close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ამ დრომდე უცნობი მინერალი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა, რომლებიც კორნუოლში ნაპოვნ ბუნებრივ წარმონაქმნებს იკვლევდნენ, ამ დრომდე უცნობი მინერალი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC წერს.

საუკუნეების განმავლობაში, მინერალოგებს სჯეროდათ, რომ ეს მწვანე კრისტალები სხვა მინერალის, ლიროკონიტის ვარიაცია იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სრულიად განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა აქვს.

ახლადაღმოჩენილ მინერალს კერნოვიტი დაარქვეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

კორონავირუსს ცნობილი მეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა

კორონავირუსს ცნობილი მეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს მარცხით დასრულდა ერთვიანი ულმობელი ბრძოლა, კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე“ – წერს ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

“ხელოვნური მზის” ახალი რეკორდი – 100 000 000°C-ის შენარჩუნება 20 წამის განმავლობაში გახდა შესაძლებელი

“ხელოვნური მზე” ჩინელების მიერ შემუშავებული პროექტია, რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაიწყეს. ეს არის ბირთვული სინთეზის რეაქტორი, რაც დიდ მიღწევასა და წინსვლას წარმოადგენს ქვეყნის ბირთვული ენერგიის შესაძლებლობებში, რადგან მეცნიერთა განცხადების თანახმად, შესაძლო სუფთა ენერგიის წყარო გახდეს. „ბირთვული სინთეზის ენერგიის განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინეთის ენერგიის საჭიროების გადაჭრის გზას, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგიისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვისაც“ – იწერებიან ადგილობრივ გაზეთში.

ახლახან კი “ხელოვნურმა მზემ” (რეაქტორი HL-2M ტოკამაკი) ახალი რეკორდი დაამყარა, რაც გულისხმობს 100 000 000°C-ის 20 წამის განმავლობაში შენარჩუნებას. 2019 წელს მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 8 წამი იყო.

რეაქტორი, ცხელი პლაზმის სინთეზისთვის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს, რის შედეგადაც შეუძლია, 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. ასეთი წყარო, შესაძლოა, მდგრადი ალტერნატიული ენერგიის წყარო იყოს, რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს წიაღისეული საწვავისადმი მოთხოვნილებას. დიდი ოდენობით ენერგიის მისაღებად, რეაქტორში ატომის ბირთვები ერთმანეთს ერწყმის.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბირთვული ენერგიის შერწყმა ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მართალია, სინთეზის მიღწევა ძალიან რთულია და დიდ თანხებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ მისი გამოყენება ნაკლებ რისკებს ფლობს, ვიდრე ატომური მასალები. თანაც სინთეზი არ გამოყოფს სათბურის აირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

კორონავირუსის ვაქცინამ შეშუპება და ანთება გამოიწვია მათში, ვისაც ფილერი აქვს

Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ იმ პაციენტების შეშუპება გამოიწვია, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოსმეტიკური ფილერი ანუ ბუნებრივი შემავსებლები – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

FDA-ს საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა სპეციფიკური გვერდითი მოვლენა Moderna COVID-19 ვაქცინაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ისინი, ვისაც აქვთ სახის კოსმეტიკური შემავსებლები გამოყენებული.

„ამ შემთხვევებში პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ უბანში, სადაც ჰქონდათ შემავსებელი შეყვანილი. რამდენიმე პაციენტს ვაქცინაციამდე ექვსი თვით ადრე, ლოყის შემავსებელი ჰქონდს და ერთ პაციენტს ვაქცინაციიდან ორი დღის შემდეგ გაუკეთეს ტუჩის შემავსებელი. ყველა მკურნალობდა სტეროიდებით და ანტი-ჰისტამინური საშუალბებით და ყველა მათი რეაქცია ჩაწყნარდა”, – განაცხადდა მედიკოსმა.

ექიმი ჩი ამბობს, რომ ამ რეაქციების გამოწვევა იმუნოლოგიას უკავშირდება.

