close
მსოფლიოსამართალი

ბავშვთა სექსუალური ძალადობით მოვაჭრე საიტის ადმინისტრატორს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  

ამერიკელ მამაკაცს, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტომასალით მოვაჭრე საიტს აკონტროლებდა, 20 წელი მიუსაჯეს.

დევიდ ლინ ბროუინგი საიტ ,,Playpen-ის” მეორე დაპატიმრებული ადმინისტრატორია. იგივე სასჯელი იანვარში საიტის კიდევ ერთ მამაკაცს მიუსაჯეს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ბროუინგი საიტის უფროსი ოპერატორი იყო.  იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი სიცოცხლის მანძილზე სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიტი ანონიმური ქსელის ,,Onion Router (Tor)-ის”
საშუალებით ოპერირებდა.

FBI-იმ  ,,Playpen-ის” დასახურად 2015 წელს სპეცოპერაცია ჩაატარა. დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში საგამომძიებლო ბიურო საიტის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.  ,,Playpen-ს”დაახლოებით 150,000 წევრი ჰყავდა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, FBI-ის სპეცოპერაციას საიტთან დაკავშირებული 51 ადამიანის დაპატიმრება და 55 ბავშვის გათავისუფლება მოჰყვა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response