close

ეს საინტერესოა

ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

,,აფხაზის” მნიშვნელობა და ისტორიული წყაროები

აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს – გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან – „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზება შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

შემდეგი დროის ავტორთა თხზულებებში უკვე ვხვდებით პირდაპირ ცნობებს აფხაზთა ცალკე ენის არსებობის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი თურქი მოგზაურის ევლია ჩელებიას მონათხრობი, რომელმაც 1641 წელს იმოგზაურა აფხაზეთის სანაპიროზე და საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენის“ შესახებ (თურქულად აფხაზს ეწოდება „აბაზა“). მას მოაქვს ცალკეული აფხაზური სიტყვები (ჩაწერილი თურქულ-ოსმალური ანბანით) და მთელი წინადადებები სათანადო თარგმანით. ეს მასალა არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ სწორედ აფხაზური ენის აღწერაა.

ის ფაქტი, რომ აფხაზური ენის ნიმუშები მხოლოდ XII ან  XVII ს-დან არის დაფიქსირებული, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო ადრე აფხაზეთში აფხაზურენოვანი მოსახლეობა არ არსებობდა. ქართული ენის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუშები ახ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის; სხვა ქართველური ენების (მეგრულ-ჭანური და სვანური) მასალები კი XVII–XVIII სს-ში ჩანან პირველად, მაგრამ ეს ფაქტები ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ენებზე მანამდე არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ცნობილია, რომ სვანური უფრო ძველი ქართველური ენაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ქალაქი სან-ფრანცისკო შენობების სიმძიმეს ვეღარ უძლებს და მიწაში ეფლობა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების სამსახურში მომუშავე გეოფიზიკოსის, ტომ პარსონსის თქმით, ქალაქო სან-ფრასცისკო დროთა განმავლობაში მიწაში ეფლობა. ქალაქი ცათამბჯენების სიმძიმეს ვეღარ უძლებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად იწვევს ქალაქის მიწაში ჩაფლობას.
გეოფიზიკოსმა სატელიტური სურათების გამოყენებით შეისწავლა ქალაქში განლაგებული თითქმის ყველა ნაგებობა და დასკვნამდეც მივიდა, რომ სან-ფრანცისკოს ცენტრალურ ნაწილში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, სადაც უზარმაზარი შენობები მრავლად გვხვდება.
ქალაქის ერთ-ერთი ცათამბჯენი, რომელიც წონით მესამე ადგილს იკავებს, დროთა განმავლობაში გვერდით იხრება, რაც გამოწვეულია მიმდებარედ აგებული ნაგებობებით და მშენებლობის პერიოდში დაკარგული მიწისქვეშა წყლით. ტომ პარსონსის კვლევა ამ მხრივ საყურადღებოა, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დონის მატება ქალაქისთვის უფრო პრობლემური გახდება და ხშირად დაიტბორება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა შექმნეს რობოტები, რომლებიც დამოუკიდებლად მრავლდებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილ „ცოცხალ რობოტებს“, იმავე ქსენობოტებს დამოუკიდებლად გამრავლება შეუძლიათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

სპეციალისტებმა მსოფლიოში პირველი „ცოცხალი რობოტები“ აფრიკული კლანჭებიანი ბაყაყის, Xenopus laevis-ის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნეს. სწორედ მოცემული სახელიდან გამომდინარე უწოდეს მათ ქსენობოტები. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზმების ზომა ერთ მილიმეტრზე ნაკლებია. მეცნიერებმა ისინი საზოგადოების წინაშე პირველად 2020 წელს წარადგინეს. ამ დროს „ცოცხალ რობოტებს“ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება, ანუ აღდგენა შეეძლოთ.

