close
ეს საინტერესოა

თუ კოვიდინფიცირებულთან ურთიერთობა გიწევთ, მაგრამ ვირუსი არ გეკარებათ

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კოროანვირუსის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათასობით ვლინდება, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს არ დაემართოს კოვიდი.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ლოგიკური მსჯელობის მაგალითზე ხსნის, რატომ არ ემართება ყველას კორონავირუსი.

ლოგიკური მსჯელობით, არგუმენტები ასეთია: 

  • ჩვენ რომ დაგვემართოს კოვიდი, აუცილებელია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდეს 15 წუთზე მეტხანს.
  • დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები უნდა იყოს.

ვირუსის რაოდენობა 

  • შეიძლება ადამიანი ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტხანს იყოს, 2 მეტრზე ნაკლები დისტანციითაც იდგეს, თუმცა ჩასუნთქვისას ვირუსი მცირე რაოდენობით მოხვდეს მის ორგანიზმში. თუ ეს რაოდენობა მცირეა, იმუნური სისტემა ვირუსს მაშინვე გაანადგურებს.

თანდაყოლილი იმუნიტეტი

  • ჩვენ გვაქვს ორი სახის იმუნიტეტი – თანდაყოლილი და ადაპტაციური (ანტისხეულები). თუ თანდაყოლილი იმუნიტეტი ძლიერია, სხეულში მოხვედრისთანავე ვირუსი ნადგურდება
  • სწრაფი რეგენერაცია (აღდგენა): მაგალითად ბავშვების შემთხვევაში მსუბუქად სწორედ იმიტომ მიმდინარეობს დაავადება, რომ დაზიანებულ უჯრედებს აღდგენის სწრაფი უნარი აქვთ. შესაძლოა სხეულში ვირუსი იყოს, თუმცა დაავადება არ განვითარდეს.
  • რეცეპტორების უჩვეულო ტიპი: იმისთვის, რომ ვირუსი სხეულში შემოიჭრას, მას რეცეპტორების სჭირდება. თუ ადამიანს ძლიერი რეცეპტორები აქვს, ვირუსით ვერ დაინფიცირდება და იგი უბრალოდ სხეულში ვერ შეაღწევს.
  • ადრე მოხდილი კოროანვირუსული დაავადება: კოვიდის გარდა კიდევ ბევრი მსგავსი დაავადება არსებობს. თუ თქვენ ადრე გქონდათ მსგავსი ინფექცია გაციების სახით, შეიძლება იმდროინდელი ანტისხეულები ჯერ კიდევ გიცავდნენ, ამიტომ ადამიანში დაავადება არ ვითარდება;
  • დამუხრუჭების სწრაფი უნარი: თუ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაა, სპეციალური რეგულატორები ძალიან კარგად ამუხრუჭებენ ზედმეტ იმუნურ პასუხს.
  • ფიზიკურად აქტიურ ადამიანს ნაკლებად ემართება კოვიდი სიმპტომური სახით, რადგან ქსოვილები აქტიურ მდგომარეობაშია და მალე აღდგება.

ამის გამო შესაძლოა ბევრ ადამიანთან გქონდეს კონტაქტი, თუმცა დაავადება არ დაგემართოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0