close
ეს საინტერესოა

ლოხ-ნესის ტბის საიდუმლოებანი

ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ ლოხ-ნესის ტბასთან დაკავშირებით გავრცელებული ისტორიები. ლოხ-ნესი არცთუ დიდი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მტკნარწყლიანი ტბაა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ შოტლანდიაში, რომლის საიდუმლოებები დღესაც ამოუხსნელია.

ლოხ-ნესი ზედაპირის ფართობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს შოტლანდიაში, მაგრამ სიღრმით მისი პირველობა სადაო საკითხია დიდ ბრიტანეთში. ტბის სიღრმე 230 მეტრი, რაც ჩამორჩება ლოხ მორარის მონაცემებს. 2016 წელს კი აღმოაჩინეს ტბაში ნაპრალი, რომლის სიღრმე 271 მეტრია, თუმცა ეს აღმოჩენა ანომალიას მიაწერეს.

მსოფლიომ ლოხ-ნესის  ტბა არა მისი სიღრმის, ანდა სარკის ფართობის გამო იცის, არამედ ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდის წყალობით. ურჩხულის შესახებ უძველესი ჩანაწერები გვხვდება წმინდა კოლუმბის ცხოვრებაში და  თარიღდება 565 წლით. წმინდანის აღსასრულის თხრობისას ავტორი აღწერს ლოხ-ნესის ტბაში მდებარე არსებას. სკეპტიკოსები კი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მწერლები ხშირად აღწერდნენ ისტორიებს მხეცების შესახებ და ლოხ-ნესის ურჩხულიც უბრალოდ ზღაპრის ნაწილია.

2012 წელს გავრცელდა ფოტო, სადაც ლოხ-ნესის ტბის ზედაპირზე უცნაური ობიექტი დაცურავს, მაგრამ მკვლევარებმა ისევ ეჭვქვეშ დააყენეს ფოტოს სინამდვილე და ტბის ტალღებს ან ფოტოს დეფექტს დააბრალეს. მეცნიერებმა ტბის სხვადასხვა უბნიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და ყველა ის თევზი აღმოაჩინეს, რომლებიც ტბაში ცხოვრობენ. ნილ გემელმა, წამყვანმა მკვლევარმა კი გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ურჩხული შესაძლოა უზარმაზარი გველთევზა იყოს. მიუხედავად ამისა, ლოხ-ნესის ურჩხულის არსებობა არც დამტკიცდა და არც უარყოფილ იქნა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0