ამჯერად მეცნიერებმა „მშობელი“ ქსენობოტები შექმნეს, რომლებიც ასობით ერთუჯრედიან ორგანიზმს შთანთქავენ და რამდენიმე დღის შემდეგ მათ „ჩვილ“ ქსენობოტებად აქცევენ. „ახალშობილი“ რობოტები „მშობლებს“ ჰგვანან, მათ მსგავსად მოქმედებენ და გამრავლების უნარით ხასიათდებიან.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი აღმოჩენა ბევრ ტექნოლოგიურ ინოვაციას დაუდებს სათავეს. მათი თქმით, მსგავსი უჯრედების პლასტიკურობისა და სხვადასხვა უნარის გამოყენება მომავალში შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

არავაქცინირებულ პირებს შეეზღუდებათ წვდომა არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიებსა და ღონისძიებებზე. გამონაკლისი გაკეთდება მათთვის, ვინც კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა.

„ქვეყნის მასშტაბით, კულტურისა და დასვენების სფეროში ღონისძიებები ღია იქნება მხოლოდ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გარდა ამისა, ანგელა მერკელის თქმით, გერმანიაში ვაქცინაცია თებერვლიდან სავალდებულო შეიძლება გახდეს. აღნიშნულ საკითხს პარლამენტი განიხილავს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

„ნასა“ 18 000 დოლარს გადაგიხდით, თუ 70 დღე ლოგინში იწვებით

მათ მოუწევთ, 70 დღის განმავლობაში ლოგინში იწვნენ და 18 000 დოლარს მიიღებენ.

როგორც inquisitr.com წერს, ექსპერიმენტის მიზანია კოსმოსში მოგზაურობის  ხანგრძლივი პერიოდის იმიტაცია მოახდინონ, სადაც ადამიანის სხეული  ექსტრემალურ ატროფიას, გამოფიტვას განიცდის.

ამ ტესტირების წყალობით „ნასას“ მეცნიერები შეისწავლიან და შეძლებენ  განსაზღვრონ, რა რაოდენობის კუნთს კარგავს ადამიანი – ექსპერიმენტის  მონაწილეებისთვის, ლოგინში კოსმოსური შატლის მიკროგრავიტაცია იქმნება  შექმნილი.

მთელი 70 დღის განმავლობაში, ადამიანი ლოგინში უნდა იწვეს და იქვე მიირთვას, ითამაშოს და ფილმებს უყუროს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქვეყანა ჯარის, საკუთარი ვალუტის, დანაშაულის, უმუშევრობის და საგარეო ვალის გარეშე

ლიხტენშტეინი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოა, იმდენად მცირე, რომ მაგისტრალების სიგრძე მხოლოდ
250 კილომეტრია. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 39 200 კაცია.

1806 წელს ამ ტერიტორიამ სუვერენიტეტი მოიპოვა და მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა ლიხტენშტეინის
სამთავრო, რომელსაც მმართველობის ფორმა, კონსტიტუციური მონარქია არ შეუცვლია და
სათავეში დღემდე პრინცის ოჯახია. ევროპის შუაგულში მდებარე სახელმწიფოს ოფიციალურად
სამხედრო ძალა არ ჰყავს 1868 წლიდან, ასევე არ აქვს საკუთარი ვალუტა და აეროპორტი,
უახლოები არის მხოლოდ შვეიცარის ქალაქ ციურიხში, ლიხტენშტეინის დედაქალაქიდან
დაახლოებით საათნახევრის სავალზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ტერიტორიის
100% ალპურ რეგიონში მდებარეობს, შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტურიზმია
განვითარებული. ლიხტენშტეინში უმუშევრობისა და კრიმინალის დონე გასაოცრად დაბალია,
ქვეყანას თითქმის არ აქვს საგარეო ვალი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

პერუში ერთ-ერთი ოჯახის მიერ ნაყიდი ჰასკი მელა აღმოჩნდა🦊

პერუში, ერთ-ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათი ძაღლი სინამდვილეში მელაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოტელოსების ოჯხმა ლეკვი 13 დოლარად, ლიმაში იყიდეს და რან რანი დაარქვეს. მათ ეგონათ, რომ თანხა ჰასკის ჯიშის ძაღლში გადაიხადეს. ცოტა ხანში კი მეზობლებისგან ჩივილები მიიღეს, რადგან რან რანმა მათ ზღვის გოჭებზე, იხვებსა და ქათმებზე დაიწყო ნადირობა, შემდეგ კი ნადავლით იკვებებოდა.

