი: ქმარმა მე და შვილები ცისფერი თვალების გამო მიგვატოვა

ორი შვილის დედა რისიკატ აზიზ-აიეგბემი ნიგერიის ქალაქ ილორინის მაცხოვრებელია. ცისფერი თვალების გამო მას არაერთხელ შექმნია პრობლემა სამშობლოში.

თავდაპირველად მშობლებსაც კი რისიკატის თვალის ფერი დაავადება ეგონათ და ახალშობილი შემოწმებაზე საავადმყოფოში მიიყვანეს, როგორც აღმოჩნდა გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო, თვალის ფერი კი ძალზედ იშვიათი ანომალიაა. განსხვავებული გარეგნობის გამო მას ექიმის ცნობა სკოლისთვისაც დასჭირდა, რათა მასწავლებლები დაერწმუნებინა, რომ ინფექციური დაავადების მატარებელი არ არის.

ცისფერი თვალები გამოყვა მის ორივე შვილს, რასაც ვერ შეეგუა აზიზ-აიეგბემის ქმარი და ოჯახი მიატოვა. მრავალი ნიგერიელის აზრით, ამ ფერის თვალები მხოლოდ ალქაჯებს აქვთ.

“ქმარმა მე და შვილები ცისფერი თვალების გამო მიგვატოვა. როდესაც ჩემი შვილები არაბულის გაკვეთილებს ესწრებიან, კლასელები დასცინიან, ალქაჯებს ეძახიან. ქმარზე მისი ოჯახი ახდენდა ზეწოლას, მათ არ სურდათ ცისფერთვალება ბავშვები ჰყოლოდა. ახლა მშობლების სახლში ვცხოვრობთ, ისინი გვარჩენენ”. – ამბობს ვიდეოში რისიკატი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსაქართველო

საქართველო მიიღებს 700 ათასი ადამიანის სამყოფ იმ ვაქცინას, რომელსაც covax-ი შეარჩევს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ითვლება პანდემიის დამარცხების ყველაზე დიდ იმედად, თუმცა ის, რომ შესაძლოა კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე თვეში, „გადაჭარბებული იმედებია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფეისბუკბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, უკვე იკავებენ რიგს იმ ვაქცინის მისაღებად, რომელსაც საბოლოო ლიცენზია მიენიჭება. „ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ ვაქცინის დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა, თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც ახლა არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, ამ ვაქცინებიდან რომელს მიიღებს საქართველო, დამოკიდებული იქნება “კოვაქს” პლატფორმის არჩევანზე, რომელზეც საქართველოა გაწევრიანებული.

“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, კოვაქსთან აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის სამმართველო და უკვე გადარიცხულია პირველი შენატანი.

„საქართველომ უკვე გადარიცხა პირველი 4 მილიონი დოლარი covax პლატფორმაზე. ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 ათასი დოზა ვაქცინისა, უფრო სწორედ, 700 ათასი ადამიანის მოცვისთვის ანუ ორჯერ 700 ათასი [ვინაიდან ორჯერადად კეთდება ვაქცინაცია] და ეს სულ ჯდება 17 მილიონ დოლარამდე, პირველი შენატანი საქარველოს შეტანილი აქვს და როდესაც ჩემს მიერ დასახელებული რომელიმე ან კიდევ სხვა ვაქცინა, დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა რისკჯგუფების განსასაზღვრად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ესენი იქნებიან კოვიდის მძიმედ განვითარების რისკის მქონე ადამიანები.

„უპირატესად ხანდაზმულები, ქვეყნების მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერე შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ [თუ ვის აცრის პირველად] თავისი ავადობის სტრუქტურის, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ზოგი ქვეყნისთვის ეს შეიძლება იყოს 70 წელზე ზევით, ზოგისთვის 65 წელს ზემოთ, ზოგი ქვეყნისთვის 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში ითვლებიან ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეისათვის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული სიახლეები გამოჩნდეს, შესაძლოა შეიცვალოს მიმღები ჯგუფებიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ

გენეტიკა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა, ბავშვი გენებს ორივე მშობლიდან იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტის თვისებები აქვს, მაშინ ეს გენები ბავშვს გადაეცემა. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკა მხოლოდ თვალის ფერსა და სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, მასზე დამოკიდებულია რისკის მიმართ სიყვარული და ძილის პოზაც კი!
გენეტიკური განსაკუთრებულობები, რომელთაც ბავშვები მამისგან მემკვიდრეობით იღებენ:

