close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ქარხანში, სადაც Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ, ხანძარია – არიან დაღუპულები

ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე დიდი ვაქცინების მწარმოებელი ქარხანა იწვის, არის მსხვერპლი.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.

ჯერჯერობით არ ვცელდება ინფორმაცია, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

„ხანძარი გავლენას ვერ მოახდენს კოვიდ -19-ის წარმოებაზე“, – აცხადებენ Serum Institute-ში, სადაც ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, ებრძვიან.

ქარხანაში Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნისლის გამო მატჩი შეწყდა, მაგრამ მეკარე გვიან მიხვდა

1937 წელს ჩელსი-ჩარლტონის მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა და ხილვადობა მინიმუმამდე დავიდა. ამიტომ, მსაჯმა 70-ე წუთზე გადაწყვიტა თამაში შეეჩერებინა, რაც ჩარლტონის მეკარემ სემ ბერტრამმა ვერ გაიგო და მატჩისთვის განკუთვნილი 20 წუთი მარტომ გაატარა მოედანზე.

 

გთავაზობთ ამონარიდს სემ ბერტრამის სახალისო ინტერვიუდან:

“დიდხანს ვიდექი კარში, მაგრამ არც ბურთი, არც ჩემი თანაგუნდელები და არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არ გამოჩენილან.”

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერიტორიული უპირატესობის გამო ჩემი თანაგუნდელები ჩელსის ფეხბურთელებს არ აძლევდნენ უფლებას შეეტიათ ჩარლტონის კარისათვის”.

“ბოლოს დავინახე თუ როგორ გამოდიოდა სქელი ნისლიდან ადამიანის სილუეტი, ვინაიდან არ ვიცოდი თუ ვინ იყო-ჩემი თანაგუნდელი თუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი, მე მოვემზადე კარის დასაცავად”

“ნისლიდან გამოსული ადამიანი ფეხბურთელი კი არა პოლიციელი აღმოჩნდა, რომელმაც მკითხა: აქ რას აკეთებ? მოედანზე არავინა, შეხვედრა 15 წუთის წინ დამთავრდა!”

“როცა, მე შევედი გასახდელში, ჩემს დანახვაზე ჩემს თანაგუნდელებს ხარხარი აუვარდათ გასაგები მიზეზის გამო”

ალბათ ეს ისტორია ყველაზე სასაცილოა, რაც კი ოდესმე ფეხბურთში მომხდარა.

წყარო : players.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კანადაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა🐕‍🦺

კანადაში წყვილი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ შენიშნა, რომ ქალი ქმარს ძაღლის საბელით „ასეირნებდა“. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი კვებეკის პროვინციაში მოხდა, სადაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით 20:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა, ამ დროს მოქალაქეებს სახლთან ახლოს ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ.

სამართალდამცველებმა წყვილი ქუჩაში 21:00 საათზე შენიშნეს. მათ პოლიციელებს აუხსნეს, რომ შინაური ცხოველებისთვის დაწესებულ წესს ემორჩილებოდნენ და სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობდნენ. შედეგად, თითოეულ მათგანს $1 212 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ბულგარეთში ბავშვი СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა

ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.

ახალშობილს ანტიგენტის ტესტირება ჩაუტარეს. მას СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ამერიკელ პროგრამისტს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინს ინახავს

წარმოშობით გერმანელ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს იმ ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა, რომელზეც 7 002 ბიტკოინს ინახავს.

გასულ თვეში ბიტკოინმა ისტორიული ზრდა განიცადა, თვეში-92%-ით, დღეს კი ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 34 500 დოლარია. ამჟამად სტეფან ტომასის ელექტრონულ საფულეში 240 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ინახება. პროგრამისტმა ელექტრონული საფულის პაროლი მყარ დისკზე შეინახა, ცნობილი როგორც IronKey. მყარი დისკი პაროლის გამოსაცნობად 10 ცდას ითვალისწინებს, თუმცა ტომასს მხოლოდ ორი ცდა დარჩა. მცდელობების ამოწურვის შემდეგ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია სრულად წაიშლება.