FDA–ს ინფორმაციით ეს არ შეუშლის ხელს კოსმეტიკური ფილერების მქონე ადამიანებს ვაქცინა მიიღონ, და ყველა რეაქცია დერმის შემავსებლებზე სამდიცინო პერსონალის მიერ ადვილად აღმოიფხვრება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

თუ კოვიდინფიცირებულთან ურთიერთობა გიწევთ, მაგრამ ვირუსი არ გეკარებათ

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კოროანვირუსის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათასობით ვლინდება, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს არ დაემართოს კოვიდი.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ლოგიკური მსჯელობის მაგალითზე ხსნის, რატომ არ ემართება ყველას კორონავირუსი.

ლოგიკური მსჯელობით, არგუმენტები ასეთია: 

  • ჩვენ რომ დაგვემართოს კოვიდი, აუცილებელია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდეს 15 წუთზე მეტხანს.
  • დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები უნდა იყოს.

ვირუსის რაოდენობა 

  • შეიძლება ადამიანი ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტხანს იყოს, 2 მეტრზე ნაკლები დისტანციითაც იდგეს, თუმცა ჩასუნთქვისას ვირუსი მცირე რაოდენობით მოხვდეს მის ორგანიზმში. თუ ეს რაოდენობა მცირეა, იმუნური სისტემა ვირუსს მაშინვე გაანადგურებს.

თანდაყოლილი იმუნიტეტი

  • ჩვენ გვაქვს ორი სახის იმუნიტეტი – თანდაყოლილი და ადაპტაციური (ანტისხეულები). თუ თანდაყოლილი იმუნიტეტი ძლიერია, სხეულში მოხვედრისთანავე ვირუსი ნადგურდება
  • სწრაფი რეგენერაცია (აღდგენა): მაგალითად ბავშვების შემთხვევაში მსუბუქად სწორედ იმიტომ მიმდინარეობს დაავადება, რომ დაზიანებულ უჯრედებს აღდგენის სწრაფი უნარი აქვთ. შესაძლოა სხეულში ვირუსი იყოს, თუმცა დაავადება არ განვითარდეს.
  • რეცეპტორების უჩვეულო ტიპი: იმისთვის, რომ ვირუსი სხეულში შემოიჭრას, მას რეცეპტორების სჭირდება. თუ ადამიანს ძლიერი რეცეპტორები აქვს, ვირუსით ვერ დაინფიცირდება და იგი უბრალოდ სხეულში ვერ შეაღწევს.
  • ადრე მოხდილი კოროანვირუსული დაავადება: კოვიდის გარდა კიდევ ბევრი მსგავსი დაავადება არსებობს. თუ თქვენ ადრე გქონდათ მსგავსი ინფექცია გაციების სახით, შეიძლება იმდროინდელი ანტისხეულები ჯერ კიდევ გიცავდნენ, ამიტომ ადამიანში დაავადება არ ვითარდება;
  • დამუხრუჭების სწრაფი უნარი: თუ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაა, სპეციალური რეგულატორები ძალიან კარგად ამუხრუჭებენ ზედმეტ იმუნურ პასუხს.
  • ფიზიკურად აქტიურ ადამიანს ნაკლებად ემართება კოვიდი სიმპტომური სახით, რადგან ქსოვილები აქტიურ მდგომარეობაშია და მალე აღდგება.

ამის გამო შესაძლოა ბევრ ადამიანთან გქონდეს კონტაქტი, თუმცა დაავადება არ დაგემართოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

როგორ მოვუღოთ ბოლო უძილობას! – 16 ოქროს წესი გიორგი ღოღობერიძისგან

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქზე გავრცელებული ლაივის მეშვეობით უძილობის ფაქტორებზე საუბრობს. ექიმი 16 ოქროს წესის დახმარებით გვირჩევს, როგორ დავძლიოთ მრავაწლიანი უძილობა.