აღმოჩნდა, რომ რან რანი ანდური მელაა. ცხოვლი ველური ბუნების სამსახურის ოფიცრებმა დაიჭირეს. პერუში განმარტავენ, რომ კონტრაბანდისტები ხშირად ყიდულობენ ველურ ცხოველებს ამაზონის რეგიონში და შემდეგ მათ არალეგალურად ლიმაში ყიდიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ინდოეთში 17 წლის მოზარდმა ცოლი გაყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა

ინდოეთში, ოდიშას შტატში, 17-წლის მოზარდმა ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ თავისი 26 წლის ცოლი გაყიდა. ამის შესახებ Hindustan Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აგვისტოში წყვილი რაჯასტანში გაემგზავრა, აგურების ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრა, შემდეგ კი ბიჭი სახლში მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ ცოლმა მიატოვა. მოზარდი ქალის ოჯახის განცხადების შემდეგ დააკავეს. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ მან ცოლი რაჯასტანის მკვიდრს 180 ათას რუპიად (დაახლოებით 7 530 ლარი) მიჰყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა.

ამის შემდეგ პოლიციელები რაჯასტანშიგაემგზავრნენ, მაგრამ იქ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ადგილობრივებს ქალის გაშვება არ უნდოდათ. სამართალდამცველებმა ქალის სახლში დაბრუნება მაინც მოახერხეს, სასამართლომ კი 17 წლის მოზარდი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კატების კუნძული იაპონიაში

მოსახლეობის მცირე რაოდენობა და კატების დიდი პოპულაცია, ეს არის მახასიათებელი, რაც განასხვავებს იაპონიის რამდენიმე პატარა კუნძულს სხვებისგან.
1. Tashiro-jima – არის იაპონიის აღმოსავლეთით მდებარე პატარა კუნძული, სადაც მოსახლეობის რაოდენობა სულ რაღაც 80 კაცია, ხოლო კატების – რამდენიმე ასეული. კატების პოპულაცია უფრო დიდია, ვიდრე სოფლის მოსახლეობა. კატების საჭიროება დადგა ადრეულ პერიოდში, როდესაც კუნძულის მოსახლეობა დაკავებული იყო აბრეშუმის წარმოებით, თაგვები კი აბრეშუმის ჭიის პირველი მტრები იყვნენ. მეთევზეები კატებს იყენებდნენ ამინდისა და თევზაობის პირობების პროგნოზირებისთვის. მას იღბლიან ცხოველად მიიჩნევენ, რის გამოც კუნძულზე არ ჰყავთ სხვა შინაური ცხოველები, თუმცა, კუნძულზე არის კატის სალოცავი.
2. Aoshima – კუნძული მდებარეობს იაპონიის სამხრეთით, მოსახლეობის რაოდენობა 15-20 კაცია, ხოლო კატების – 120. კატები თავდაპირველად მოხვდნენ მეთევზეთა გემებზე, რადგან ისინი ვერ უმკლავდებოდნენ მღრღნელების პრობლემას. დღეს კი კატების პოპულაცია 6-ჯერ მეტია სოფლის პოპულაციაზე, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებისგან შედგება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ამერიკელი მძღოლი 8 წელია ებრძვის ციყვს, რომელიც მის მანქანაში კაკალს აგროვებს

ამერიკელი ბილ ფიშერი, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტაში ცხოვრობს, 8 წელია საკუთარი ავტომობილის ციყვისგან დაცვას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა LADBible წერს.

ყოველ წელს ციყვი კაცის ავტომანქანაში, ძრავთან ზამთრისთვის კაკალს აგროვებს. 56 წლის ბილ ფიშერი აცხადებს, რომ ციყვთან 8-წლიანი „ომით“ დაიღალა.

„ამ ჟღალ ციყვს 2013 წლიდან ვიცნობ. მას უკვე აქვს ერთგვარი რიტუალი, რომ ყოველ წელს ჩემი სატვირთო კაკლის შესანახ საწყობად გამოიყენოს“, – ამბობს ფიშერი.

ციყვმა ტრადიცია არც 2021 წლის შემოდგომაზე დაარღვია და 70 კილოგრამი კაკალი ისევ ავტომობილში შეაგროვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 98
Page 25 of 98