პროგრამისტი კრიპტოვალუტით 2010 წელს დაინტერესდა და ამ თემასთან დაკავშირებით 2011 წელს ვიდეოებს აქვეყნებდა, რომლებშიც მოკლედ ხსნიდა კრიპტოვალუტისა და ბიტკოინების კონცეფციის შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ კი საჩუქრად 7 002 ბიტკოინი მიიღო, როდესაც მისი ფასი საკმაოდ დაბალი იყო და პაროლი მყარ დისკზე შეინახა, ასევე ფურცელზე დაწერა, რომელიც იმავე წელს დაკარგა. პროგრამისტი აღარ აპირებს ისევ სცადოს მყარდ დისკზე შესვლა და დაელოდება დროს, როდესაც რაიმე ახალი გამოგონებით შეძლებს რთული პაროლის გამოცნობას.

წყარო: The New York Times

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

იმნაძე: 3 ქალაქში გვაქვს – 80º-იანი მაცივრები, დღესვე შეგვიძლია 200 000 დოზა ფაიზერის მიღება

ქალბატონმა თამარმა უკვე თქვა, ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, ამაზე რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვები.

ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს, დღესვე მივიღებთ 200 000 დოზას…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პოპულარული ფოკუსების მარტივი ახსნა ფოტოსურათებით

დანების სროლა მიზანში ალბათ, ყველაზე პოპულარული ფოკუსია. სინამდვილეში დანებს არავინ არ ისვრის, ყველაფერი შემსრულებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, ის დანას სპეციალური მექანიზმის საშუალებით სწრაფად მალავს სახელურში, გვერდიდან კი ჩანს, რომ დანას ისვრის. დანებს მიზანში კი მის უკან ამოფარებული დამხმარე ათავსებს.

 

ბევრჯერ ნახავდით, თუ როგორ სვამს შემსრულებელი მტრედებს ყუთში, რამდენიმე წამში კი ცარიელ ყუთს აბრუნებს. საქმე იმაშია, რომ ოსტატი ფრინველებს ყუთის სარჩულში მალავს, რომელიც იმდენადაა ფართო, რომ მტრედები თავისუფლად ეტევიან.

 

ნემსის შეჭობისას იმაგრებენ ხელზე სპეციალურ თიხას, რომელსაც იგივე კანის ფერი აქვს, ნემსი რა თქმა უნდა მასში გადის.

არარეალური ჩანს არა? ასეცაა, როგორი ელასტიურიც არ უნდა იყოს შემსრულებელი, არსებობს ილეთები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამისთვის არსებობენ დამხმარეებიც.

წყლის ყინულად გადაქცევა შესაძლებელია? ყოველგვარი ქიმიის გარეშე? დიახ. ჭიქაში თავიდანვე დევს ყინული, მის ქვეშ კი ღრუბელი, რომელიც წყალს იწოვს. მთავარია ჭიქა არ იყოს გამჭვირვალე.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან დადებული კონტრაქტი, დასის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, შეაჩერა

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად მიიწვიეს.

ანანიაშვილი ელოდა, რომ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა იქნებოდა, თუმცა თავად პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის თეატრთან დადებულ კონტრაქტს პოლიტიკურ ჩარჩოში არ აქცევს. ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნის, რადგან ბალეტის მსახიობები იძულებულები გახდნენ ყველა დადგმა მომავალი წლისთვის გადაედოთ და ყველა გასტროლი გაეუქმებინათ. რადგანაც დაზუსტებით არავინ იცის 2021 წელს როგორ შეიცვლება პანდემიის გამო ვითარება, ეს გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს ქართულთან ერთად რუსულ დასს უხელმძღვანელოს.