მესამე კურსზე მე მასწავლიდნენ, რომ არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გამოწვევა – ესაა სიფილისი, წითელი მგლურა და  დღეს ამას დაემატა კოვიდი. კოვიდს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გამოიწვიოს და  მათ შორისაა უძილობაც. გარდა კოვიდისა, უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური სტრესითაც. ასევე უძილობას იწვევს ქრონიკული ტკივილი, გულის უკმარისობა, ჰიპერთირიოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ესაა მდგომარეობა, რომელიც ალბათ ბევრს გამოგიცდიათ, როდესაც წვები და ფეხები მოუსვენრად მოძრაობს. ასევე შესაძლოა იყოს მენოპაუზის პრობლემა, ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ასევ უძილობის მიზეზებში უნდა გამოვყოთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქოშფოთვითი აშლილობა და დეპრესია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

როდესაც ადამიანს არ სძინავს, მისი კონცეტრაცია არის ძალიან დაქვეითებული. მისი მეხსიერება ძალიან დაქვეითებულია და არის უკიდურესად გაღიზიანებული. თუ ამ სინდრომის მქონე ადამიანი ატარებს ავტომობილსაც, შესაძლოა მიკრო ძილის ეპიზოდი განვითარდეს და ამას მოჰყვეს უბედური შემთხვევა.

მე ახლა მოგცემთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბევრად დაგეხმარებათ ძილის პრობლემის მოგვარებაში, ვიდრე ის ტაბლეტები, რომლის შეძენასაც შესაძლოა აპირებთ.

1 ფიზიკური აქტივობა დღისით – დაღლა აუცილებელია იმისთვის, რომ ძილი უფრო სასიამოვნო გახდეს;
2. ძილი ფიქსირებულ დროს – ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ორგანიზმი რეფლექსურად მოვამზადოთ ერთსა და იმავე დროს დასაძინებლად;
3. შუადღის ძილისგან თავის არიდება – თუ ადამიანს არ ეძინება ღამის საათებში, ის იძინებს დღისით. ამ დროს მნიშვნელოავნია, როგორმე გადავეჩვიოთ ამას.
4. კოფეინზე უარის თქმა – თუ მიდრეკილი ხართ უძილობისკენ, კოფეინზე აუცილებლად უნდა თქვათ უარი;
5. ალკოჰოლი – ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლის მიღების შემეგ, სწრაფდ ჩაეძინება. ეს ვრცელდება ღამის პირველ ნახევარზე, მაშინ, როდესაც ალკოლჰოლი ორგანიზმიდან გადის, ადამიანი ხშირად იღვიძებს;
6. ოთახში, სადად თქვენ გძინავთ, არ უნდა იყოს ხმაური, საათიც კი არ უნდა წიკწიკებდეს;
7. მნიშვნელოვანია, რომ ოთახში სადაც გძინავთ, იყოს ცივი გარემო;
8. აუცილებელია, რომ ოთახში, სადაც იძინებთ, ბნელოდეს.
9. საწოლი უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ძილისთვის, არ უნდა მივირთვათ იქ საკვები, არ უნდა ვუყუროთ ტელევიზორს, არ უნდა ვიკითხოთ წიგნი;
10. უნდა დავწვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაპირებთ ძილს. მოდი, დაღლილი ვარ და დავწვები, არ მუშაობს. თუ დაღლილი ხარ, დაჯექი, დაწექი მხოლოდ დასაძინებლად;
11. ადექით, თუ დაწოლიდან 20 წუთში არ ჩაგეძინებათ;
12. აუცილებლად უნდა გავიღვიძოთ ფიქსირებულ დროს, მათ შორის შაბათ-კვირასაც;
13. არ მიირთვათ ძილის წინ;
14. ტელეფონი ძილის წინ უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი განათებით, დაწეული ხმით და გადაყვანილი ღამის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ლურჯი გამოსხივება აღვიძებს, ამიტომ სჯობს ის გადართოთ სხვა ფერზე.
15. ტრადიციები ძილის წინ, კბილების გახევვა, ლოცვა, პიჟამას ჩაცმა, ჩაძინების პროცესს ძალიან ეხმარება:
16. ცხოველები არ უნდა იყვნენ თქვენ საწოლში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულები „არარსებულ“ სუნს გრძნობენ

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან ინფიცირებული ყნოსვის პრობლემები აღენიშნებათ – ამჯერად ისინი არა სუნის შეკრძნების დაკარგვას უჩივიან, არამედ ისინი არარსებულ სუნს გრძნობენ.