1. გულის დაავადება
კვლევის თანახმად, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მამაკაცები, რომლებიც კონკრეტული ტიპის ქრომოსომებს ატარებენ, თითქმის 50%-ით უფრო ხშირად კორონალური არტერიით ავადდებიან. გარკვეულ პირობებში ეს განსაკუთრებულობა ვაჟიშვილებს გადაეცემათ.
2. ფსიქიკური აშლილობაფსიქიკურ აშლილობას შორის, რომელიც მამიდან ბავშვს გადაეცემა, არის – შიზოფრენია და ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მამის ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, რადგან წლებთან ერთად მისი დნმ იცვლება. რაც შეეხება ქალს, ის გარკვეული საკვერცხეების ნაკრებით იბადება, მისი დნმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება.
3. მეჩხერი კბილებიმამაკაცის გენები, რომლებიც კბილების და ყბის ფორმაზეა დამოკიდებული, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის. მამიდან ბავშვებს არა მხოლოდ მეჩხერი კბილები, არამედ სუსტი ემალი შეიძლება გადაეცეს.
4. უნაყოფობის პრობლემებიმეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპერმის ნაკლები რაოდენობა შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, დიდი ალბათობით მასაც უნაყოფობის პრობლემა ექნება.
5. ბავშვის სქესიმამაკაცის გენები მომავალი ბავშვის სქესსაც განსაზღვრავს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით. იმ შემთხვევაში, თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან შედარებით – გოგო დაიბადება. თუ სპერმა Y ქრომოსომა – მაშინ ბიჭი.
6. ბავშვის თვალის ფერიმამაკაცის გენები ქალზე დომინირებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვის სახის ფორმა და თვალის ფერი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მამას აქვს.
7. ბავშვის სიმაღლებავშვის სიმაღლე მეტნაკლებად მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი ბავშვები ჰყავთ.

image

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:1. ინტელექტი მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა გენიოსია, მისი შვილი ამ გენებს 100%-ით მემკვიდრეობით არ მიიღებს.2. ჭკუასუსტობა მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის.3. მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილზე გადავიდეს და ისიც ნახევრად.4. ბიჭს ინტელექტის მიღება მხოლოდ დედიდან შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი მამიდან მიიღო.5. გენიოსების ქალიშვილები ნახევრად მამებივით ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი ვაჟიშვილები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, ქალიშვილიც ნახევრად სულელი იქნება.

დასკვნები კაცებისთვის:თუ თქვენი ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირება გსურთ, თქვენი ცოლის მამას შეხედეთ. თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიშვილიც ჭკვიანი იქნება.
თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკუის ნახევარს და თქვენი სისულელის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის უფრო ახლოს იქნება. მისი შვილი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობას მაქსიმუმ მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურთ – გოგონებზე იოცნებეთ.
თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად ბაბუისგან გაქვთ მიღებული.
დასკვნები ქალებისთვის:თქვენი ვაჟიშვილი გონებით თქვენი მამის ასლია და მასთან კამათი სიტყვებით „ისეთივე სულელი ხართ, როგორც მამაშენი“ – არც თუ ისე სწორია.თქვენი ქალიშვილი აღზრდით ისეთივე იქნება, როგორც თქვენ, მაგრამ გონებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი ქმრის ასლი იქნება.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ფაუჩი Pfizer-ის ვაქცინაზე: შესაძლოა ის ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შესაძლებელია ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, Pfizer-ი გამოყენების ნებართვის მიღებას Covid-19 ვაქცინისთვის მომავალი კვირიდან შეეცდება.

„თუ მოვლენები შეფერხების გარეშე განვითარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გახდება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თუმცა, წამყვანი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ყველანაირი კვლევა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს.

„უფრო დიდი ალბათობით, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, რაც კარგია“, – განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

BBC – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებს 90%-ით იცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის მე-3 ფაზის წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებულების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ეფუძნება მეთოდს, რომელიც იმუნური სისტემის მომზადებას ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციის გზით ითვალისწინებს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა და მასში 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა.

კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი ვაქცინის დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებენ, რაც 25 მილიონი ადამიანი ასაცრელადაა საკმარისი, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობას 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-სა და BioNTech-ს შეერთებულ შტატებთან 1.95 მილიარდი აშშ დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რაც 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან,  კანადასა და იაპონიასთანაც.

ამასთან, არსებობს ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან მისი შენახვა მინუს 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

„თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის”,-ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა სოციალურ ქსელში facebook live-ში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კოვიდს ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც ყველა რესპირატორულ დაავადებას, თუმცა როგორც ექიმმა აღნიშნა, კოვიდისთვის დამახასიათებელი სამი სპეციფიკური სიმპტომი არსებობს, რომლის აღმოჩენის დროს შემთხვევები 99%-ი შესაძლოა კორონავირუსი იყოს.

“თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე ძალიან ძლიერად გამოხატული, სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ქვედა კიდურებში ტკივილი, გამონაყარი კანზე, მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, განსაკუთრებით ფეხის თითებთან ახლოს. ამით მიხვდებით, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც ხდება.

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ერთი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, თუ სხვა არაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ, რადგან ეს არის ერთი ყველაზე დამახასიათებელი ამ დაავადებისთვის – ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს წარმოუდგენელი დისკომფორტია და არ გამოგეპარებათ. შეიძლება გტეხავდეთ ძვლებში, გტკიოდეთ თავი, გეხვეოდეთ თავბრუ და მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა”,-განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

მისი თქმით, კოვიდისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობა მეოთხე-მეხუთე, მეშვიდე დღეს იწყება, განსხვავებით გრიპისგან, როდესაც ყველაფერი პირველივე დღიდან ვლინდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა,ზურაბ გურულმა და მისმა კოლეგამ ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველმა ექიმი ნანა გეგეჭკორმა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ინფიცირების შემთხვევების მატებას, მხოლოდ კარანტინი და ჩაკეტვები შეაჩერებს ! – ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატებას, მხოლოდ „ლოქდაუნი“ შეაჩერებს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფისა და ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ ეს მოსაზრება ზუსტად ამ ციტატით გამოთქვა (სტილი დაცულია):

„…ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობის პირობებში და ამას ვერ ავცდებით, თუ არ შემოვიღებთ ლოქდაუნს, კარანტინს დაჩაკეტვებს. რისი გაკეთებაც ჩვენს ქვეყანას, განსხვავებით ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არ უნდა, სადაც ზოგან მთელი ლოქდაუნია, ზოგან კი ნაწილობრივი. ე.ი ჩვენ ამაზე არ მივდივართ, რათა მოსახლეობამ არ განიცადოს სერიოზული დისკომფორტი, რაც იყო მარტში და აპრილში და არ მოხდეს ეკონომიკის ხელმეორედ გაჩერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა შემთხვევაში ვიყოთ მშვიდად ? – ბიძინა კულუმბეგოვი

„ინფექციის კვლავ შებრუნების მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში აღწერილი არ არის. არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები და მასიური ხასიათი არ აქვს. ამ 10 თვის განმავლობაში რასაც კაცობრიობა უყურებს.

თუმცა, ჟურნალ „ლანცეტის“ ინფექციური დაავადების ნაწილმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამერიკელი პაციენტის შემთხვევაა აღწერილი, რომელმაც აპრილში კორონავირუსი გადაიტანა და ივლისში ისევ დაინფიცირდა. ნახეს, რომ ვირუსი სხვადასხვა შტამპით, სხვა ქვესახეობით დაემართა.

ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, მინიმუმ, ვისაც სიმპტომი ჰქონდა, მას ისეთი იმუნიტეტი აქვს, რომ 1-2 წელი ამ ინფექციის გამეორებისგან დაცული იქნება.

თუ ადამიანს ინფექციამ სუსტი იმუნიტეტი დაუტოვა და ისედაც სუსტი იმუნური სისტემის მქონეა, მას შეიძლება ისევ შეხვდეს. მსოფლიოში მხოლოდ ერთეული, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები ფიქსირდება.

ვინც კორონავირუსიგადაიტანა, მშვიდად უნდა იყოს. მძიმე სიმპტომებით ინფიცირებულ ადამიანს, ალბათ, ეს დიდხანს აღარ დაემართება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვინც მძიმედ იყო და გადარჩა, იმუნიტეტი, მინიმუმ 2 წელი ექნება.

მეტი შანსია, რომ შეხვდეს მას, ვინც ასიმპტომურად გადაიტანა, საერთოდ არაფერი აწუხებდა ან მსუბუქად გადაიტანა. მათ აქვთ უფრო მსუბუქი იმუნიტეტი და მეტი შანსია, რომ კიდევ შეხვდეთ ახალი შტამბით ვირუსი“, – განმარტავს კულუმბეგოვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ლიმონიანი ჩაი კარგია! ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური – იმნაძე

„ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, იმიტომ რომ უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სახლებში მყოფ კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციები გასცა.

„მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ ამან შეიძლება სისხლის შედედებაზეიმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმონიანიჩაი კარგია ამისთვის.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 37 38 39 40 41 99
Page 39 of 99