მიუხედავად ამისა, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებენ. გადაწყვეტილების მიზეზი, კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, დასის ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება გახდა ოფიციალურ წარდგენამდე, რაც დასის უპატივცემულობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნიეს.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრას გამართავენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ლოხ-ნესის ტბის საიდუმლოებანი

ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ ლოხ-ნესის ტბასთან დაკავშირებით გავრცელებული ისტორიები. ლოხ-ნესი არცთუ დიდი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მტკნარწყლიანი ტბაა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ შოტლანდიაში, რომლის საიდუმლოებები დღესაც ამოუხსნელია.

ლოხ-ნესი ზედაპირის ფართობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს შოტლანდიაში, მაგრამ სიღრმით მისი პირველობა სადაო საკითხია დიდ ბრიტანეთში. ტბის სიღრმე 230 მეტრი, რაც ჩამორჩება ლოხ მორარის მონაცემებს. 2016 წელს კი აღმოაჩინეს ტბაში ნაპრალი, რომლის სიღრმე 271 მეტრია, თუმცა ეს აღმოჩენა ანომალიას მიაწერეს.

მსოფლიომ ლოხ-ნესის  ტბა არა მისი სიღრმის, ანდა სარკის ფართობის გამო იცის, არამედ ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდის წყალობით. ურჩხულის შესახებ უძველესი ჩანაწერები გვხვდება წმინდა კოლუმბის ცხოვრებაში და  თარიღდება 565 წლით. წმინდანის აღსასრულის თხრობისას ავტორი აღწერს ლოხ-ნესის ტბაში მდებარე არსებას. სკეპტიკოსები კი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მწერლები ხშირად აღწერდნენ ისტორიებს მხეცების შესახებ და ლოხ-ნესის ურჩხულიც უბრალოდ ზღაპრის ნაწილია.

2012 წელს გავრცელდა ფოტო, სადაც ლოხ-ნესის ტბის ზედაპირზე უცნაური ობიექტი დაცურავს, მაგრამ მკვლევარებმა ისევ ეჭვქვეშ დააყენეს ფოტოს სინამდვილე და ტბის ტალღებს ან ფოტოს დეფექტს დააბრალეს. მეცნიერებმა ტბის სხვადასხვა უბნიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და ყველა ის თევზი აღმოაჩინეს, რომლებიც ტბაში ცხოვრობენ. ნილ გემელმა, წამყვანმა მკვლევარმა კი გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ურჩხული შესაძლოა უზარმაზარი გველთევზა იყოს. მიუხედავად ამისა, ლოხ-ნესის ურჩხულის არსებობა არც დამტკიცდა და არც უარყოფილ იქნა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ბუკინგემის სასახლის ქურდი მედლებისა და ფოტოების მოპარვის გამო დააპატიმრეს

ბუკინგემის სასახლეში, დედოფალ ელიზაბედ II-ის რეზიდენციიდან მოპარული მედლებისა და ფოტოების ქურდი უკვე დააკავეს.

ქურდი 37 წლის ასისტენტი, ადამო კანტოა(Adamo Canto). მოპარულ ნივთებს შორის კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ხელმოწერილი ფოტოებიც არის და ასევე ფოტოალბომი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტს მიეძღვნა.

ადამო კანტომ ზოგიერთი ნივთი, რომელთა ღირებულება მერყეობს 10 000-დან 100 000 ფუნტამდე, გასაყიდად განათავსა eBay– ზე. დაკავებამდე მოახერხა 37 ნივთის შეთავაზება სპეციალურ ფასად, საიდანაც გამოიმუშავა 7 741 ფუნტი სტერლინგი. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფოტოალბომი, რომლის ღირებულებაც 1 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

ადამო კანტომ 77 ნივთის წაღება შეძლო ბუკინგემის სასახლის მაღაზიიდან, დანარჩენი ნივთები კი იქ მომუშავე პერსონალის კარადებიდან, იორკის ჰერცოგის სათავსოდან და დედოფლის გალერიიდან. კანტომ აღიარა მედლის მოპარვა, რომელიც ინტერნეტით გაიყიდა 350 ფუნტად, მან ასევე მოიპარა სამეფო ვიქტორიანული მედალი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცრის კარადიდან.

 

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 33 34 35 36 37 99
Page 35 of 99