კერძოდ, გამოცემა Sky News-ის ცნობით პაციენტები „უსიამოვნო მოტკბო სუნს“ გრძნობენ, რომელიც ძალიან წააგავს თევზის ან გოგირდის სუნს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რაში უშლის ხელს ვულკანის ამოფრქვევა თვითმფრინავს

გასულ კვირას ინდონეზიის მმართველობამ გააუქმა ყველა ფრენა მთავარი აეროპორტიდან, რადგან აგუნგის მთამ იფეთქა.

ვულკანი გავრცელდა კუნძულის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში.

ასევე,  საკმაოდ დიდი რაოდენობის ფერფლი გაიფანტა ატმოსფეროში, რაც ხელს უშლის ფრენას.

1982 წლის 24 ივნისს ბრიტანეთის ავიახაზების თვითმფრინავმა გაიარა გალუნგუნგის ამოფრქვეული ვულკანის კვამლში, რამაც საკმაოდ დიდი საშიშროების ქვეშ დააყენა ხალხის სიცოცხლე, მაგრამ საბედნიეროდ პილოტების დამსახურებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

,,მატყლის ტომარის” დანიშნულება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შედგება ლორდთა და თემთა პალატისგან. ლორდთა პალატაში არის ერთი საინტერესო ადგილი, ეს ადგილი მმართველი სპიკერისთვის არის განკუთვნილი, სადაც განთავსებულია წითელი ქსოვილისგან შეკერილი ბალიში, სახელად ,,მატყლის ტომარა”.

ინგლისის ეკონომიკისთვის მატყლით ვაჭრობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. XIV საუკუნეში მეფე ედუარდ III-მ ბრძანა, რომ ლორდი საბჭოს სხდომაზე აუცილებლად უნდა იჯდეს მატყლის ბალიშზე, რასაც დღეს უწოდებენ ,,მატყლის ტომარას”(Woolsack) და რაც მატყლით ვაჭრობის  მნიშვნელობის სიმბოლო იქნებოდა დიდი ბრიტანეთისთვის.

1938 წელს კი ,,მატყლის ტომარა” გადაკეთდა და ხელახლა შეივსო მატყლით, როგორც თანამეგობრობის ერთიანობის სიმბოლო. ტომარა თანამეგობრობის ყველა წევრი სახელმწიფოდან ჩამოტანილი მატყლისგან არის შევსებული. ერთა თანამეგობრობის წევრებს  დომინიონებს უწოდებენ, მათი რაოდენობა 54-ია და მასში შედის ყველა ის სახელმწიფო, რომლებიც წარსულში დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდნენ და ასევე  მოზამბიკი და რუანდა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რომის პაპი ისევ სკანდალში გაეხვა

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ძალიან ცნობილი ფიგურაა სოციალურ ქსელებში, ის 2017 წელს ყველაზე პოპულარულ მსოფლიო ლიდერად დასახელდა.

რომის პაპი ისევ სკანდალში გაეხვა. დაახლოებით ერთი თვის წინ მისმა ოფიციალურმა  Instagram გვერდმა ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტო მოიწონა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვატიკანმა გამოძიება დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს.

23 დეკემბერს, რომის პაპის ოფიციალურმა Instagram გვერდმა კიდევ ერთი პოპულარული მოდელის, მარგო ფოქსის ფოტო მოიწონა. მოდელმა Twitter- ზე გამოაქვეყნა ეკრანის ფოტო, სადაც ჩანს რომის პაპის მოწონება. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მოდელმა საკუთარი ანგარიში დახურულ რეჟიმზე გადაიყვანა, რომ ზედმეტი ყურადღებისგან თავი აერიდებინა.

ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ სივრცეში, ვატიკანი კი Instagram-სგან განმარტებებს მოითხოვს, თუ როგორ მოხდა ეს და ისევ შიდა გამოძიებას იწყებს, ხომ არ აქვს ადგილი შეცდომას, ფოტოშოფს ან რომის პაპის ოფიციალური Instagram გვერდის გატეხვას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 99
Page 36 of 99